RSS
на русском en in english
28.07.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

მედვედევის საუბარი სააკაშვილთან. თავაზიანობის ვირტუალური გაცვლა-გამოცვლა

28.09.2009  |  09:46

4103.jpegგასული კვირის ბოლოს რუსეთისა და საქართველოს ლიდერებს შორის შედგა ერთგვარი ვირტუალური "თავაზიანობის გაცვლა-გამოცვლა". მიხეილ სააკაშვილმა კვლავ წამოაყენა საკუთარი სხეულის ერთ-ერთი ნაწილის მსხვერპლად გაღების წინადადება. დიმიტრი მედვედევმა კი მეორე დღეს აღნიშნა, რომ არ აპირებს სააკაშვილთან რაიმე საქმის ქონას.

რუსეთისა და საქართველოს ლიდერები ერთმანეთის მიმართ პირად ზიზღს განიცდიან, ამას ისინი არც მალავენ. რადგანაც 2008 წლის აგვისტოს მერე, პირისპირ საუბარი კი არა, მათ შორის რაიმე დიალოგის გამართვაც კი არარეალურია, ისინი თავაზიანობას ვირტუალურად ცვლიდნენ. თუმცა მათი დამსწრე მთეი საერთაშორისო საზოგადოება იყო. ყველაგერი დაიწყო ნიუ იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 64-ე სხდომაზე.

მანამდე უკვე დიდი ხნით ადრე ჟურნალისტები მარჩიელობდნენ: შეხვდებიან თუ არა იქ სააკაშვილი და მედვედევი ერთმანეთს? იქნებ მართლაც პირისპირ ისაუბრონ, იმედი ჰქონდათ მათ. ასეთი შეხვედრა არ არის გათვალისწინებული, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გააქარწყლა ჭორები. მიუხედავად იმისა, რომ გენერალურ ასამბლეაზე უფრო მნიშვნელოვანი და გლობალური პრობლემები განიხილებოდა, ვიდრე რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობებია, მოსკოვმა და თბილისმა მაინც არ აუარეს გვერდი ურთიერთდადანაშაულებებს.

რუსეთი მომავალშიც დაკავებული იქნება რეგიონალური პრობლემების გადაჭრით, უმტკიცებდა სხდომის მონაწილეებს დიმიტრი მედვედევი. "აქ ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ძალის მეშვეობით შეიძლება სიტუაციის გამწვავება, რაც საქართველოს ხელისუფლების შარშანდელმა ნაბიჯმაც დაამტკიცა. მაშინ, გასული წლის აგვისტოში, ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით სიტუაციასთან, როდესაც ლოკალური შეიარაღებული კონფლიქტი შეიძლებოდა მასშტაბურ ომში გადაზრდილიყო",- შეგვახსენა მან.

რუსეთის ლიდერის აზრი, კოლექტიური უსაფრთხოების სისტემა ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ უპასუხისმგებლო რეჟიმებს არანაირი შესაძლებლობა არ ჰქონდეთ იმისა, რომ ერთმანეთს გადაკიდონ სხვა ქვეყნები. სულ ეს იყო, რაც საქართველოს ეხებოდა. დანარჩენი დრო კი დაეთმო ძირითადად ბირთვულ იარაღს, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებს და ირანს.

ქართულმა დელეგაციამ რუსი კოლეგის გამოსვლას ბოიკოტი გამოუცხადა. თავისი გამოსვლა კი მიხეილ სააკაშვილმა ძირითადად რუსეთს მიუძღვნა. რა თქმა უნდა, დაადანაშაულა გასული წლის აგვისტოში აგრესორობაში. ასევე განაცხადა, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიაზე ახალი "ბერლინის კედლის" აშენება სურს. აღნიშნუალია, თუმცა, რომ სააკაშვილი პირდაპირ მინიშნებებს არ აკეთებდა. ამის მაგივრად ის საუბრობდა "გარეშე ძალებსა" და "მათზე". აფხაზეთის დამოუკიდებლობის თაობაზე უკმაყოფილების გამოთქმისას, ის რესპუბლიკას ქართული ცივილიზაციის აკვანს უწოდებდა.

მოკლედ, უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე მსოფლიო მალე იცვლება. ერთი წლის შემდეგ კი საქართველოში მიმდინარე მოვლენები სულაც აღარ არის საერთაშორისო საზოგადოების განხილვის მთავარი თემა. თელიავინის მომზადებული მოხსენება შეიძლება საერთოდაც აღარ გაავრცელონ. ერთ-ერთი ვერსიით, ევროპელები საქართველოს აგრესორს უწოდებენ, რუსეთს კი ამ აგრესიის პროვოცირებაში ადანაშაულებენ. თუმცა, დეტალების გარკვევამ შეიძლება დაპირისპირების კიდევ ერთი ტალღა გამოიწვიოს, ამიტომაც რჩება უბრალოდ დუმილის შენარჩუნების სურვილი.

მაგრამ არც მოსკოვსა და არც თბილისში დუმილს არ აპირებენ. ნიუ-იორკში ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრისას ემოციურმა სააკაშვილმა კვლავ შეუტია რუსეთს, როდესაც განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ ბევრ დამპყრობელს გაუძლო - "შაჰ აბასიდან დაწყებული, პუტინით დამთავრებული". მან პუტინს საკუთარი სხეულის ერთ-ერთი ნაწილიც კი შესთავაზა აფხაზეთის სანაცვლოდ.

მთელი ინტრიგა იმაშია, რომ ფრანგულმა Le Nouvel Observateur, 12 აგვისტოს კრემლში ნიკოლა სარკოზის, დიმიტრი მედვედევის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის კომენტირებისას მოიყვანა რიგი გამონათქვამები, რომლებიც ვთომდა რუსეთის პრემიერმა სააკაშვილის მისამართით გამოიყენა:"...კვერცხებით დავკიდებ...რატომაც არა? ამერიკელებმა ხომ დაკიდეს ჰუსეინი." პრემიერის პრეს-სამსახურს ამ წინადადების უარსაყოფად გამოსვლაც კი მოუწია. თუმცა, როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილს მოეწონა ეს გამონათქვამი.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100