RSS
на русском en in english
25.03.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

რუსულ-ქართული შეუთავსებლობა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში

30.09.2009  |  09:52

4130.jpeg„ომი საქართველოსა და რუსეთს შორის: ერთი წლის შემდეგ"- დღეს, ამ სათაურის მოქნე მოხსენება დგას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის დღის წესრიგში. დოკუმენტთან დაკავშირებული განხილვა და გადაწყვეტილება, პრელუდიად იქცევა - ხელახლა აღმოცენებული სკანდალის წინ, ევროკავშირის საპარლამენტო ასამბლეაში რუსებისათვის ხმის ჩამორთმევის შესახებ, ქართველების მიერ შარშანდელი რეზოლუციის აღდგენასთან დაკავშირებით. ასამბლეამ ვერა და ვერ მოხერხა, მოქიშპე ქვეყნების დაზავების ადგილად იქცეს. ხვალ, რუსულ-ქართულ ურთიერთობებში სრულ სინათლეს შემოიტანს, სამხრეთ ოსეთის ომის მიზეზების გამოძიების კომისიის მოხსენების პუბლიკაცია.

სტრასბურგში შეკრებილი პარლამენტარები ევროპული ქვეყნებიდან, კავკასიაში შექმნილი სიტუაციის შესახებ ბელგიელი ლუკა ვან დე ბრანდესა და უნგრელი მატიას იორშის დღევანდელი მოხსენების მიხედვით იმსჯელებენ. მისი მოკლე შინაარსი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ საიტზეც არის გამოქვეყნებული. ომიდან ერთი წლის შემდეგ, რომელიც ბრანდეს მიხედვით არა ყოფილ ავტონომიებს, არამედ „საქართველოსა და რუსეთს შორის მიმდინარეობდა". „შედეგების გამოსწორების საქმეში, მხოლოდ უმნიშვნელო პროგრესია მიღწეული, ზოგიერთ დარგში კი სიტუაცია გაუარესდა კიდეც". თბილისმა, ევროკავშირის საპარლამენტო ასამბლეის თითქმის ყველა მოთხოვნა შეასრულა, აღნიშნავს მომხსენებელი, იმ დროს როდესაც მოსკოვმა პრაქტიკულად არაფერი არ მოიმოქმედა. ის ყურადღებას ამახვილებს, საომარი მოქმედებებისას და მას შემდეგ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების გამოძიებისათვის დახმარებისადმი, კონფლიქტის ორივე მხარის აშკარა უინტერესობაზე. ამიტომაც ევროკავშირის საპარლამენტო ასამბლეის კომისია, მხარდაჭერას უცხადებს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს: კაცობრიობის წინაშე ჩადენილი შესაძლო დანაშაულებათა გამოძიებაში, რომელთა შესახებაც ორივე მხარე აკეთებს განცხადებებს.

ბრანდე და იორში ითვალისწინებენ რუსეთის არგუმენტებს იმის შესახებ, რომ ორი რესპუბლიკის სტატუსის სხვაგვარი ხედვის გამო, ასამბლეის მოთხოვნების შეასრულებაზე ის უარს აცხადებს. თუმცა მომხსენებლები თვლიან, რომ რეკომენდაციების უმეტესობას, კავშირი არ ჰქონდა ამ საკითხთან და არ ესმით, თუ რატომ არ შეეძლო რუსეთს მათი შესრულება. ამგვარ მოქმედებას ისინი აფასებენ, როგორც მოსკოვის მხრიდან პოლიტიკური სურვილის უქონლობას, მოიქცეს ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნის შესაფერისად.

მოხსენება რუსეთის ხელისუფლებისადმი დაჟინებული თხოვნით სრულდება: წლის ბოლოსათვის უზრუნველყოფილი იქნეს ევროკავშირის დამკვირვებლების დასწრება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიებზე, მისცენ თავისუფლად გადაადგილების საშუალება ქართველებს თბილისის შეხედულებით „ადმინისტრაციულ" ყოფილი ავტონომიების საზღვრებზე, მისცენ დევნილებს უფლება დაბრუნდნენ და გამოიძიონ ეთნიკური წმენდის ფაქტები კონფლიქტის ზონაში.

არაფერი სენსაციური ბრანდეს და იორშს არ უთქვამთ, მაგრამ ამ მოხსენებამ ტონი უნდა მისცეს კიდევ ერთ დისკუსიას, რომელიც 1 ოქტომბერსაა დაგეგმილი. ამ დღეს განიხილება რუსეთის დელეგაციისათვის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ხმის უფლების გაუქმების რეზოლუცია, ორგანიზაციის წინამდებარე რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო.

თბილისში უკვე ტკბებიან, თუ როგორ დატუქსავენ კიდევ ერთხელ რუს დეპუტატებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნიდან. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღის წესრიგში დგას დოკუმენტის მიღება, სადაც ევროპის საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, მოუწოდებს რუსეთს გამოიწვიოს სეპარატისტული რეგიონების აღიარება და შეასრულოს აღებული საერთაშორისო ვალდებულებები. ასევე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის რომ მომზადებული პროექტის რეზოლუციით განისაზღვროს რუსეთისათვის კონკრეტული ვადები ამ მიმართულებით - 1 იანვრამდე", - განაცხადა საშემოდგომო სესიების დაწყების წინ, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წარმომადგენელმა გიორგი გაბაშვილმა. მისი ვარაუდით, რუსეთის დელეგაცია ყოველნაირად შეეწინააღმდეგება ამ რეზოლუციის მიღებას, მოცემული სახით.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100