RSS
на русском en in english
18.01.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ოპოზიცია ამზადებს „ვარდების რევოლუციის“ ალტერნატივას

14.10.2009  |  16:52

4262.jpegქართული ოპოზიცია თავის მომხრეებს კვლავ ქუჩაში უხმობს. სალომე ზურაბიშვილმა მასობრივი საპროტესტო აქციების განახლების ვადაც გაახმოვანა. გამოვა კი პოლიტიკური კატაკლიზებით გადაღლილი საზოგადოება კვლავ საპროტესტო აქციებზე? მრავალრიცხოვანი ოპოზიციური პარტიების რომელი ლიდერი შეძლებს მასების შთაგონებას ახალი ბრძოლისთვის?

ქართული ოპოზიცია შემოდგომის ბოლოსთვის აპირებს გააქტიურებას. სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის მომხრეებს კვლავ მიტინგებზე უხმობს. როგორც იქნა, გარკვეულია პირველი აქციის ჩატარების თარიღი - 7 ნოემბერი. ის სულაც არ არის მიძღვნილი 1917 წლის რევოლუციითვის. სოციალიზმის მომხრეები საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობენ. მეტად სავარაუდოა, რომ ოპოზიციონერებმა უბრალოდ გადაწტვიტეს წინასწარი საპროტესტო აქციების ჩატარება, რათა 2 კვირის შემდეგ - 23 ნოემბერს, ვარდების რევოლუციის მეექვსე წლისთავზე, ხელისუფლებას კვლავ ჩაუშალონ ზეიმი.

ყველაზე მსხვილმასშტაბიანი საპროტესტო აქცია, რომელსაც „სამოქალაქო აღლუმი" უწოდეს, შედგა 26 მაისს. ის მიეძღვნა დამოუკიდებლობის დღეს. ხელისუფლება იძულებულიც კი გახდა მაშინ უარი ეთქვა ტრადიციულ სამხედრო აღლუმზე. ოპოზიციის ტრიუმფი დიდხანს არ გაგრძელებულა. 26 მაისის შემდეგ საპროტესტო მუხტმა შესუსტება დაიწყო. ახლა ოპოზიცია ცდილობს გაშვებულის ანაზღაურებას. „7 ნოემბერს ქართული რადიკალური ოპოზიცია ვლავ ერთად იქნება",- განაცხადა ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მოსახლეობა სულაც არ იწვის კვლავ ქუჩაში გამოსვლის სურვილით. ახლახან „კვირის პალიტრამ" გამოაქვეყნა ჩატარებული გამოკითხვის შედეგები. ის ეხებოდა ხალხის მიტინგებისთვის მზაობას. გამოკითხვის მონაცემების თანახმად, საპროტესტო აქციებზე გამოსასვლელად მზად არის რესპოდენტების მხოლოდ 13,6%.

მაგრამ ოპოზიცია არ კარგავს იმედს. ზურაბიშვილის თქმით, დადგა დრო, რომ ოპოზიცია გაერთიანდეს და დაიწყოს ბრძოლა. მართლაც, საქართველოში დაიწყო ოპოზიციის გამთლიანებაზე მუშაობა. არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ ხელისუფლებამ გამარჯვება იმიტომ იზეიმა, რომ ოპონენტებს არც ერთი ქარიზმატული ლიდერი არ ჰყავდათ.

ასე რომ ოპოზიციური პარტიების ბლოკებში გაერთიანება გარდაუვალია და, სავარაუდოდ, ფრონტი განაწილდება ირაკლი ალასანიასა და ნინო ბურჯანაძეს შორის.

ქართვლი ჟურნალისტები უკვე დიდი ხანია თავს იმტვრევენ იმის ვარაუდებით, რომ ალასანიამ მიიღო გარკვეული მითითებები ვაშინგტონში ვიზიტის დროს და აწარმოებს საიდუმლო მოლაპარაკებებს ხელისუფლებასთან. ბურჯანაძეს კი ხელისუფლების მხრიდან ყველაზე დიდი კრიტიკა ერგო. ისიც იმავეთი სცემს პასუხს.

აღვნიშნავთ, რომ ძირითადად ქართველი პოლიტიკოსების წარმატება დამოკიდებულა საზღვარგარეთის მხარდაჭერაზე. მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დაწყებული გადატვირთვის გათვალისწინებით, პრეზიდენტის ახალი კანდიდატი ხელსაყრელი უნდა იყოს ორივე ხლეისუფლებისთვის, რომლებმაც ჯერ კიდევ ვერ მიაღწიეს კომპრომისს კავკასიასთან დაკავშირებით.

თავიდან ამბობდნენ, ომ ასეთი კანდიდატი იყო ორი - ალასანია და ბურჯანაძე. მაგრამ რადგანაც ოპოზიციამ ჯერ ვერ აჩვენა მსოფლიოს, რომ ანტისახელისუფლებო მუხტი საზოგადოებაში მართლაც ძალან დიდია, საზღვარგარეთი ჯერ თავს იკავებს რადიკალური ცვლილებებისგან.

მიუხედავად ამისა, ნინო ბურჯანაძემ, რომელსაც დიდად არ წყალობენ მისი „რევოლუციური" წარსულისა და მთავრობაში მუშაობის გამო, საკმაოდ მიზანმიმართულად აკრიფა ქულები.

თუკი სალმე ზურაბიშვილს არ აურჩევია არავინ გასაერთიანებლად, ბურჯანაძემ საკმაოდ რადიკალური თანამოაზრე შეიძინა - საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი. სწორედ ის გამოეხმაურა ოპოზიციური ქალბატონის მოწოდებას, რომ შექმნილიყო ერთიანი ანტისახელისუფლებო დემოკრატიული ფრონტი.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100