RSS
на русском en in english
21.07.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

უკრაინა ხელს იბანს

24.09.2009  |  10:20

4075.jpegუკრაინელი სპეციალისტები, რომლებიც საქართველოს საბრძოლო ტექნიკას ემსახურებოდნენ გასული წლის აგვისტოში, საწარმოოებიდან გაათავისუფლეს. თავდ მუშაკები ამტკიცებენ, რომ მხოლოდ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების „საგარანტიო მომსახურებას" ახორციელებდნენ. ანუ რუსეთის გენრეალური პროკურატურის ერთერთი ბრალდება გამართლდა. არა და კიევს სასტიკად არ სურს საკუთარი რეპუტაციის შელახვა, დასავლეთის თვალში.

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება: გასული წლის აგვისტოში საქართველოში საომარ მოქმედებებში უკრაინელთა მონაწილეობის შესახებ. მიუხედავად ამ ფაქტის სატიკი უარყოფისა პრეზიდენტ ვქტორ იუშჩენკოსა და გენერალური შტაბის მიერ, რუსეთის გენპროკურატურის ზოგიერთი მასალა უკვე დადასტურდა.

შეგახსენებთ, აგვისტოს ბოლოს რუსეთის პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტმა განცხადა, რომ აქვს მტკიცებულებები, საქართველოს შეიარაღებული ფორმიერებების მხარეს უკრაინის ნაციონალური ორგანიზაციის უნა-უნსოს წევრების და უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების, საომარ მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ.

გასულ კვირას უკრაინულ გაზეთ „სეგოდნიას" წყარომ უკრაინის გენპროკურატურიდან დაადასტურა, რომ უკრაინელი სპეციალისტები ემსახურებოდნენ ქართული არმიის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს საქართველო-სამხრეთ ოსეთის ომის დროს გასული წლის აგვისტოში. „უკრაინამ არა მარტო მიყიდა საქართველოს დაბალ ფასში საზენიტი სარაკეტო კომპლექსი „ბუკ-მ1", არამედ წარგზავნა კიდევაც იქ სპეციალისტების ჯგუფი ხარკოვის რაიონის ქალაქ ბალკლაიდან, რომლებიც ემსახურებოდნენ ამ კომპლექსებს და რომელთა საშუალებითაც ქართველები ესროდნენ რუსულ სამხედრო თვითმფრინავებს"- შეტყობინა თანამოსაუბრემ გაზეთს. მან დააზუსტა, რომ ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ: ვალერი კაბანეცი, დიმიტრი პოლიპჩუკი, ვლადიმერ პონომარენკო და კიდევ რამდენიმე ადამიანი. ისინი საქართველოში 5 მაისიდან 13 აგვისტომდე იმყოფებოდნენ, ანუ სამხრეთ ოსეთში შეირაღებული კონფლიქტის დაწყებამდე, მის დროს და მას მერე. ყოველი მათგანი უარყოფს საომარ მოქმედებებში მონაწილეობას.

წყარომ პროკურატურიდან, აღნიშნა, რომ საგამოძიებო ჯგუფის მუშაობას ხელს უშლიან, მაგრამ ამის მიუხედავად მათ დაადგინეს, რომ საზენიტო სარაკეტო კომპლექსები და ასევე სხვა იარაღი და საომარი ტექნიკა საქართველოს გადაეცემოდა რელურზე გაცილებით ნაკლებ ფასად. ამასობაში გენპროკურორის ალექსანდრე მედვედკოს გადაწყვეტილებას, საქართველოში უკრაინელების საომარ მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ, 10 სისხლის სამართლი ფაქტთან დაკავშირებით ელოდებიან.

„სეგოდნიას" ჟურნალისტები ბალაკლეიაში ჩავიდნენ და ერთერთ ეჭვმიტანილს ვალდირემ კაბანცომს შეხვდნენ. ის შეეცადა არ ესაუბრა ამ თემაზე:"ყველა შეკითხვა ქარხანასთან, სწორედ რომელმაც გამაგზავნა მე მივლინებაში. რა საომარი მოქმედებები? მე უბრალო ხარატი ვარ! ჩვენ წასულები ვიყავით ტექნიკის საგარანტიო მომსახურებისათვის, რომელიც ქართველებმა იყიდეს",- განაცხადა მან. რუსი გამომძიებლები კი ვარაუდობენ, რომ უკრაინელი სპეციალისტები ხელმძღვანელობდნენ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების მუშაობას, ხსენებული კონფლიქტის დროს.

კაბანეცი ამტკიცებს, რომ რვა აგვისტოს უკრაინელების მთელი ჯგუფი სასტუმროში ჩაკეტეს და იქიდან მათ ხუთი დღე ცხვირი არ გამოუყვიათ. „ჩვენ მხოლოდ მაშინ გავფრინდით, როდესაც განსაკუთრებულ სიტუაციათა სამინიტროს თვითმფრინავმა ჩამოაკითხა უკრაინის მოქალაქეებს. 13 აგვისტოს მე უკვე სახლში ვიყავი".- დაასკვნა „ბალაკლეის სარემონტო ქარხნის" თანამშრომელმა. მაგრამ აქ სხვა საოცრებაც არის. როდესაც სპეციალლისტები დაბრუნდნენ, მრავალი მათგანი გაათავისუფლეს სამსახურიდან. კაბანეცსაც უარი უთხრეს შრომითი ხელსეკრულების გაგრძელებაზე. რატომ?

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100