RSS
на русском en in english
22.10.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ბორის ბერეზოვსკი: საქართველო მე არ მაინტერესებს. ამის უნდა გვჯეროდეს თუ არა?

22.09.2009  |  17:07

4050.jpegუქმე დღეების განმავლობაში, ქართველი პოლიტიკოსები იმასთან დაკავშირებით ღელავდნენ, რომ 11 სექტემბერს თბილისში, შერისხული რუსი ოლიგარქი ბორის ბერეზოვკი იყო ჩამობრძანებული. GeorgiaTimes-ის კორესპონდენტი ლეიბორისტული პარტიიის ერთერთ ლიდერს - კაახა ძაგანიას დაუკავშირდა, რომლემაც დაადასტურა ბორის აბრამოვიჩის ვიზიტი. ჩვენ ასევე შევძელით ბორის ბერეზოვსკისთან დაკავშირება და რიგი შეკითხვები დავუსვით მას.

20 სექტემბერს ლეიბორისტების ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ძაგანიამ შეატყობინა ქართველ ჟურნალისტებს, რომ საქართველოში საიდუმლოდ ჩამობრძანებული ოლიგარქი ბორის ბერეზოვსკი, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. საქართველოს შსს-მ მაშინათვე უარყო თბილისში ბორის აბრამოვიჩის საიდუმლო ვიზიტის და მის მიერ მეგობის - ბადრი პატარკაციშვილის საფლავის მონახულების შესახებ ინფორმაცია. მის დასაფლავებაზე ბორის ბერეზოვსკი ვერ მოხვდა: ხელისუფლებამ მაშინ უარი უთხრა მას ვიზის გაცემაზე. რამ აიძულა ოფიციალური თბილისი დღეს შეეცვლალ საკუთარი პოზიცია?

კახა ძაგანია GeorgiaTimes-ის კორესპონდენტთან საუბრისას ამტკიცებს, რომ საქართველოს ხელისუფლებისათვის დამახასიათებელია ფულისა და ძალაუფლებისადმი მისწრაფება. ამიტომაც ამასწინანდელი მტრები, თავისუფლად შეიძლება მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ. „ჩვენი ინფორმაციით 11 სექტემბერს ბერეზოვსკი საიდუმლოდ ჩამოვიდა საქართველოში. შეხვდა პრეზიდენტს. მოინახულა გარდაცვლილი ბადრი პატარკაციშვილის საფლავი ( ის საკუთარი რეზიდენციის ეზოშია დასაფლავებული, ადრინდელი რიტუალების სასახლე). პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე - გივი თარგამაძესთან ერთად",- კვლავ გაუმეორა ჩვენს კორესპონდენტს ძაგანიამ საკუთარი ინფორმაცია.

„ჩვენთვის საინტერესოა: როდის ამბობს ხელისუფლება სიმართლეს - როდესაც ამტკიცებს, რომ პატარკაციშვილი და ბერეზოვსკი ერთად სახელმწიდფო გადატრიალებას ამზადებდნენ. თუ მაშინ როდესაც აწარმოებენ საიდუმლო მოლაპაეაკებებს". მისი აზრით სააკაშვილსა და ბერეზოვსკის შორის საიდუმლო შეთნხმება შედგა.

GeorgiaTimes-ი დაინტერესდა : თუ რის შესახებ შეეძლოთ მოლაპარაკების მიღწევა სააკაშვილს და ბერეზოვსკის. „ვფიქრობ, - განაცხადა ჩვენმა თანამოსაუბრემ, - რომ საუბარი ტელეკომპანია „იმედს" შეეხო. სააკაშვილმა „იმედი" ბადრის ქვრივს და ოპოზიციას წაართვა. ამჟამად მათ სურთ ბოლომდე გაანადგურონ პატარკაციშვილის ქონება".

როგორც ცნობილია, 2007 წლის ბოლოს ეს ტელეარხი დარბეული იქნა სპეც რაზმის მიერ, რათა მეპატრონეს ჭკუა ესწავლა და აღარ გაეკეთებინა ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადებები. სიკვდილამდე რამოდენიმე თვით ადრე, ბიზნესმენი აქტიურად ჩაერთო პოლიტიკაში, განცხადება გააკეტა თბილისში ოპოზიციური პარტიის დაარსების შესახებ და საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა დააყენა. ოფიციალური თბილისის მას სახელმწიფო გადატრიალების მზადებაში ადანაშაულებდა. უცხოელი პოლიტიკოსების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების დაჟინებული რეკომენდაციების შემდეგ „იმედის" მაუწყებლობის ლიცენზია აღდგენილი იქნა, ქონებას კი ყადაღა აეხსნა. თუმცა არხის ფორმატი შეიცვალა: ოპოზიციური და საერთოდაც პოლიტიუკური გადაცემები ეთერში აღარ გადის.

ხელისუფლება ამას მეპატრონის შეცვლით ხსნის

ჯერ კიდევ 2008 წლის დასაწყისში მოსალოდნელი იყო, რომ „იმედი" ინნა გუდვაძეს დაუბრუნდებოდა, ბადრი პატარკციშვილის ქვრივს. თუმცა ტელეკომპანიზე საკუთარი უფლებები წამოაყენა, გარდაცვლილი ოლიგარქის ბიძაშვილმა, ა.შ.შ-ს მოქალაქე ჯოზეფ ქეიმ. ოპოზიციის და ოჯახის წარმომადგენლებმა ჯოზეფ ქეის თაღლითობაში და ყალბი დოკუმენტებით სარგებლობაში დასდეს ბრალი. მათი აზრით, ის საქართველოს ხელისუფლებასთან შემთქმული იყო და მათ ინტერესებში მოქმედებდა, ანუ იმით იყო დაინტერესებული, რომ ტელეარხისთვის ოპოზიციური მიმართულება დაეკარგინებინა. ამა წლის თებერვალში ტელეკომპანია და რადიო „იმედი", ასევე კომპანია „ტექნომედია" არაბული ჰოლდინგის RAK Investment Authority (RAKIA)-ას ხელში გადავიდა.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100