RSS
на русском en in english
20.07.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

05.10.2009  |  10:01

4163.jpegევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ სტრასბურგში, რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება დაადასტურა. საქართველო, რომლის ინიციატივითაც იხილებოდა, ამ ორგანიზაციაში რუსეთისთვის ხმის ჩამორთმევის საკითხი, ნახევარი წლის შემდეგ კვლავ აპირებს, ამ საკითხის წამოყენებას. ექსპერტები დარწმუნებულენი არიან, ევროპელებმა განახლებისკენ სწრაფვის მქონე ადამიანების გზა აარჩიეს. მზად არიან კი, ისინი საერთაშორისო ორგანიზაციის ტრიბუნა, თბილისსა და მოსკოვს შორის მუდმივი ურთიერთოებების გარკვევის მოედნად აქციონ?

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში კენჭისყრა, რომელზედაც წყდებოდა რუსეთის დელეგაციის ბედი, დღეს ყველა გაზეთის ყურადღების ცენტრშია. „საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის ფედერაციის დელეგაციის უფლებამოსილების განხილვისას, საღმა აზრმა და ფაქტებმა გაიმარჯვეს, რიგი ევროპარლამენტარების მიერ, 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის არსის ჩაწვდომის არასასურველობის და მიუხედავად",- რუსული მასმედია ახდენს სახელმწიფო დუმის სპიკერის ბორის გრიზლოვის ციტირებას.

ამგვარად, ამჯერად საქართველო უკვე საერთაშორისო არენაზე დამარცხდა. რუსეთში გამარჯვების სიხარულს არ მალავენ. თუმცა კი, გუშინდელი კენჭისყრის ბედი წინასწარ იყო გადაწყვეტილი.

30 სექტემბერს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია „ომი საქართველოსა და რუსეთს შორის: ერთი წლის შემდეგ". პარლამენტარები საკმაოდ მკაცრად განეწყვნენ რუსეთის მიმართ.

მაგრამ ჯერ კიდევ მანამდე, მონიტორინგის კომისიამ დასკვნა გამოიტანა: მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა არ შეასრულა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის არცერთი მოთხოვნა, გასული წლის ქართულ-რუსული ომის შედეგების დასაძლევად, საპარლამენტო ასამბლეამ მაინც არ უნდა შეუჩეროს უფლებამოსილება რუსეათის დელეგაციას.

ექსპერტები თვლიან, რომ ევროპელი დეპუტატები ხელმძრვანელობდნენ პრინციპით:"უმჯობესია ცუდი დიალოგი, ვიდრე დუმილი". ევროპელი მომხსენებლები აღნიშნავდნენ: „ვინმეს დიალოგიდან გაგდების შემთხვევაში, თქვენ მასთან უკვე ვეღარასოდეს ვერ მოელაპარაკებთ". გადმოსცემს რადიო „თავისუფლება".

ასე რომ, თუ კი ჯერ კიდევ ამ დღეებში საქართველოს ინიციატივას 72 დეპუტატი უჭერდა მხარს, წერს „ვრემია ნოვოსტეი", კენჭისყრის დროს მის სასარგებლოდ ხმა ორჯერ უფრო ნაკლებმა ადამიანმა მისცა - 35 ადამიანმა. რუსეთისათვის უფლებამოსილების შენარჩუნების მომხრე 88 დეპუტატი იყო.

გამოცემა შეგვახსენებს, რომ ასამბლეაში სულ 318 პარლამენტარია, მაგრამ მრავალი მათგანი კენჭისყრაზე არც კი მოსულა, ვინაიდან არ სურდათ ჩარეულიყვნენ რუსეთ-საქართველოს დაპირისპირებაში.

თუმცა, როგორც აცხადებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრი გიორგი თარგამაძე, დეპუტატთა 40 პროცენტი მზად არის რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედოს, თავად საქართველო კი მომავალ სესიებზეც დააყენებს საკითხს, რუსეთის მიერ საკუთარი მოვალეობების შესრულების შესახებ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე დარწმუნებულია, რომ მისი ახლგაზრდა შემცვლელების დაჟინებას, ექნება წარმატება. „ის რომ რუსეთს არ ჩამოართვეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ხმის უფლება, სრულიად ადვილი ასახსნელია და ნორმალურია,- აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ედუარდ შევარდნაძემ.- რუსეთის - უზარმაზარი ქვეყანაა, მას ბევრი გაზი აქვს, ხეტყე, ნავთობი და სხვა ბუნებრივი რესურსები, ევროკავშირის ქვეყნებს არ სურთ რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ დასავლური ქვეყნები მოიწონებენ რუსეთის ყველა მოქმედებას და საქართველოს მიმართ ევროპული ქვეყნების დამოკიდებულებაც არ შეიცვლება".

უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთ-საქართველოს დიალოგს ევროპულ მოედანზე, სსრკ-ს უკანასკნელი პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვიც გამოეხმაურა. ისიც სტრასბურგში იმყოფება, ევროპის საბჭოს აღმოცენების 60 წლისთავის აღსანიშნავ ცერემონიაზე. „ევროპაშიც და საქათველოშიც საკმარისადაა სულელი ხალხი"- გორბაჩოვის ციტირებას ახდენს ტელეკომპანია „რუსთავი-2".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100