RSS
на русском en in english
24.01.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ვის შეიწყალებს პრეზიდენტი?

21.09.2009  |  09:07

4029.jpegქართველი პოლიციელები პრეზიდენტის სიამაყეა. ეკიპირება, ხელფასი, შსს-ს გამჭვირვალე (შუშის) შენობა, ახალი ციხე - პრინციპში ყველაფერი დასავლურ სტანდარტებს შეესაბამება. თავისი შელახული დემოკრატის იმიჯის აღდგენის იმედად მიხეილ სააკშვილი ახლახან ამნისტია გამოაცხადა. ამ დღეებში კი ცნობილი გახდა, რომ დაკავებულებმა გათავისუფლების უფლება მიიღეს. თუმცა ახლაან მომხდარმა ინციდენტმა, როდესაც დღისით მძარცველების დაკავებისას დაიჭრა ორი პოლიციეი და მოკლულია - ერთი, შეიძლება შეაფერხოს პოლიციური სტრუქტურების "ჰუმანიზაცია".

"ბანდიტი, რომელმაც პოლიციის ერთი თანამშრომელი მოკლა, ორი კი - დაჭრა, გასულ წელს შეწყალების შედეგად იყო გათავისუფლებული. მსჯავრდებულთა შეწყალება უნდა გაგრძელდეს, თუმცა ამ პროცესში კორექტივების შესვლის შემდეგ",- განაცხადა გუშინ მიხეილ სააკაშვილმა.

ის არ ფარავდა ემოციებს, რომლის ნაკლებობასაც არასოდეს განიცდის და ხაზს უსვამდა: "შეწყალებულთა ქცევების სტატისტიკა გათავისუფლების შემდეგ არც ისე დამაიმედებელია და იმას მოწმონს, რომ მხოლოდ მათი უმცირესი ნაწილი დგება სწორ გზაზე, დანარჩენები კი კვლავ საფრთხეს უქმნიან მოქალაქეებს".

ზუსტად რა იგულისხმა პრეზიდენტმა არავინ იცის და ჟურნალისტებსა და ექსპერტებს მარჩიელობა უწევთ.

თუკი კანონში ჩავიხედავთ, ქვეყნის კონსტიტუციაში ნათქვამია პრეზიდენტს იმ ადამიანების შეწყალების უფლება აქვს, რომლებიც გასამართლებულები არიან მსუბუქი დანაშაულის ჩადენის გამო, ნანობენ ამას და მიმართავენ სპეციალურ კომისიასა და საპატრიარქოს შეწყალების თხოვნით.

თუკი საქართველოს უახლეს ისტორიას გადავხედავთ ირკვევა: პრეზიდენტი შეწყალების გადაწყვეტილებას იღებს ან ახალი წლის პერიოდში, ან სამოქალაქო ან მართლმადიდებლური დღესასწაულის დღეებში. შეგახსენებთ, რომ ბოლო შეწყალება მოხდა 28 აგვისტოს, მარიამობას.

გაათავისუფლეს 169 დაკავებული. ამას გარდა, პრეზიდენტის განკარგულებით 69 მსჯავრდებულს შეუმცირეს ვადა. სულ შეწყალება შეეგო 238 ადამიანს. სექტემბერში ამ მექანიზმის შედეგად ციხეს კიდევ 400 ადამიანი დატოვებს.

ბოლო ამნისტიამ ქვეყანაში შიდა პოლიტიკური სიტუაცია გაამწვავა. გათავისუფლებულები არიან სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული პოლიციელები. მიუხედავად ოპოზიციის დიდი პროტესტისა პრეზიდენტის გადაწყვეტილება ძალაში დარჩა და ოთხმა პოლიციელმა ციხე დატოვა.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ არცერთი ამნისტია არ შეხებიათ პოლიტპატიმრებს. ასეთ ადამიანთა რიცხვი კი არის 13, მათ შორისაა ნორა კვიციანი (კოდორის ხეობაში პრეზიდენტის რწმუნებულის ემზარ კვიციანის და), ჯონი ჯიქია, რევაზ კლდიაშვილი, მაია თოფურია, თემურ ანთია, ომარ ქუცნაშვილი, მერაბ რატიშვილი და სხვები. 2009 წლის აპრილის ამნისტიის დრო, როდესაც აღდგომის დღესასწაულისთვის 400 ადამიანი შეიწყალეს, ოპოზიციამ მიმართა ხელისუფლებას თხოვნით, რომ გაეკეთებინა ხალხისკენ ნაბიჯი და გაეთავისუფლებინა ყველა პოლიტპატიმარი. თუმცა უშედეგოდ.

იგივე ისტორია მოხდა 2008 წლის დეკემბერში. მაშინ, ვარდების რევოლუციის ხუთწლიანი იუბილეის გამო, სააკაშვილმა გამოაცხადა ყველაზე მასშტაბური ამნისტია. ამიტომაც ბარბარობის დღესასწაულზე თავისუფლებაზე გამოვიდა 1280 ადამიანი. პოლიტპატიმრებს არც ეს ამნისტია არ შეხებიათ.

ოპოზიციონერებისა და საერთაშორისო ექსპერტების მტკიცების მიუხედავად ხელისუფლება უარყოფს ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას. იმის გარდა, რომ გისოსებს მიღმა რეჟიმის მოწინააღმდეგეები აღმოჩნდნენ, ვარდების რევოლუციის შემდეგ ციხეები გადავსებულია. სამართალდამცავები მხოლოდ აღნიშნავენ: 2003 წელს საქართველოს ხელისუფლებაში სააკაშვილის მოსვლის შემდეგ რესპუბლიკის ციხეებში პატიმართა რიცხვი 2,5-ჯერ გაიზარდა: 6274-დან 15432-მდე.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100