RSS
на русском en in english
26.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

დაუშვებენ თუ არა არჩევნებზე ქართველ ემიგრანტებს?

30.09.2009  |  09:50

4129.jpegსააკაშვილმა ნიუ-იორკში ემიგრანტებთან შეხვედრისას, ორმაგი მოქალაქეობის მიღების პროცედურის გამარტივების პირობა დადო. შესძლებს ის დაპირების შესრულებას? ამ შემთხვევაში, ხომ საქართველოს მოქალაქეობის მიღებას ნახევარი მილიონი რუსეთში მცხოვრები ქართველიც შესძლებს. რამდენად სასურველია ამჟამინდეელი ხელისუფლებისათვის ამ ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობა? GeorgiaTimes-ის კორესპონდენტი ამ თემაზე უფლებათადმაცველსა და იურისტ გელა ნიკოლეიშვილს ესაუბრა.

მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა ინიციატივით, ყველა ქართველს ტოლფასი უფლებები მიენიჭოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად და ყველა დონეზე პოლიტიკური მოღვაწეობისათვის, დაბადების ადგილის მიუხედავად ( როგორც ამას მოითხოვს ქვეყნის მმოქმედი კონსტიტუცია) 2009 წლის ივლისში. „მათი ბრალი არ არის, რომ ისინი საქართველოში არ დაიბადნენ. მათი მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში, არ უნდა იყოს შეზღუდული. ეს არადემოკრატიულია და ეს არ შედის ჩვენი ნაციის ინტერესებში". - განაცხადა მან, იტყობინება რია ნოვოსტი.

„ჩემი ამოცანაა - დავაბრუნო აშშ-ში მცხოვრები ქართველები სამშობლოში. ზოგიერთი მათგანი ფიზიკურად დაბრუნდება და ისინი სამსახურით უნდა უზრუნველვყოთ, რათა ემსახურონ სამშობლოს. დანარჩენებს კი, უნდა მივანიჭოთ საქართველოს მოქალაქეობა". - განაცხადა სააკაშვილმა ატლანტის ჯორჯიას შტატის ქართულ დიასპორასთან შეხვედრისას.

უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი მოწოდება თანამემამულეების მიმართ პრეზიდენტის მხრიდან პირველად არ გაჟღერდა. 2006 წელს მიხეილ სააკაშვილმა, უკვე გააკეთა ამგვარი მიმართვა. მაშინ მან საქართველოს მოქალაქეებს და რუსეთში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს მიმართა წინადადებით, დაბრუნდნენ სამშობლოში და ყოველგვარი დახმარების აღმოჩენა აღუთქვა მათ. „ ეს არამარტო ეთნიკურ ქართველებს ეხება, არამდე სხვა ნაციონალობის იმ წარმომადგენლებსაც, რომელთაც ქონდათ ან აქვთ საქართველოს მოქალაქეობა". - განაცხადა სააკაშვილმა.

„თქვენ დატოვეთ თქვენი ქვეყანა, საქართველოს ძნელბედობის დროს. ახლა საქართველო შეიცვალა და თქვენ, ჩვენ ძალიან გვჭირდებით. ჩვენ აფხაზეთში დასაბრუნებლად ვემზადებით და თქვენი დახმარება გვჭირდება ქვეყნის აღმშენებლობაში",- სააკაშვილის ციტირებას ახდენს რია ნოვოსტი.

მან აღნიშნა, რომ არანაირი დაბრკოლება არ შეექმნება რუსეთის მოქალაქეობის მქონე ეთნიკურ ქართველს, საქართველოს მოქალაქეობის მიღებისას. „ჩვენი კანონმდებლობით, ადამიანებს შეუძლიათ ქონდეთ ორმაგი მოქალაქეობა",- აღნიშნა სააკაშვილმა. მან, საქართველოში მცხოვრებ რუსებსაც მიმართა და თქვა, რომ ისინი არსად არ უნდა წავიდნენ ქვეყნიდან, ვინაიდან საქართველო მათი სამშობლოა. „საქართველო - თქვენი სამშობლოა, თქვენ აქ დაიბადეთ და აქ უნდა იცხოვროთ", განაცხადა პრეზიდენტმა. სააკაშვილმა მაშინ საქართველოში დისლოცირებული რუსი სამხდროების ოჯახებსაც კი შესთავაზა, ქვეყნაში დარჩენა და მოქალაქეობის მინიჭება.

მაშინ პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართვამ რუსეთთან ურთიერთობების, ერთერთი გამწვავების ფონზე გაიჟღერა. თბილისში ტერორიზმისა და შპიონაჟის ბრალდებით რუსი ოფიცრები დააკავეს. ამის საპასუხოდ რუსეთმა სატრანსპორტო ბლოკადა შემოიღო და ასობით ქართველი უკანონო მიგრანტი გამოადეპორტა.

მას მერე ურთიერთობები მოსკოვსა და თბილისს შორის, მხოლოდ და მხოლოდ გაუარესდა. მიგრანტები არ აპირებენ დენთის კასრივით ქვეყნაში დაბრუნებას. ამასთან ერთად უნდა ვაღიაროთ, რომ უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში დაფუძნებული ემიგრანტების მონაწილეობამ არჩევნებში, სრულიად შესაძლებელია დაარღვიოს ქართველი და დასავლელი პოლიტიკოსების გათვლები თუ პროგნოზები. საკმარისია გავიხსენოთ რომ, აშშ-ში ქართული დიასპორის გარდა, მილიონ ნახევარი ქართველი ცხოვრობს რუსეთში.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100