RSS
на русском en in english
27.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

პატარა აფხაზეთის დიდი არჩევანი

09.10.2009  |  10:33

4212.jpegორი თვის შემდეგ აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. გუშინ ქვეყნის პარლამენტმა, არჩევნების დღე დანიშნა - 12 დეკემბერი. სულ რამდენი კანდიდატი იქნება, რას უნდა ველოდეთ წინასაარჩევნო მარათონისგან, როგორ გადანაწილდება ქვეყანაში პოლიტიკური ძალები და როგორ აისახება ეს რეგიონში შექმნილ სიტუაციაზე? ამის გარკვევა GeorgiaTimes- ის კორესპონდენტმა სცადა.

აფხაზეთის პრეზიდენტობის მსურველი კანდიდატების რაოდენობა, ჯერ უცნობია. თუმცა, რაჩევნების თარიღის დანიშნვამდე დიდი ხნით ადრე ექსპერტები დარწმუნებულები იყვნენ, რომ მთავრი კონკურენტები იქნებიან: სერგეი ბაღაფში, რომლის პრეზიდენტობის დროსაც ქვეყნამ დამოუკიდებლობა მიიღო, მისი დიდი ხნის კონკურენტი, ყოფილი ვიცე-პრემიერი რაულ ხაჯიმბა (მან მაისში დატოვა ვიცე-პრემიერის პოსტი) და ეკონომიკური განვითარების პარტიის თვამჯდომარე ბესლან ბუტბა, რომელიც რესპუბლიკაში ერთერთ უმდიდრეს ადამიანად ითვლება. ის სასტუმროებისა და რესტორნების მფლობელია, ასევე მისი საკუთრებაა ტელეარხი "აბაზა" და გაზეთი "ეხო აფხაზიი".

რათქმაუნდა შესაძლებელია სხვა კანდიდატებიც გამოჩნდნენ. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, არჩევნებში საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას მონაწილეობას. მაგრამ, ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არანაირად არ დასტურდება. მარავალი რამ არის დამოკიდებული, პარტიათა შორის ალიანსებზე და ტამნდემებზე.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ბოლოს აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სტანისლავ ლაკობა გადადგა. ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ ლაკობამ წინასაარჩევნო მანევრი გააკეთა და ისიც მიიღებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. მაგრამ, მალევე ლაკობა უარყო ეს ვარაუდები, განაცხადა, რომ არ აპირებს აფხაზეთის პრეზიდენტის პოსტზე ბალატირებას, დეკემბერში დანიშნული არჩევნებისას.

ანალიტიკოსები ვრაუდობენ, რომ ის სხვა ოპოზიციონერებთან ერთად ტანდემს შექმნის. ეს უკანასკნელები, ბაღაფშს მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივის გამო აუჯანყდნენ. 31 ივნისს პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები, რომლებიც საშუალებას იძლევა გალის რაიონის ქართველებს მასიურად დაურიგდეს აფხაზური პასპორტები, მათი ძირითადი ნაწილი კი, ბაღაფშს უჭერს მხარს. თუმცა, ოპოზიციის ზეწოლის გამო, კანონის ძალაში შესვლა გადაიდო.

ოპოზიცია თვლის, რომ ბაღაფშის მიერ ინიცირებული შესწორებები, ფაქტიურად ათანაბრებს რესპუბლიკის აფხაზი და ქართველი მოსახლეობის რაოდენობას. ამასთანავე ერთანაირ უფლებებს იძენენ ისნი, "ვინც აფხაზეთის დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა და ისინიც ვინც მრავალი წლის განმავლობაში ხელს უწყობდა საქართველოს, კოლონიალური ინტერესების გატარებას".

ოპოზიციონერთა უკმაყოფილება, პრეზიდენტის იმ წინადადებამაც გამოიწვია, რომლის მიხედვითაც გალის რაიონის მცხოვრებლები არჩევნებში მონაწილეობას, არა მარტო აფხაზური პასპორტებით მიიღებენ, არამედ ეგერეთ წოდებული, ფორმა ნომერი ცხრითაც. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ეს ხელს შეუწყობს ფალსიფიკაციას, ვინაიდან ამ დოკუმეტით ერთიადიგივე ადამიანს, რამდენიმეჯერ შეუძლია ხმის მიცემა.

ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ წინასაარჩევნო რბოლაში, მოქალაქეობის თემა ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იქნება.

რაც შეეხება საორგანიზაციო საკითხებს, ყველა პიროვნებას ვინც ხმა მისცემს, სპეციალურ შტამპს ჩაურტყამენ პასპორტში. მუხედავად ამ სიახლის მიმართ ბაღაფშის უკმაყოფილებისა, აფხაზეთის პრლამენტმა გუშინ შესაბამისი შესწორება შეიტანა, პრეზიდენტის არჩევნების რესპუბლიკურ კანონში.

რიგი რუსული გამოცემები ვარაუდობენ, რომ მოსკოვი რესპუბლიკის ხელისუფლების შესაძლო ცვლილებისათვის ემზადება. გაზეთი «РБК daily» ჯერ კიდევ აგვისტოში წერდა, რომ მოსკოვი არ არი წინააღმდეგი, გადასასვლელზე ცხენები შეცვალოს. აბა რისთვის შეხვდა ვალადიმერ ვლადიმერის ძე სოხუმში ვიზიტისას, ოპოზიციას?

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100