RSS
на русском en in english
22.10.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

საერთაშორისო ბიზნეს-საზოგადოებამ აფხაზეთი მიიღო. თბილისი წინააღმდეგია

16.09.2009  |  11:03

3985.jpegდენთის კასრზე ცხოვრება - ამგვარად შეიძლება დავახასიათოთ თბილისისა და სოხუმის ურთიერთობები. კვირა არ გავა, რომ ურთიერთ ბრალდების მიზეზი არ იპოვნონ. ამჟამად თბილისი განრისხებულია, აფხაზეთის საერთაშორისო სავაჭრო პალატაში შესვლის გამო. არადა სულ რამოდენიმე დღის წინ, საქართველომ განცხადება გააკეთა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების აღდგენის ახალი სტრატეგიის შესახებ. წინადადებაც კი იყო, თბილისი- სოხუმის საავტობუსო მარშრუტის დანიშნვაზე. ჯორჯიათაიმსის კორესპონენტმა სიტუაცია გაანალიზა და გაესაუბრა აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს გენადი გაგულიას.

სოხუმში დაადასტურეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ დღეებში აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, საერთაშორისო სავაჭრო პალატის შემადგენლობაში შევიდა (International Chamber of Commerce - ICC). ჯორჯიათაიმსის კორესპონდენტი დაუკავშირდა აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს გენადი გაგულიას და ჰკითხა: - საერთაშორისო სავაჭრო პალატაში აფხაზეთის წევრობა, ხომ არ ნიშნავს საერთაშორისო ბიზნეს-საზოგადოების მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას?

- პრინციპში, საზოგადოებრივი ორგანიზაცია სახელოწიფოებრიობის აღიარებაში პოლიტიკურ როლს არ თამაშობს, - განაცხდა ჩვენმა თანამოსაუბრემ. - თუმცა ის, რომ საერთაშორისო სავაჭრო პალატამ მიგვიწვია საკუთარ რიგებში, შეგვიძლია ევროპული დემოკრატიის მონაპოვრად შევაფასოთ. არსებობს საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიზნებისა და ამოცანების აღქმა, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშონ დემოკრატიზაციაში. დემოკრატიის ერთერთი პოსტრულატია - საზოგადოებრივი ორგანიზაციები უნდა მონაწილეობდნენ საერთაშორისო პროცესებში, მიუხედავად პოლიტიკური მიმართულებებისა. სწორედ ამ მოსაზრების გამო შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ აფხაზეთი ახალ საფეხურზე ავიდა.

- რამდენად დიდხან აწარმოებდით მოლაპარაკებებს?

დაახლოებით სამი თვე. ეს არ იყო მოლაპარაკებები, სადაც ვინმე ვინმეს არწმუნებდა ან სთხოვდა რაიმეს. აქ უფრო სამუშაო- ტექნიკურ პროცედურასთან გვქონდა საქმე. საერთაშორისო სავაჭრო პალატამ მიიღო გადაწყვეტილება და ჩვენ შეგვატყობინეს, რომ შეგვიძლია შევავსოთ ანკეტები.

- რა უპირატესობებს იძლევა აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის გაწვრიანება საერთაშორისო სტრუქტურაში?

-ჩვენ მონაწილეობის მიღებას შევძლებთ ყველა ბიზნეს-შეხვედრაში, სიმპოზიუმებში, საკუთარ რესპუბლიკას წარმოვაჩენთ, გავიცნობთ მეწარმეებს. ჩვენ ცნობადნი გავხდებით. ეს ჩვენი ქვეყნისათვის, რომელმაც ცოტა ხნის წინ მოიპოვა დამოუკიდებლობა, ძალზედ მნიშვნელოვანია. აღიარების შემდეგ ინვესტორების აქტიური ნაკადი იყო, მათ შორის ევროპელებისაც. სამწუხაროდ კრიზისმა მრავალი მათგანი შეაშინა. დღესდღეობით არის მცირედი გამონათებები, სასიკეთო ნიშნები. ამბობენ, რომ შესაძლოა ჩამოვიდნენ, შესაძლოა ჩადონ ინვესტიცია. ჯერჯერობით საკონტრაქტო ფული არ არის. მაგრამ ამჟამად ინვესტიციები მოზიდვით, განვითარებული ქვეყნებიც ვერ დაიტრაბახებენ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვაწყობთ თანამშრომლობას საერთაშორისო დონეზე, ბიზნეს-სტრუქტურებთან.

- ამავდროულად თბილისში ეს სიახლე ძალზე მწვავედ აღიქვეს...

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100