RSS
на русском en in english
23.09.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

რისგან ტკივა თავი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას?

01.10.2009  |  10:47

4141.jpegევროპის საბჭოს საპარალამენტო ასამბლეამ გუშინ მიიღო რეზოლუცია „ომი საქართველოსა და რუსეთს შორის: ერთი წლის შემდეგ". როგორც მასმედიის უმეტესი ნაწილი იტყობინება - ქართულიც, რუსულიც და დასავლურიც, ევროსაბჭოს პარლამენტარები საკმაოდ მკაცრად მოექცნენ რუსეთს. მართალც ასეა თუ არა და როგორია ევროპული საზოგადოების როლი ქართულ-რუსული უთანხმოების დარეგულირებაში? სწორედ ამის გარკვევას ცდილობდა GeorgiaTimes-ის კორესპონდენტი ქართველი და რუსი ექსპერტებისგან.

შეხვედრას საპარლამენტო ასამბლეაში, ცხარე დებატები უძღვოდა წინ. ქართველები დაჟინებით მოითხოვდნენ რუსეთისათვის ხმის უფლების ჩამორთმევას ამ ორგანიზაციაში. რუსეთი იმუქრებოდა კარის გაჯახუნებით და ევროსაბჭოს ასამბლეის დატოვებით, თუ კი პარლამენტარები თბილისის აზრს გაითვალისწინებდნენ.

ევროპელებმა ორი ბოროტებიდან, ნაკლები აარჩიეს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სამონიტორინგო კომისიამ, არ დაუჭირა მხარი რუსეთისათვის ხმის ჩამორთმევის იდეას, მაგრამ ლუკ ვან დე ბრანდეს და მატიას იორშის მოხსენების განხილვის რეზულტატად მიღებული რეზოლუცია, საკმაოდ მკაცრია რუსეთთან მიმართებაში. ტექსტს დღეს დაწვრილებით აქვეყნებენ საინფორმაციო სააგენტოები.

როგორც ინტერფაქსი გადომსცემს, დოკუმენტში სერიოზული შეწუხებაა გამოხატული „სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინიტრაციული საზღვრების გასწვრივ, შენარჩუნებული დაძაბულობისა და მუდმივი პროვოკაციების გამო, რასაც მთლიანად რეგიონის დესტაბილიზაციის გამოწვევა შეუძლია".

ევროსაბჭოს ასამბლეის წევრებმა გაკიცხეს ის ფაქტი , რომ რუსეთი და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხელისუფლებები ძველებურად უარს აცხადებენ, ამ რეგიონებში ევროკავშირის დამკვირვებელბის დაშვებაზე. ასევე გაკიცხულია საქართველოში გაეროს მეთვალყურეთა მისიის დახურვა, რაც გაეროს უშიშროების საბჭოზე რუსეთის მიერ დადებულმა ვეტომ გამოიწვია.

როგორც რადიოსადგური „თავისუფლება" იტყობინება, დამკვირვებლები წინასწარმეტყველებენ, რომ რუსეთის დელაგაციისათვის უფლებამოსილების შეჩერბეის საკითხი, სრულიად მოსალოდნელია კვლავ დადგეს დღის წესრიგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მორიგ სესიაზე.

ასე რომ, ევროპული პარლამენტის დეპუტატებმა მოითხოვეს წლის ბოლომდე დამკვირვებლების აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დაშვება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი, უკვე განაცხადა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია ვერ გამოხატავს, კავკასიაში შექმნილ ახალ სინამდვილეს.

საქმე იმაშია, რომ 2008 წლის აგვოსტოს შემდეგ, საერთაშორისო სამართალი, შეეჯახა ოცდამეერთე საუკუნის რეალიებს. ერთნი თვლიან, რომ კოსვოს დამოუკიდებლობის აღიარებამ დასაბამი დაუდო სხვა სახელმწიფოების გარდაუვალ დაშლას, რაც მარავალი საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე სამართლებრივი აქტის, გადახედავს მოითხოვს. მეორენი არ თვლიან ბალკანების სიტუაციას პრეცედენტად და ძლივს შემონახული საერთაშორისო სამართლის სათავეებით აპელირებენ.

საქართველოს შემთხვევაში, საერთაშორისო ორგანიზაციები ხელმძღვანელობენ, ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებით. რუსეთი, რომელმაც აგვისტოს მოვლენების შემდეგ აღიარა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სუვერენიტეტი, დამოკიდებლობის აღიარების შეთანხმებით ახდენს აპელირებას.

შესაძლებელია კი ასეთ შემთხვევაში გარკვეული კომპრომისის მიღწევა არა მარტო რუსეთსა და საქართველოს შორის, არამედ რუსეთსა და ევროსაბჭოს დონის ევროპულ ორგანიზაციებთან, როგორც განსხვავებული კანონმდებლობის პარადიგმების წარმომადგენლები?

რას ფიქრობს ამის შესახებ თბილისი, სადაც ნებისმიოერ საშუალებას იყენებენ საერთაშორისო არენაზე რუსეთის დისკრედიტაციისათვი? ქართველმა პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა GeorgiaTimes-ის კორესპონდენტთან საუბრისას, აღნიშნა:

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100