RSS
на русском en in english
25.03.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

დიპლომატიური განხეთქილება - შანსი მოხერხებულებისთვის?

20.10.2009  |  09:36

4307.jpegროდესაც სახელმწიფოები ერთმანეთთან ურთიერთობას წყვეტენ, ერთ-ერთ მათგანში დარჩენილი ხალხი, იხელთებს ხოლმე მომენტს და პოულობს თავშესაფარს მეორეში. რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ომი მიმდინარეობს. მოხერხებულები კი მტრულად განწყობილ ხელისუფლებებს უვარდებიან კალთებში. მთავრობები კი პროპაგანდის გამო მზად არიან მორალურ პრინციპებზეც კი თქვან იარო. ახლათახალი მაგალითები - იმედი ყოფილი პროდიუსერის ბადრი აფანასიევის და გაქცეული აფხაზი ქალის ფატიმა ცკუას ისტორიები.

პოლიტიკური დევნილის ნიღბის ქვეშ მოსახერხებელია ცოდვების დამალვა. ამის დამტკიცება შეუძლია, მაგალითად, გაქცეულ ოლიგარქს ბორის ბერეზოვსკის, რომელიც რუსეთში მილიარდების მითვისების შემდეგ დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა. ქართყლი ტელეკომპანია იმედის ყოფილი პროდიუსერი ბადრი აფანასიევი ასეთი მდიდარიც სრ არის, მაგრამ საქართველოდან გაქცევისას, კოლეგებიც ცნობებით, საკმაოდ კარგი თანხა წაიყოლა თან.

სად იმალებიან დღეს ყველაზე კარგად ქართველები? ბუნებრივია, რუსეთში, რომელთანაც ქართული ხელისუფლება არავის გულისთვის არ დაიჭერს კავშირს. თუკი მათ უარით გაისტუმრეს რუსეთის მხარის შეთავაზება, რომ ერთობლივად მიეღოთ მონაწილეობა ტარიელ ონიანის საქმეში, რატომ ჩაერევიან ისეთ ვწრილმან საქმეში, როგორიც აფანასიევის არის?

თავად აფანასიევი ამტკიცებს, რომ ბადრი პატარკაციშვილის სიკვდილის შემდედ მას, როგორც ტელეკომპანიის პროდიუსერს, ოპოზიციასთან კავშირის გამო დევნიდნენ ქართული სპეცსამსახურები. თუმცა, საქართველოსთვის, რომელიც ჯაშუშომანიით არის დაავადებული, ეს სულაც არ არის გასაკვირი.

პროდიუსერმა 15 ოქტომბერს უკვე მიმართა რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურს პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით.

იმედში მუშაობამდე ბადრი აფანასიევი იყო საქართველოს სპეციალური შეიარაღებული ძალების უფროსი, მონაწილეობდა ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში, შემდეგ მუშაობდა დასავლეთ საქართველოს გუბერნატორის გენო გიორგაძის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად.

ტელეარხიდან ის ორი წლის წინ წამოვიდა, როდესაც პატარკაციშვილი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. "ამის შემდეგ ის, მგონი, საზღვარგარეთ წავიდა",- დააზუსტეს კოლეგებმა. მათი ცნობებით, მას სურდა "იმედზე" საკუთარი გადაცემის გაკეთება, მაგრამ მისი გეგმები წარმატებულად ვერ დასრულდა.

კოლეგები ვერ იხსენებენ, რომ აფანასიევს ოდესმე ოპოზიციური აზრები გამოეთქვას და პოლიტიკური ან საზოგადოებრივი საქმიანობით დაკავებულიყო.

სამაგიეროდ ახსოვთ, რომ სამსახურიდან წასვლამდე ცოტა ხნით ადრე ბადრი აფანასიევმა აიღო სატელევიზიო სერიალისთვის გამოყოფილი 6 000 დოლარი, შემდეგ კი ფულთან ერთად გაურკვეველი მიმართულებით მიიმალა. ამიტომაც, ბევრად უფრო სარწმუნო ჩანს ის ვერსია, რომ ბადრი უბრალოდ კრედიტორებს ემალება და სურს დაემალოს პასუხისმგებლობას.

მოკლედ, პროსახელისუფლებო მასმედიამ განაცხადა, რომ აფანასიევი რუსეთის აგენტია. უფრო მეტიც, თურმე ზოგიერთი წყარო მის საქართველოს კონტრდაზვერვაში მონაწილეობაზეც საუბრობს. თავად მან კი საკუთარ თავზე გაავრცელა ჭორები, რომ თურმე იყო რუსეთის კგბ-ს სპეცრაზმის სპეცსკოლის მოსწავლე.

მოკლედ, ჰოლივუდელი რეჟისორის რენი ჰარლინის ახალი ფილმის სცენარი თითქმის მზად არის.

აფანასიევის ჯაშუშური ისტორიის ფონზე პრესაში როგორღაც უფრო ნაკლებად მსჯელობენ მეორე ისტორიაზე - დევნილზე აფხაზეთიდან, რომელიც თავშესაფარს ითხოვს ბათუმში.

ამ დღეებში ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეორგოლი, რომელზეც ასახულია თითქოსდა გაწამებული აფხაზი ობოლი ქალი, რუსულენოვანი ფატიმა ცკუა. 25 წლის აფხაზმა ჩუმად გადაკვეთა საზღვარი და საქართველოს მოქალაქეობის მიღება სურს.

ფატიმა რამდენიმე დღის განმავლობაში დადიოდა ტყეების გავლით, წერს ეგრეთ წოდებული აფხაზეთის ალტერნატიული ხელისუფლების საიტი.

მისი თქმით, ის მრავალშვილიანი ოჯახიდან არის, ცხოვრობდა ერთი აფხაზის ოჯახში აუტანელ პირობებში, იქვე მუშაობდა, მას გამომუშავებულ ხელფასსაც კი არ უხდიდნენ.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100