RSS
на русском en in english
30.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

დააკანონებენ თუ არა „პატრიოტიზმს“ საქართველოში?

19.10.2009  |  09:44

4295.jpegსაქართველოში არასოდეს შეიმჩნეოდა კანონმორჩილობის დიდი სურვილი. როგორც მთლ პოსტსაბჭოთა სივრცეში იქ ხელმძღვანელობდნენ აფორიზმით - როგორი ვიწროც არ უნდა იყოს კანონის ჩარჩოები, გასაძომი მაინც მოიძებნება. გაურკვეველია ევროპულად ცხოვრების დაწყების სურვილით, თუ მოდის გამო, პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული ეკონომიკური თავისუფლების აქტის კვალდაკვალ პოლიტიკოსები ბჭობენ პატრიოტიზმის აქტზე.

ეკონომიკურ საკითხში თითქოსდა ყველაფერი გასაგებია. როგორც ცნობილია, ერი უკვე მრავალი საუკუნის განმავლობაში ცხოვრობს ლოზუნგით Panem et circenses (პური და სანახაობები). სანახაობებთან, განსკაუთრებით კი პოლიტიკურთან, საქართველოში ეს ბოლო წლებია ყველაფერი რიგზეა. ზედმეტიც კი მოსდით ხოლმე.

აი პურთან, ანუ ეკონომიკასთან, კი ქრონიკული პრობლემები აქვთ. ასე რომ ეკონომიკური თავისუფლების აქტი, რომელიც გასულ კვირას წარმოადგინა პრეზიდენტმა, სავსებით გასაგებია. სააკაშვილა პირობა დადო, რომ მორიგი რეფორმები, ბოლოსდაბოლოდ, დაუბრუნებს ქვეყნის მოქალაქეებს ეკონომიკურ კეთილდღეობას.

ოპოზიცია თვლის, რომ ეს აქტი სხვა არაფერია, თუ არა მორიგი პიარი, რომელიც ტალიავინის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებას მოყვა. სააკაშვილი ცდილობს მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია როგორც საერთაშორისო საზოგადოების, ისე საკუთარი ხალხის წინაშე.

თბილისში, რა თქმა უნდა, ცხოვრებს რითმი სულაც არ არის მოსკოვური, მაგრამ მოვლენები, განსაკუთრებით კი პოლიტიკური, ისე სწრაფად ვითარდება, რომ ეკონომიკურ აქტთან დაკავშირებით ვნებათაღელვა მალევე ჩაცხრა.

მაგრამ პოლიტიკოსებს მიდრეკილება აღმოაჩნდათ სხვადასხვა სახეობის აქტებისადმი. საკანონმდებლო. ოპოზიციონერი პარლამენტარი გიორგი თორთლაძე გამოვიდა ქვეყანაში ეგრეთ წოდებული პატრიოტის აქტის მიღების ინიციატივით, რომელიც სპეცსამსახურების უფლებამოსილებებს აფართოვებს.

ქართული ოპოზიცია უკვე ნახევარი წელია მცნობს მსოფლიოს ძალოვნების დანაშაულებების შესახებ, ისინი ოპოზიციონერებს ციხეებში სვამენ, დევნიან ხალხს პოლიტიკური მოტივების გამო, ტელეფონებსაც ისმენენ... მხოლოდ ზაფხულის ფრაზის გახსენება რად ღირს, როდესაც ოპოზიციის ბევრ ლიდერს „კრემლის აგენტი" უწოდეს.

აქ კი, წინასწარი ინფორმაციით, პატრიოტის აქტი აკანონებს სპეცსამსახურების მოქმედების თავისუფლებას: სატელეფონო საუბრების მოსმენა, პირადი ელექტრონული მიმოწერის შემოწმება, კონკრეტული პირის ჯანმრთელოს მდგომარეობის ინფორმაცია, მისი ფინანსური მდგომარეობა.

გარდა იმისა, რომ ანალოგიური დოკუმენტი არსებობს ამერიკაში, როგორც გაირკვა, დეპუტატს აქტის სარგებლობაზე სხვა არგუმენტებიც აქვს. გიორგი თორთლაძე თვლის, რომ ასეთი დოკუმენტი საქართველოში მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც რუსეთმა განაცხადა ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ.

ახალი სამხედრო დოქტრინის პროექტზე ისაუბრა რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა. მისი თქმით, ახლა მთავარი სართხეა არა ფარტომასშტაბიანი ომები, არამედ ლოკალური და შეიარაღებული კონფლიქტები. ახალი სამხედრო დოქტრინა ულისხმობს მოქნილ და დროილ რეაგირებას ვითარების ცვლილებებზე და დროული რეგაგირების ერთ-ერთი ხერხია პრევენციული ბირთვული დარტყმა.

როგორც ნიკოლაი პეტრუშევმა ახსნა, ეს შეიძლბა აუცილებელი გახდეს ეროვნული უსაფრთხოებისთვის კრიტიკულ სიტუაციებში. ამას გარდა, შესწორებულია თეზისები ბირთვული იარაღის ხვა შემთხვევებში გამოყენებაზე - ის შეიძლება გამოყენებული იყოს, ახალი დოქტრინის თანახმად, არა მხოლოდ მსხვილმასშტაბან ომში. ბირთვული დარტყმა შეიძლება იყოს პასუხი მოწინააღმდეგის აგრესიაზე. სამხედრო დოქტრინის ახალი რედაქცია მზად იქნება 2009 წლის ბოლომდე.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100