RSS
на русском en in english
23.01.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ორ ეკლესიას შორის

17.09.2009  |  17:54

4009.jpegაფხაზურმა ეკლესიამ განაცხადა, რომ ოფიციალურად გამოეყო ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას. ეს გადაწყვეტილება გუშინ ყველა მღვდელთმსახურმა ერთობლივად მიიღო. ამასობაში სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამაც საჭიროდ ჩათვალა დაეცვა თავისი ეკლესია. სავარაუდოდ ალანიის ეპარქიაც აფხაზეთს მიბაძავს და თავის ავტოკეფალიას გამოაცხადებს. თუმცა არც რუსეთის და არც საქართველოს ეკლესიები ამ აღიარებაზე არასოდეს წავლენ. შექმნილი ეპარქიების ხელმძღვანელები რისკავენ იმით, რომ ისინი შეიძლება ანათემას გადასცენ.

აფხაზეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ თავად გამოაცხადა ავტოკეფალია. ის უკვე აღარ თვლის თავს ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში. ამის შესახებ განაცხადა სოხუმ-აფხაზური ეპარქიის მმართველმა ვისარიონმა. "ქართულ-აფხაზური ომის დასრულების შემდეგ ჩვენ, აფხაზეთის მართლმადიდებელი მღვდლები, არაერთხელ ვაცხადებდით ჩვენს შესახებ და მიცმართავდით უმაღლეს მართლმადიდებლურ ინსტანციებს, მაგრამ ისინი დუმდნენ, რადგანაც არ სურდათ ქართულ ეპარქიასთან ურთიერთობის გაფუჭება",- შეგვახსენა მან.

ვისარიონის განცხადება ეყრდნობა ყველა მღვდელთმსახურის გადაწყვეტილებას, ისინი შეკრიბნენ და იმსჯელეს ამ საკითხზე. "რადგანაც სოხუმ-აფხაზური ეპარქია 1943 წელს დამორჩილდა საქართველოს კათაკილოსს და აფხაზეთის ტერიტორია ძალისმიერი მეთოდებით მიუერთეს ქართულ ეკლესიას, ჩვენ ახლა შეგვიძლია გამოვაცხადოთ დმაოუკიდებლობა".

ვისარიონმა განაცხადა, რომ ავტოკეფალიის აღდგენაში დახმარებისთვის ის რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას იმართავდა, თუმცა ამ უკანასკნელის პოზიცია კარგად ცნობილია. ის მხარს უჭერს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის კანონიკურ საზღვრებს, რაშიც აფხაზეთიც და სამხრეთ ოსეთიც შედის, "თუმცა რეალურად ქართული ეკლესიას ამ ტერიტორიებზე არ არის". სამი დღის წინ განაცხადა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ეკლესიურ კავშირთა ხელმძღ[ანელმა არქიეპისკოპოსმა ილარიონმა.

სამხრეთ ოსეთში ამ სიტყვებმა აღშფოთება გამოიწვია. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის რწმუნებულმა რელიგიურ საკითხებში სონია ხუბაევამ განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთი აღიარებულია სახელმწიფოებრიობის ყველა ატრბუტით, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას უფლება აქვს ჰქონდეს ნაციონალური ეკლესია.

როგორც უკვე ვწერდით, არავინ აღიარებდა სამხრეთ ოსეთის ეკლესიის დამოუკიდებლობას. თუმცა სექტემბრის დასაწყისში ოსმა მღვდლებმა მიიღეს მოულოდნელი მხარდაჭერა ჩეხეთიდან. ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებლური ეკლესიის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის ეკლესია არის სრულუფლებიანი მემკვიდრე ალანიის ეპარქიია, რომელიც ადრე ორივე ოსეთის ტერიტორიაზე არსებობდა. ის პირდაპირ ექვმდებარებოდა კონსტანტინოპოლის პატრიარქს. ეს განცხადება გააკეთა პატრიარქმა ქრისტოსფორმა, რომელმაც არც პოლიტიკური განცხადებებისგან შეიკავა თავი და განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთი არასოდეს არ შედიოდა საქართველოს შემადგენლობაში.

ამ განცხადებას თბილისში მწვავე რეაგირება მოყვა. საქართველოს საპატრიარქოს პრეს-ცენტრის წარმომადგენელმა დავით შარაშენიძემ ეკლესიის სახელთ გაკიცხა მსგავსი გამონათქვამები. გაზეთებმა ივარაუდეს, რომ ქრისტოფოტი კრემლმა "დაარიგა". ასე რომ რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლები იძულებულები არიან ჩააქრონ საქართველოს რისხვა. კიდევ ერთხელ დაადასტურმა პატრიარქმა კირილემ, რომ სამხედრო კონფლიქტებს არ დაურღვევია ქართული და რუსული ეკლესიების ერთობა. რამდენიმე დღის წინ კი არქიეპისკოპოსმა ილარიონმა საკმაოდ დეტალურად ისაუბრა ამის შესახებ, რამაც სამხრეთ ოსეთის პროტესტი გამოიწვია. "ჩვენ ვთვლით, რომ პოლიტიკური საზღვრების შეცვლა აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ საჭიროა ეკლესიის კანონიკური საზღვრების შეცვლაც. ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის საფუძველი სხვა ეკლესიებთან მიმართებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერმა პოლიტიკურმა ცვლილებამ შეიძლება ეკლესიის გაყოფამდე მიგვიყვანოს",- განაცხადა ილარიონმა.

მის რეპლიკაში არაფერი ყოფილა ახალი. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია თავადაც გადის რუსეთის საზღვრებს გარეთ. მაგრამ ოსები თვლიან, რომ ქართული ეკლესიის ხელმძღვანელობას არ აქვს სამხრეთ ოსეთის ეკლესიაზე პატრონობის უფლება, რადგანაც მას ზედმეტად პოლიტიზირებული პოზიცია გააჩნია.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100