მთავარი | აზრები | სტატიები | ვიდეო | არქივი |
- გამარჯვების დღე, რომელიც წარსულში რჩება. 23.05.2013 13:29 როგორ აღნიშნავენ საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს? რა იცის ახალგაზრდა თაობამ მე–20 საუკუნის უდიდესი ტრაგედიის შესახებ? საქართველოდან ფრონტზე 700 ათასი ადამიანი წავიდა და ნახევარზე მეტი დაიღუპა, ეს დღესასწაული კი თანდათან დავიწყებას მიეცა. და ეს მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვების დღე 9 მაისს ოფიციალურად აღინიშნება, ხოლო ქვეყნის ხელისუფლება დიდი სამამულო ომის ვეტერანებისთვის „ღირსეული პირობების“ შექმნის შესახებ ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს.
- საქართველო მეზობელ ქვეყანას აიარაღებდა? 23.05.2013 13:27 საქართველოს ოფიციალური სტრუქტურები 2008 წლის აგვისტოს ომის დროს იარაღს და ტყვია–წამალს ყიდდნენ. ამ სენსაციურ ინფორმაციას ექსპერტი მამუკა არეშიძე აქვეყნებს. არეშიძის მტკიცებით, იარაღი რამდენიმე სამხედრო ბაზიდან გაქრა, ხოლო მოგვიანებით თავდაცვის რამდენიმე საწარმოს ანგარიშზე დიდი ოდენობით ფულადი თანხა იყო ჩარიცხული. ექსპერტი არ ასახელებს იმ ქვეყანას, საიდანაც ეს თანხები შემოვიდა.
- სომხების გენოციდის არაღიარების პოლიტიკა 16.05.2013 18:17 ამ დღეებში საქართველოში მოქმედმა სომხურმა საზოგადოებრივმა და სასულიერო ორგანიზაციებმა მოუწოდეს პარლამენტის სპიკერსა და დეპუტატებს, აღიარონ 1915–1923 წლებში მომხდარი სომხების გენოციდი. მიხეილ სააკაშვილის მმართველოდის დროს ამ საკითხის წამოწევას აზრი არ ჰქონდა: „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობების გაფუჭება კატეგორიულად არ სურდა. შეუძლიათ კი სომხებს ჰქონდეთ იმის იმედი, რომ „ქართული ოცნება“ გენოციდის თემას სხვაგვარად მიუდგება?
- სტალინის კულტი დედოფლისწყაროში 13.05.2013 11:05 მსოფლიოში ყოველთვის არსებობს ქალაქები, რომლებიც დროს არ ემორჩილება. ისინი სასწაულებრივად ინარჩუნებენ პირვანდელ იერს, ცხოვრების თანამედროვე წესი მათ არ ეხებათ. ერთ-ერთი მათგანი დედოფლისწყაროა, თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ 130 კილომეტრის მოშორებით მდებარე კახეთის ქალაქი. აქ ისინი უნდა ჩამოვიდნენ, ვისაც მარტოობა და სიწყნარე სურს, ვისაც კომუნისტური წარსული ენატრება.
- ქართული კომპრომატის ინტიმური დეტალები 13.05.2013 11:02 სოციალურ ქსელებში ერთ-ერთი ქართველი ჟურნალისტის გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების ასმახველი კადრები გამოჩნდა. მსგავსი მასალები გავრცელება, შეიძლება, მასმედიაზე ზეწოლის მოხდენის ერთ-ერთ მეთოდად ჩაითვალოს. მეზობელ აზერბაიჯანში, მაგალითად, ამ მეთოდს რადიო ”სვობოდას” თანამშრომლის ხადიჯა ისმაილოვას წინააღმდეგ იყენებდნენ, რომელიც პრეზიდენტის ოჯახის წევრების ბიზნესთან დაკავშირებით ჟურნალისტურ გამოძიებას ატარებს. რისთვის ”მიეზღვა” გიორგი ფარესაშვილს?
