RSS
на русском en in english
20.09.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ბერეზოვსკი თბილისიდან საინფორმაციო ომს უცხადებს მოსკოვს

24.09.2009  |  23:03

4083.jpegსაქართველოში კვირი დასაწყისიდან მკითხაობენ: იყო თუ არა შერისხული რუსი ოლიგარქი ბორის ბერეზოვსკი თბილისში. და თუ კი იყო, რას აკეთებდა? ბოლოს და ბოლოს პირველი პასუხებიც გამოჩნდა. პატარკაციშვილის ოჯახმა დაადასტურა: ბორის აბრამოვიჩი ბადრის საფლავზე იყო მისული. არსებობს ვერსია, რომ „იმედის" დახმარებით ოლიგარქს სურს, ანტირუსულ ძალებს დაუჭიროს მხარი ჩრდილოეთ კავკასიაში.

ბერეზოვსკის თბილისში ვიზიტის შესახებ 11 სექტემბერს საქართველოს საზოგადოებას ლეიბორისტმა კახა ძაგანიამ განუცხადა. შსს-მ მაშინათვე უარყო ინფორმაცია ბორის ბერეზოვსკის საიდუმლო ვიზიტის შესახებ დედაქალაქში.

ჟურნალისტების კითხვებს - იყო თუ არა ის საქართველოში - ბორის აბრამოვიჩი ირიბად პასუხობდა და თანაც დასძინა, რომ გასაგები მიზეზების გამო, საერთოდ არ აკეთებს კომენტარს მსოფლიოში საკუთარი გადაადგილების შესახებ, ყველგანმყოფი რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის გამო. GeorgiaTimes -ის კორესპონდენტისათვის მიცემულ ინტერვიუში ბერეზოვსკიმ განაცხადა, რომ „საქართველოში საკუთარი მუშაობის პერსპექტივებს ვერ ხედავს". მაგრამ დღევანდელი ინფორმცია საპირისპიროს ასაბუთებს.

პირველ რიგში, ბერეზოვსკის თბილისში ვიზტის შესახებ ინფორმაცია დადასტურდა. შემდეგ, დასაბუთდა კახა ძაგანიას მიერ გამოთქმული ვერსიაც - ბერეზოვსკი ტელეკომპანია „იმედითაა" დაინტერესებული, რომლის მფლობელიც ადრე ბადრი პატარკაციშვილი იყო. მისი იდუმალი გარდაცვალების შემდეგ მედია აქტივები, ვინმე ჯოზეფ კეის ხელში გადავიდა, რომელსაც ოპოზიცია ხელსიუფლების ინტერესებში მმოქმედ ადამიანად თვლის. თავის მხრივ ბერეზოვსკიმ განაცხადა, რომ პატარკაციშვილის ქონების ნახევრის მემკვიდრეა და შესაბამისი სასამართლო საჩივარი შეიტანა.

რაც შეეხება ბორის ბერეზოვსკის ვიზიტს საქართველოს დედაქალაქში, პატარკაციშვილის ოჯახმა ბოლოს და ბოლოს აღიარა, რომ მან ნამდვილად მოინახულა ბადრის საფლავი, რომელიც როდესაღაც მისი მეგობარი და ბიზნეს პარტნიორი იყო. გარდაცვლილი ბიზნესმენის ოჯახის ინფორმაციით, ბერეზოვსკი საქართველოში 11-12 სექტემბერს იმყოფებოდა. იტყობინება GHN.

„საქართველოს საზოგადოებაში არსებული ინფორმაცია, თბილისში ბორის ბერეზოვსკის ვიზიტთან დაკავშირებით, აფსოლუტურად საწინააღმდეგოა ოფიციალური წყაროებით გავრცელებული ინფორმაციისა. პატარკაციშვილის ოჯახი სავალდებულოდ თვლის განაცხადოს: რომ ჩვენ გვაქვს ეჭვშეუტანელი მტკიცებულებები იმისა, რომ აღნიშნული ვიზიტი განხორციელდა 2009 წლის 11დაბ-12 სექტემბრის ღამეს",- ნათქვამია პატარკაციშვილის ოჯახის პრესცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. იქვეა აღნიშნული, რომ ბერეზოვსკის ვიზიტი დააფიქსირეს გარე-სათვალთვალო კამერებმა. ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი აღნიშნავს, რომ ეს ვიზტი არ იყო მათთან შეთანხმებული.

რაში დასჭირდა ხელსიუფლებას საიდუმლო შეხვედრა ბერეზოვსკისთან - ჯერ არ არის ნათელი. ადრე ხომ მას, ბადრი პატარკაციშვილთან ერთად ქართული ოპოზიციის დაფინანსებასა და სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში ადანაშაულებდნენ. ბადრო პატარკაციშვილის დასაფლავებაზეც კი, საქართველოს მთავრობამ უარი უთხრა ბორის აბრამოვიჩს ვიზის გაცემაზე.

როდესაც „ვარდების რევოლუციის" შემდეგ ბერეზოვსკი თბილისში მეუღლესთან ერთად ჩამოფრინდა, მაშინ მან სერიოზულად „დაძაბა" ახალი ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტი. საქართველოს გენპროკურატურამ საქმეც კი აღძრა, ვინაიდან მესაზღვრეების სამსახურეობრივ ხალვათობაში შეეპარათ ეჭვი, რომლებმაც შეუფერხებლად შემოუშვეს ქვეყანაში რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ საერთაშორისო ძებნაში გამოცხადებული ადამიანი.

მართალია, მაშინ ის პლატონ ელენინის სახელით იყო ჩამოსული. მაგრამ ამას მერე თბილისისა და მოსკოვის ურთიერთობები გამწვავდა და ბორის აბრამოვიჩმა უფრო ხშირად დაიწყო საქართველოში სიარული, უკვე საკუთარი სახელით. მან ტელეკომპანია „იმედსაც" კი მისცა ინტერვიუ, რომლი მეპატრინეც ბადრი პატარკაციშვილი იყო. ძირითადად ამ ინტერვიუში მან მკვეთრად გააკრიტიკა რუსეთის ხელმძღვანელობა, განაცხადა რომ არ დაუკარგავს ინტერესი პოლიტიკისადმი და იწინასწარმეტყველა, რომ მიხეილ სააკაშვილი ისტორიაში შევა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100