RSS
на русском en in english
20.07.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

მოჩვენებითი თემიდა

06.10.2009  |  09:13

4175.jpegტალიავინის კომისიის მოხსენება, კი არის სოლომონის დიპლომატიის ნიმუში, მაგრამ მაინც გახდა დაძაბულობის მიზეზი. სამართალდამცავები მოითხოვენ ხალხის სიკვდილში დამნაშავე ადამიანების პასუხისგებისთვის გადაცემას. მართლაც არის თუ არა საჭირო ამის გაკეთება? ამის გარკვევას ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა

მოხსენების დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ანალიტიკსები რადიკალურ ცვლილებებს არ ელოდნენ. ევროპელი ექსპერტები ძირითადად კონფლიქტის ყველა მხარეს ადანაშაულებდნენ. მართლაც, ნუთუ შესაძლებელია ომის დროს არსებობდეს მართალი და მტყუანი?

მრავალგვერდიანი მოხსენების საერთო აზრი ასეთია: საქართველოს დაიწყო კონფლიქტი, მაგრამ რუსეთმა მოახდინა მისი პროვოცირება და ძალა გადამეტებულად გამოიყენა. მოხსენების გარკვეულ პუნქტებთან დაკავშირებიც მოსკოველებსაც და თბილისელებსაც აქვთ პრეტენზიები. მაგრამ პრინციპში, ყველა მხარე კმაყოფილი.

სანამ რუსი და ქართველი პოლიტიკოსები მოხსენების თავისებურ ინტერპრეტაციებს ავრცელებდნენ, ცეცხლს ნავთი სამართალდამცავებმა გადაასხეს.

საერთაშორისო ორგანიზაციამ Human Rights Watch (HRW) მოითხოვა იმ ადამიანების პასუხისგებისთვის გადაცემა, რომელმაც დაარღვია ომის წესები და გახდა მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილის მიზეზი.

"საერთაშორისო საზოგადოებაში ძირითადი ყურადღება ეთმობა იმას, თუ ვინ ისროლა პირველმა, მაგრამ არ შეიძლება დავივიწყოთ კონფლიქტის მონაწილეების პასუხისმგებლობის საკითხიც,- განაცხადა ჰოლი კარტნერმა, HRW-ს დირექტორმა ცენტრალურ აზიასა და ევროპაში.

სამართალდამცავები შეგვახსენებენ, რომ ევროკავშირის მოხსენებაში დამნაშავედ კონფლიქტის ყველა მხარე ცნეს: საქართველოც, რუსეთიც და სამხრეთ ოსეთიც.

საქართველოში მაშინვე გამოეხმაურნენ სამართალდამცავების ინიციატივას. პოლიტოლოგმა ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ ორგანიზაციის მოთხოვნა სამართლიანია.

როგორც მან განაცხადა, "უნდა ჩატარდეს ობიექტური გამოძიება, მიუხედავად იმისა, რომ ახლანდელი რეჟიმის პირობებში ეს ნაკლებ სარწმუნოა. საქართველოში მართლმსაჯულება არ არის დამოუკიდებელი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დამნაშავეები არ უნდა დავსაჯოთ".

"მე არც გამომძიებელი ვარ და არც მოსამართლე, მაგრამ უნდა გამოვიძიოთ, რატომ დაირღვა საერთაშორისო ნორმები",- განაცხადა სესიაშვილმა, რომლის აზრიაც საქართველოს კონსტიტუცია დაირღვა, როდესაც პრეზიდენტმა გადაწყვიტა საკუთარი ტერიტორიული ერთეულების წინააღმდეგ შეიარაღებული ძალების გამოყენება.

მსგავსი აზრი სამართალდამცავებზე ადრე გამოთქვა სალომე ზურაბიშვილმაც. ამის შესახებ მან დაწერა თავის სტატიაში, რომელიც გამოქვეყნდა რადიო "თავისუფლების" ვებ-გვერდზე.

"საქართველოს პრეზიდენტმა უნდა აგოს პასუხი სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესიის დაწყებისთვის",- წერს ის.

აქციების აქტიურმა მონაწილემ სალომე ზურაბიშვილმა თავის სტატიაში იმ აზრის ფორმულირებაც მოახდინა, თუ როგორი უნდა იყოს ქვეყნის გზა ახლა, ტალიავინის კომისიის გამოქვეყნების შემდეგ.

"თუკი მომავალში მოგვინდება აფხაზებთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხთან ურთიერთობების განახლება, ვინც არ უნდა შეცვალოს სააკაშვილი, მას მოუწევს ახლანდელი პრეზიდენტის ქმედებების შედეგების გამოსწორება. ჩვენ მოგვიწევს ბოდიშის მოხდა ცხინვალზე თავდასხმის გამო",- წერს ზურაბიშვილი.

მისი თქმით, რუსეთის პასუხისგების პარალელურად საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევის თაობაზე, "ჩვენ უნდა გამოვნახოთ გზა, რომ დავასრულოთ ეს კონფლიქტი და დავიწყოთ ახალი ურთიერთობები, რომლებიც დაფუძნებული იქნება მწარე სიმართლეზე და არა ორივე მხარიდან წამოსულ დემაგოგიურ ტყუილებზე".

რაც შეეხება საქართველოს დასავლელ პარტნიორებს, ზურაბიშვილის აზრით, მათ სააკაშვილისგან ბევრად მეტი უნდა მოითხოვონ ვიდრე "დემოკრატიის რეალური პროგრესი".

ქართულმა მასმედიამ სწრაფადვე გაუკეთა კომენტარი ამ სტატიას: "ზურაბიშვილი საქართველოში რუსულ პოლიტიკას აგრძელებს".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100