- ევროპელები ივანიშვილს არ ენდობიან? 25.04.2013 19:00 ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ვილფრედ მარტენსი საქართველოში კიდევ ერთ წერილს აგზავნის. მარტენსი აღნიშნავს, რომ დღევანდელ სიტუაციაში საქართველოს არანაირი შანსი არა აქვს ევროკავშირთან ასოცირებული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს, რადგანაც ქვეყნის ხელისუფლება ევრპულ ფასეულობებს და პრინციებს პატივს არ სცემს. რა ჰქონდა მხედველობაში ვილფრედ მარტენსს და როგორია საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის პერსპექტივები?
- ბურჯანაძე სააკაშვილს პირდაპირ ეთერში დებატებში იწვევს 25.04.2013 18:58 პარტია „დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელედებატებში მიიწვია. „ჯერ კიდევ 2008 და 2009 წლებში ვაცხადებდი, რომ მზად ვიყავი პრეზიდენტთან ერთად მონაწილეობა მიმეღო ტელედებატებში და პირდაპირ ეთერში ნებისმიერ კითხვაზე გამეცა პასუხი. მანაც უპასუხოს კითხვებს და საზოგადოება რეალურად დაადგენს მტყუან–მართალს, ასევე იმას, ვინ ემსახურება ქვეყნის ინტერესებს და ვინ ზრუნავს მხოლოდ საკუთარ სკამსა და გუნდზე“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. საუბარი იყო, პირველ რიგში, 2008 წლის აგვისტოს ომზე. ახალი მთავრობის მიერ ცოტა ხნის წინ შექმნილი კომისია აპირებს ომის გაჩაღების მიზეზებისა და დამნაშავე პირების დადგენას. გამოძიება უკვე დაწყებულია.
- რუსეთი და საქართველო – არაფერი პირადი, მხოლოდ ბიზნესი 18.04.2013 12:37 პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, რომ ეკონომიკური კავშირები საქართველოსა და რუსეთს შორის უფრო აქტიური გახდება ქვეყნებს შორის პოლიტიკური პრობლემების გადაჭრის პარალელურად. რა სფეროებით შეიძლება დაინტერესდნენ საქართველოში რუსი ბიზნესმენები და რას ფოქრობენ ამაზე ქართველი ეკონომისტები?
„შერიგების გაკვეთილები“ უკრაინისგან
08.10.2009 | 10:44უკანასკნელი წლის განმავლობაში პირველად განაცხადა საქართველოს ხელისუფლებამ, რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების აუცილებლობის შესახებ. ადრე ამგვარი რამის მოსმენა, მხოლოდ ოპოზიციონერი ლიდერებისაგან თუ იყო შესაძლებელი. ოფიციალური თბილისი არ გამორიცხავს, უკრაინა გახდეს შუამავალი მოსკოვთან მოლაპარაკებებისას. თუ რამდენად რეალურია ეს ვერსია, არკვევდა GeorgiaTimes-ის კორესპონდენტი.
საქართველოს პრეზიდენტს სურს დაალაგოს ურთიერთობები რუსეთთან. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ბი-ბი-სი-სათვის მიცემულ ინბტერვიუში განაცხადა.
უცხოელ ჟურნალისტებთან საუბრისას სააკაშვილმა ჰაიდი ტალიავინის მოხსენებასაც გაუკეთა კომენტარი. „ მე კმაყოფილი ვარ ფაქტების დამდგენი კომისიის მოხსენებით, ვინაიდან ის ეთანხმება ყველა იმ ფაქტს, რომლებზედაც ჩვენ შარშანდლიდან მოყოლებული ვლაპარაკობთ. მოხსენებაში მოყვანილი ყველა ფაქტი, სწორია. მასში ნათქვამია, რომ საქართველო მსხვერპლი იყო, ხოლო რუსეთი ემზადებოდა ომისათვის. ის შემოიჭრა ჩვენს ტერიტორიაზე და განახორციელა ეთნიკური წმენდა",- განაცხადა სააკაშვილმა.
„მსხვერპლის განსახიერების" პრინციპი, არაერთხელ დაეხმარა მიხეილ სააკაშვილს, დასავლელი პარტნიორების კეთილგანწყობის მოპოვებაში.
