RSS
на русском en in english
30.03.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

გერმანელი ექსპერტი: დასავლეთი აფხაზეთს ცნობს. რეალურად?

08.10.2009  |  10:48

4202.jpegექსპერტები, პოლიტიკოსები და ჟურნალისტები ჯერ კიდევ ტალიავინის კომისიის მოხსენებას დასტრიალებენ თავს. ყველა მხარე დასკვნებს თავის სასარგებლოდ გადმოსცემს. ცეცხლს ნავთი დაასხა გერმანელმა სამართალდამცავმა ოტო ლუხტერტანდმა, რომელიც მონაწილეობას იღებდა კომისიის მუშაობაში. ახლახან მან განაცხადა, რომ დასავლეთი მომავალში აუცილებლად ცნობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. რუსმა და ქართველმა ექსპერტებმა შეაფასეს, თუ რამდენად ჰგავს ეს პროგნოზი სიმართლეს.

გერმანელი სამართალდამცავი ოტო ლუტხერხანდტი ევროპას ურჩევს შეცვალოს პოზიცია საქართველოს ყოფილი ავტონომიების მიმართ. "ევროპული სახელმწიფოების მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობა, იგნორირების ახლა გატარებული პოლიტიკისგან განსხვავებით, არ კი არ დააჩქარებდა რუსეთთს ინტეგრაციის პროცესს, არამედ ხელს შეუწყობდა რეგიონში დაძაბულობის შემცირებას",- აცხადებდა ექსპერტი.

სამართალდამცავი არ გამორიცხავს, რომ ახლო მომავალში დასავლური სახელმწიფოები ცნობენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დმაოუკიდებლობას. თუმცა, ოტო ლუხტერხანდტის აზრით, ცხივალთან სიტუაცია გაცილებით რთულია ჩრდილოეთ ოსეთთან უშუალო სიახლოვის გამო, რომელიც რუსეთის შემადგენლობაში შედის.

უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა და ამერიკამ არაერთხელგანაცხადეს, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. "სიმართლის მისიის" მოხსენების გამოქვეყნების შემდეგ ვაშინგტონმა თქვა, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები უცვლელი რჩება.

ასეთ შემთხვევაში რამ შეიძლება აიძულოს თეთრი სახლი პოზიციის შეცვლისკენ? თბილისში დარწმუნებულები არიან, რომ ამერიკის პოზიცია ურყევია, გერმანელ ექსპერტს კი რუსული "გაზპრომის" სატელიტად თვლიან.

ქართულ მასმედიაში უკვე გაჩნდა სათაურები: "ტალიავინის კომისიის გერმანელმა ექსპერტმა "გაზპრომისგან" უკვე მიიღო სოლიდური თანხა".

ჯერ კიდევ თებერვალში, როდესაც კომისია იწყებდა საკითხზე მუშაობას, საქართველო ითხოვდა ზემოთ ხსენებული ლუხტერხანდტის სამუშაოდან ჩამოცილებას. ასევე სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის თანამშროიმლის კრისტოფერ ლანგტონის.

მათ კომისიის შექმნამდე უკვე გამოთქმული ჰქონდათ საქართველოს ვერსიისგან განსხვავებული პოზიცია.

პარლამენტის უსაფრთხოებისკომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ მაშინ განაცხადა, რომ კომისიის ორმა წევრმა "წინასწარ იცის", რომ ომი საქართველომ დაიწყო. მისი ვარაუდით, მათ პოზიციას შეიძლება გავლენა მოეხდინა საბოლოო დასკვნაზე.

რვა თვის შემდეგ ევროპელმა ექსპერტებმა გამოაქვეყნეს მოხსენება და აღიარეს, რომ პირველმა საქართველომ გაისროლა.

თუმცა საერთაშორისო სამართალთან დაკავშირებით პოზიციების გადახედვას ევროპაში არ აპირებენ და ძველებურად აცხადებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ახლახან პირობა დადო, რომ ამერიკა ყველაფერს გააკეთენს, რომ არ დაუშვას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მსოფლიო აღიარება.

ამასობაში, მოსკოვში დარწმუნებულები არიან, რომ სოხუმი და ცხინვალი მალე ახალ გამარჯვებას იზეიმებენ. რუსეთის, ნიკარაგუას და ვენესუელას კავლდაკვალ რესპუბლიკები შეიძლება აღიარონ ბოლივიამ, ეკვადორმა და კუბამ.

რუსმა ანალიტიკოსმა ალექსნადრე დუგინმა ქართული გაზეთისთვის ახლახან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა:

-იცოდეთ, რომ ამერიკაც ვერ დაუბრუნებს საქართველოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. მათი მხრიდან ეს გამორიცხულია. პრინციპში ამერიკამ უკვე დაიწყო მათ აღიარება მუშაობა. მე მაშინ აფხაზეთში ვიყავი, შევხვდი ბაღაფშს და ვიცი, რომ ამერიკული ფონდები უკვე მუშაობენ მაგ საკითხზე. მე ვიცი, რომ მათ არიარებას პირდებიან მხოლოდ ამერიკის პროტექტორატის ფარგლებში. ამერიკა ვერასოდეს უზრუნველყოფს საქართველოს ერთიანობას. ალბათ,ამას ვერ რუსეთი შეძლებსმ მაგრამ არსებობს ისეთი საკითხებში, რომლებშიც შესაძლებელია თანამშრომლობა".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100