RSS
на русском en in english
27.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

აგებენ თუ არა ამერიკელები პასუხს „ვარდების რევოლუციაზე“

16.10.2009  |  10:10

4280.jpegსაქართველოს ოპოსზიცია თეთრს სახლეს უხმობს დასახმარებლად. ამჯერად ვაშინგტონის დახმარების იმედი აქვთ ლეიბორისტებს. ისინი ითხოვენ არამარტო სააკაშვილის გასამართლებას, არამედ იმ პასუხისმგებელ ამერიკელ ჩინოვნიკებზე საქმის აღძვრას, რომლებიც მონაწილეობდნენ „ვარდების რევოლუციის" მოწყობაში. ამავ დროულად „ახალგაზრდა ქართული დემოკრატიის" ერთერთი სულისჩამდგმელი სენატორი ჯონ მაკკეინი - მიემგზავრება თბილისში.

ლეუბირისტები არსოდეს იყვნენ სიტყვაძუნწები, არც ხელისუფლების და არც „ახალი ქართული დემოკრატიის" ამერიკელი მხარდამჭერების კრიტიკისას. საქმე იმაშია, რომ ეს ერთერთი ხანდაზმული ოპოზიციური პარტიაა ქვეყანაში. როგორც მათი მოხმრეები თვლიან, 2003 წელს ამერიკა და რუსეთი რომ არ ჩარეულიყვნენ საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში და დარჩენილი ერთი წელი შევარდნძე პოსტზე დაეტოვებინათ, ამ შემთხვევაში მათ არჩევნებზე გამარჯვების უზარმაზარი შანსი ექნებოდათ.

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ პარტიას მდგრადი სოციალური ბაზა აქვს, გამარჯვება მოიპოვა მუნიციპალურ არჩევნებზე 1998 წელს და თბილისის თვითმმართველობის ორგანოებშიც ივნისის არჩევნებზე. მაგრამ, მაშინდელ პარლამენტში ისინი ვერ შევიდნენ, ვითომც და საარჩევნო კანონში არსებული, 7 პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახეს. ამჯამად, ისინი კვლავ ოპოზიციაში არიან. ისინი ერთერთნი არიან იმ მცირერიცხოვანთა შორის, ვინც ცდილობს გარეპოლიტიკური ბალანსი დაიცვას. მაგალითად, ამ დღეებში საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი მოსკოვისა და ვაშინგტონის მონახულებას გეგმავს.

ის მოუწოდებს აშშ-ს და რუსეთის პრეზიდენტებს, გააუქმონ გადაწყვეტილება კოსოვოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სამართლებრივი აღიარების შესახებ. თუ როგორ ჩაივლის ლეიბორისტის მოლაპარაკებები მოსკოვში - ამაზე ახლა მხოლოდ მკთხაობა შეიძლება.

ჯერჯერობით კი, ნათელაშვილი აშს-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამას თხოვს „დანიშნოს სპეცპროკურორი იმ ამერიკელი ჩინოვნიკების და მოღვაწეების პასუხისგებაში მისაცემად, რომლებმაც 2003 წლის ნოემბერში საქართველოში დაგეგმეს და განახორციელეს „ვარდების რევოლუცია" და მაფარველობდნენ აჟამინდელ ხელისუფლებას". ეს არის ნათქვამი, ნათელაშვილის გუშინ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ის თვლის, რომ „ვაშინგტონელი ჩინოვნიკების და მოღვაწეების ამგვარმა ქმედებებმა დააზარალეს აშშ-ს იმიჯი". მისი თქმით, „საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ უკვე გაგზავნა აშშ-ს თეთრ სახლში, კონგრესში და სახელმწიფო დეპარტამენტში მასალები, რომლებიც ადასტურებენ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების მონაწილეობას „ვარდების რევოლუციაში".

უნდა აღინიშნოს, რომ „ვარდების რევოლუციაში" ამერიკულ აქცენტს, არც არავინ არ მალავდა. ასე რომ, საქართველოს ხელისუფლების გულახდილი პროდასავლური და პროამერიკული კურსი, 2003 წლის ოქტომბერში, წინასწარ გადაწყვეტილი იყო.

მართალია, რატომღაც ბატონი ივანოვი ჩავიდა საქართველოში „ვარდების რევოლუციის" დროს, აბობოქრებული ბრბო დააშოშმინა და შევარდნაძის გადაყენებაში მონაწილეობა მიიღო, შმედგე კი თან გაიყოლა აჭარის ლიდერი ასლან აბაშიძე. მაგრამ, ეს უკვე პოლიტიკური პარადოქსების სერიიდანაა.

ასეა თუ ისე, დღეს ოპოზიცია არ მალავს, რომ სწორედ თეთრ სახლზეა ბევრ რამეში დამოკიდებული სიტუაცია საქართველოში. მას მერე რაც, ევროპელი ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ გასული წლის აგვისტოში საქართველომ პირველმა დაიწყო სროლა, ქართული ოპოზიცია გააქტიურდა. განსაკუთრებულად რადიკალურები, კვლავ ლეიბორისტები აღმოჩნდნენ.

ლეიბორისტული პარტიის საერთაშორისო მდივანმა ნესტან კირთაძემ, ამ დღეებში განცხადება გააკეთა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ევროკავშირის დამოუკიდებელი კომისიის დასკვნის საფუძველზე სამხდრო დამნაშავედ უნდა იქნას აღიარებული და გააგის ტრიბუნალს გადაეცეს გასასამართლებლად.

თუმცა, პრეზიდენტ სააკაშვილს სხვა ოპოზიცინერი - მამაუკა გიორგაძე გამოექომაგა „სახალხო პარტიიდანნ". ის თვლის, რომ „ეს შემდეგ აუცილებლად, ცუდად დაუბრუნდება ჩვენს მომავალ თაობებს".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100