RSS
на русском en in english
29.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

საქართველოს დსთ-დან გამოსვლამ შედეგი გამოიღო

21.09.2009  |  09:24

4030.jpegრუსეთმა აკრძალა ამ ქვეყნის მოქალაქეების შესვლა აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრიდან:ახლა ქართველებმა რუსეთში მოსახვედრად ან თვითმფრინავით უნდა იფრინონ, ან შავი ზღვით იცურონ. მართალია მატარებლითა და ავტოტრანსპორტით მგზავრობა არც აქამდე ყოფილა პოპულარული საქართველოს მოქალაქეებს შორის, ამ საკითხით უკმაყოფილება უკვე გამოთქვეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და ქართველმა აზერბაიჯანელებმა.

დაიხურა ერთ-ერთი შემოვლითი გზა, რომლის გავლითაც ქართველები ხვდებოდნენ რუსეთში მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიაკავშირი გაუქმდა. რუსეთმა სისრულეში მოიყვანა კანონი, რომელშიც საუბარია, რომ მხოლოდ დსთ-ს წევრი ქვეყნების მოქალაქეებს შეუძლიათ რუსეთ-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის გადაკვეთა. საქართველომ კი ერთი თვის წინ ნებაყოფლობით დატოვა თანამეგობრობა.

თბილისმა კი გადაწყვიტა ძალაში დაეტოვებინა დაახლოებით 70 ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებები, რომლებიც დსთ-ს ფარგლებში დაიდო. ზოგიერთი მოლაპარაკების ხელმეორედ დადებაზეც კი არის საქართველო მზად. თუმცა რუსეთის შიდა ნორმატიული აქტები ასეთ დოკუმენტებში არ შედის - ქვეყნებს შორის არ არის დიპლომატიური კავშირი. თუმცა თეორიულად მოსკოვს თბილისის თხოვნით შეეძლო გამონაკისის დაშვება. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ტყუილად არ არის მითითებული, რომ "მოგვიანებით შეტანილი ცვლილელების გათვალისწინებით, ამჟამად გადაადგილება დაშვებულია აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და ბალტიისპირეთის ქვეყნების მოქალაქეებისთვის" იმავე აზერბაიჯანული საზღვრით. სულ სხვა საქმეა, რომ თბილისი არ არის მზად დათმობებზე წასასვლელად, ამიტომაც არაფრის თხოვნას არ აპირებს.

რუსეთის დადგენილება თავის დროზე იმისთვის შემოიღეს, რომ დაეწესებინათ ჩრდილოეთ კავკასიაში უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების ქვეყანაში შესვლაზე,იარაღისა და დივერსიის საშუალებების შეტანაზე ფილტრი. ახლა ეს საფრთხე კი არ შემცირდა, არამედ კიდევ უფრო გაიზარდა. რუსეთის სამხრეთ რესპუბლიკებში ყოველდღე ტერაქტები ხდება, ასე რომ ამ დადგენილების გაუქმებაზე საუბარიც კი ზედმეტია.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნებს დიპლომატიური კავშირი არ აქვთ, დიპლომატებს საკმაოდ ინტენსიურ რითმში აქვთ მიმოწერა. თბილისში კოლეგების გულწრფელობაში ეჭვი შეიტანეს და გაკიცხეს აკრძალვა. "საქართველოსა და რუსეთს შორის მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ რუსეთის მიერ განცხადების შემდეგ, რაც ხშირად ხდება ხოლმე. ზემოთ ხსენებული აკრძალვა სრულიად საწინააღმდეგოს მეტყველებს",- წერს საქართველოს საგარეო უწყება. დაახოებით იგივენაირად გამოთქვამდნენ მანამდე აზრს რუსი დიპლომატები, როდესაც ქართულ ხელისუფლებას თბილისის ოფისის ხელმძღვანელის დევნაში ადანაშაულებდნენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ "რუსეთის მოქალაქეებს შეეძლოთ და ახლაც შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე მოხვედრა ლეგიტიმური საკონკტროლო-გამშვები პუნქტების გავლით, ყოველგვარი დაბრკოლებებისა და ხელოვნური გართულებების გარეშე". ბოლოს კი აღნიშნავენ: "როდესაც მოსკოვი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსული ენის გავრცელების არეალი თანდათან მცირდება, აზრიანი იქნებოდა ამის მიზეზის საკუთარ თავსა და ქმედებებში ძიება".

საეჭვოა აზერბაიჯანული საზღვრის გადაკვეთის საკითხი მოქმედებდეს ენობრივ პროცესებზე, მაგრამ კავკასიაში სავაჭრო ნაკადის შეცვლა მას ნამდვილად შეუძლია. ტყუილად არ შეაშფოთა რუსეთის განცხადებამ პირველ რიგში აზერბაიჯანელები. "აზერბაიჯანელები საქართველოში ამ სიახლეს დიდი შეწუხებით შეხვდნენ, ადგანაც რუსეთში ისინი სახმელეთო საზღვრით გადადიოდნენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბოლო განცხადება კი კიევ უფრო მეტად უწყობს ხელს საქართველოს მიერ აზერბაიჯანელების შევიწროვებას",- აცხადებდა ალიბალა ასკეროვი, საქართველოში აზერბაიჯანელების მოძრაობის "ჰეირატი" წარმომადგენელი. ის თვლის, რომ ამ აკრძალვის შემდეგ შეწყდება ქართველი აზერბაიჯანელების კავშირი რუსეთში მყოფ ნათესავებთან. მისი თქმით, აზერბაიჯანელების უმეტესობას არ აქვს მატერიალური საშუალება, რომ რუსეთში ჩასასვლელად თვითმფრინავით იმგზავროს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100