უნდა ვაღიაროთ, ჰაიდი ტალიავინის მოხსენება მრავალ არაერთგავროვან პოსტულატს შეიცავს, რომლებსაც არც თბილისი არ ეთანხმება და არც მოსკოვი. საერთო დასკვნა ასეთია: საქართველო არმიის მიერ სამხრეთ ოსეთის დაცხრილვამ დასაბამი დაუდო კონფლიქტის დაწყებას, რუსეთმა კი „არაპროპორციული ძალა" გამოიყენა.
საქართველოს რადიკალური ოპოზიცია, სააკაშვილის გასამართლების მოთხოვნით გამოდის. თუმცა, ექსპერტები თვლიან, რომ ეს აშკარად არ არის საკმარისი იმისათვის, რათა აიძულონ პრეზიდენტი გადადგეს.
„ხელისუფლებამ შეძლო დაერწმუნებინა საზოგადოება, რომ ტალიავინის კომისიის მოხსენება არაერთგვაროვანია და რუსეთის ბრალზე იქ გაცილებით მეტია ნათქვამი, ვიდრე საქართველოს ხელისუფლების დანაშაულზე",- განუცხადა „კომერსანტს" დამოუკიდებელმა პოლიტოლოგმა დავით ავალიშვილმა.
ახლა მიხეილ ნიკოლაევიჩი, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა პიარში განსაკუთრებული მონაცემებით, ცდილობს საკუთარ სიმართლეში დასავლეთიც დაარწმუნოს. ამაში არაფერია გასაოცარი, სწორედ თეთრი სახლის მხარდაჭერაზეა დამოკიდებული მისი პოლიტიკური ბედი.
უჩვეულო, მხოლოდ სააკაშვილის სურვილია დაალაგოს მოსკოვთან ურთიერთობები, სადაც კატეგორიულ უარს აცხადებენ მასთან საუბარზე. ან მიხეილ სააკაშვილმა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის „გადატვირთვით" განპირობებული ახალი დინებები იგრძნო, ან კიდევ გადაწყვიტა აჯობოს თავის ოპონენტებს, რომლებიც ერთი-მეორის მიყოლებით აცხადებენ გეგმებზე, საქართველოსა და რუსეთს შორის დაარეგულირონ ურთიერთოებები.
რათქმაუნდა ჩვეულ რიტორიკაზე, ასე უცებ სააკაშვილმა უარის თქმა ვერ შეძლო. ბი-ბი-სი-ზე გადაცემაში Hard Talk (მძიმე საუბარი) გამოსვლისას, მან განაცხადა: „საქართველოს სურს დაარეგულიროს ურთიერთობები მოსკოვთან. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი ცდილობს ქვეყნის დემოკრატიული გზით არჩეული ხელისუფლება შეცვალოს".
ჟურნალისტის შეკითხვაზე „გაითვალისწინებთ თუ არა თქვენ ჯო ბაიდენის რჩევას? იტყვით ახლავე და აქ „ჩვენ აღარ გვექნება კონფლიქტი სამხრეთ ოსეთთან"? სააკაშვილმა უპასუხა: „საქართველოს ახლა ყველაზე ნაკლებად სჭირდება ომი". და კვლავ ხელიდან არ გაუშვა მომენტი კრემლი ეხსენებინა:"მითუმეტეს აგრესიულ რუსეთთან, რომელმაც სულ ახალხანს მიიღო კანონი საგარეო ინტერვენციის შესახებ". სავარაუდოა, რომ იგულისხმებოდა „რუსეთი ჯარების საზრვარგარეთ გამოყენების კანონი", რომელიც სახელმწიფო დუმამ სექტემბერში მიიღო. დოკუმენტი მნიშვნელოვნად აფართოვებს რუსეთის შეიარაღებული ძალების გამოყენების გეოგრაფიასა და შესაძლებლობებს.
მთავარი | ანალიტიკა | ინტერვიუ | სტატიები | ვიდეო | არქივი |
info@georgiatimes.info