RSS
на русском en in english
16.01.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

რა აწყენინა თბილისმა გერმანიას?

12.10.2009  |  09:32

4221.jpegსაქართველო შესაძლოა, კიდევ ერთი საერთაშორისო სკანდალის ცენტრში აღმოჩნდეს. ამჯერად უხერხულ მდგომარეობაში, კეთილსინდისიერი და მოწესრიგებული გერმანია აღმოჩნდა. ქართული მასმედია, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს, „გაზპრომა"-თან თანამშრომლობაში ადანაშაულბს.

ამ კვირაში გერმანია, თბოლისსა და მოსკოვს შორის დაუსრულებელ დაპირისპირებაში აღმოჩნდა ჩათრეული. მთელი კვირის განმავლოვბაში ქართული მასმედია წერდა, რომ აგვისტოს ომის მიზეზების საგამოძიებო კომისიში, „გაზპრომის" მიერ მოსყიდულმა „კრემლის აგენტებმა" შეაღწიეს.

დამაგვირგვინებელ აკორდად იქცა შეტყობინება, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი, მომავალში რუსულ სახელმწიფო კომპანია „გაზპრომ"-ში აპირებს მაღალი პოსტის დაკავებას.

სააგენტო „ექსპრესნიუსი" იტყობინება, რომ „მოხსენების მზადებისას გერმანელ ექსპერტ ლუხტერხანდტს რუსეთის ინტერესების ლობირებაში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი ეხმარებოდა. ამისათვის რუსეთის ხელისუფლება მას, თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, „გაზპრომ"-ში მაღალ პოსტს დაპირდა. სადაც უკვე უზრუნველყოფილია სამსახურით ექს-კანცლერი გერხარდ შრედერი. (ლუხტერხანდტმა თავიდანვე განაცხადა, რომ ომი საქართველომ წამოიწყო, ამ კვირაში კი, მოუწოდა ევროპის ქვეყნებს აღიარონ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, რაც მისი აზრით, რეგიონში დაძაბულობას შეამცირებ. ი.პ)

საქართველოში, გერმანიის საელჩომ 8 დეკემბერს სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ბოდიშის მოხდა მოითხოვა. გერმანელმა დიპლომატებმა, საქართველოს მასმედიის შეტყობინებას „სპეკულირება" უწოდეს და იმედი გამოთქვეს, რომ „მომავალში აღარ ექნება ადგილი ანალოგიურ ჟურნალისტურ შეცდომებს".

ოფიციალური თბილისისგან ჯერჯერობით ამ ფაქტს, არც მობოდიშება და არც კომენტარი არ მოჰყოლიან.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მასმედიის უმეტესი ნაწილი, მმართველის „ნაციონალური მოძარაობის" პოზიციის მაუწყებლებად და მქადაგებლებად გადაიქცნენ. და თუ კი ჟურნალისტებმა „გადაუარეს" გერმანელ ექსპერტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, ეს დანამდვილებით ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების მდუმარე თანხმობით მაინც გაკეთდა, თუ არა პირდაპირი მითითებით.

სხვათაშორის, სწორედ ქართველი მაღალჩინოსნები მოითხოვდნენ: გერმანელი უფლებათა დამცველის ოტო ლუხტერხანდტის და ბრიტანელი ექსპერტის კრისტოფერ ლანგტონის „სიმართლის მისაში" მუშაობის აცილებას. საქართველოს საგერეო საქმეთა მინიტრმა გრიგოლ ვაშაძემ თებერვალში, ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა, რომ ოფიციალური თბილისი მიუღებლად მიიჩნევს კომისიაში იმ პირების მუშაობას, რომლებიც დასაწყისშივე მიკერძოებულ შეხედულებებს გამოთქვამენ რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით.

საქართველოს თავდაცვის საკითხებში საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძემ განაცხადა, რომ კომისიის ორმა წევრმა „წინასწარ იციან", რომ ომი საქართველომ დაიწყო. მისი მოსაზრებით, მათ პოზიციას შეეძლო გაველნის მოხდენა შემაჯამებელ ანგარიშზე. ვიცე-პრემიერმა თემურ იაკობაშვილმა, ლუხტენხანდტი და ლანგტონი დაადანაშაულა „გაზპრომთან" ფინანსურ კავშირებში, რაც ვოთომც და „ადვილი შესამოწმებელია".

ტალიავინის შემაჯამებელი მოხსენება, მიუხედავად უამრავი იმედგაცრუებისა, პრინციპში დაემთხვა იმ მოსაზრებებს, რომლებსაც აგვისტოს მოვლენების დასრულებისთანავე გამოთქვამდე, საქართველოსთვის ფრიად არასასურველი, ევროპელი ექსპერტები: ომი საქართველომ დაიწყო.

„სიმართლის მისიის" მოხსენება ოტო ლუხტერხანდტის კერძო დასკვნებს შეიცავს იმის შესახებ, რომ „რუსეთს შეუძლია გაამართლოს საკუთარი სამხდრო ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ, თავდაცვის უფლებით (გვ,51 გაეროს წესდება) და ასევე კოლექტიური თავდაცვის უფლებით სამხრეთ ოსეთთან ერთად".

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100