RSS
на русском en in english
24.07.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

მოიწონებს თუ არა ოპოზიცია თავს ახალი კომპრომატით?

21.10.2009  |  23:13

4335.jpegქართული ოპოზიცია აპირებს ნოემბერში განაახლოს საპროტესტო აქციები. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ აპრილის სცენარის განმეორებას, როდესაც ხელისუფბელის ოპონენტებმა რამდენიმე თვით გადაკეტეს ქალაქის ცენტრალური ქუჩები, კარგად არაფერს მოასწავებს. ოპოზიცია პირობას დებს, რომ გამოაქვეყნებს ზურაბ ჟვანიას სიკვდილზე აუდიომასალას.

ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა უკვე განაცხადა, რომ ნოემბერში განაახლებს ქუჩის საპროტესტო აქციები პრაქტიკას. ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ რადიკალების წამოწყება კვლავ უშედეგოდ დასრულდება.

ქართველმა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა აღნიშნა, რომ საზოგადოებაში სერიოზული ნიჰილიზმი სუფევს: ხალხი არ ენდობა ოპოზიციას. მას დიდი ძალისხმევის გაწევა მოუწევს, რომ შეცვალოს საზოგადოებრივი აზრი.

მეორე ექსპერტი ნიკა ჩიტაძე თვის, რომ ოპოზიციის აქციების გაგრძელება იმ ფორმაში, როგორითაც აპრილში მიმდინარეობდა, მიუღებელია. ეს, მისი აზრით, ეხება როგორც რადიკალურ, სააკაშვილის გადადგომის უალტერნატივო მოთხოვნას, ისე აქციის ჩატარების ფორმას. ექსპერტის თქმით, არ უნდა დაირღვეს იმ ადამიანთა თავისუფლად გადაადგილების უფლება, რომლებიც არ მიიღებენ მონაწილეობას აქციებში.

ოპოზიციონერებმა ან რაციონალური მარცვალი დაიჭირეს პოლიტოლოგებისა და ექსპერტების სიტყვებში, ან გადაწყვიტეს თავისი პოზიციების გამტკიცება, მაგრამ კვლავ ამოტივტივდა ზურაბ ჟვანიას საიდუმლოებით მოცული სიკვიდილის ამბავი.

ვარდების რევოლუციის მეექვსე წლისთავისთვის ხლეისუფლებაში ერთადერთი ლიდერი დარჩა - მიხეილ სააკაშვილი. 2008 წელს, პოლიტიკიდან წასვლა გადაწყვიტა ნინო ბურჯანაძემ. 2005 წელს კი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია.

და აი ქართული ოპოზიციური მოძრაობის "თეთრები: ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა პირობა დადო, რომ გამოაქვეყნებს ჟვანიას მკვლელობის მზადების აუდიომასალას. თემურ შაშიაშვილმა აღნიშნა, რომ ახლა ეს აუდიოჩანაწერი ექსპერტიზას გადის, რათა დადასტურდეს, რომ ის გაყალბებული არ არის.

მან წამოაყენა "სახალხო სასამართლოს" მოწყობის იდეა მკვლელობის ორგანიზატორებისთვის. როგორც პოლიტიკოსმა განაცხადა, ამნ მიიღო ეს ჩანაწერი საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრები ინფორმირებული პირებისგან.

მაშინ ზურაბ ჟვანიას სიკვდილზე კომენტარი გააკეთა შევარდნაძის დროინდელმა თავდაცვის მინისტრმა თენგიზ კიტოვანმა. ინტერვიუში მან განაცხადა, რომ , მისი მონაცემებით, ზურაბ ჟვანია მოკლეს პრეზიდენტის შავნაბადას რეზიდენციაში ელექტროშოკით. მისი თქმით, მკვლელობის მიზეზი გახდა პრივატიზაციისა და ბიზნეს გარიგებები.

"ზურაბ ჟვანია მიხეილ სააკაშვილს თევზის ფხასავით ეჩხირებოდა",- განაცხადა მან. ექს-მინისტრი ასევე თვლის, რომ ყოფილი პრემიერი " არ დაუშვებდა რუსეთთან ომს, ის რუსეთის მიმართ ბევრად უფრო ლიბერალური იყო".

ამასთანავე ჟურნალისტის კონკრეტულ კითხვაზე - ჟვანიას სიკვდილი სააკაშვილის ნახელავია თუ არა - კიტოვანმა საკმაოდ მეტაფორულად უპასუხა: "სააკაშვილმა ისე მოიშორა თავიდან ზურაბ ჟვანია, როგორც თავის დროზე შევარდნაძემ - ნუგზარ საჯაია. თქვენ ვერ ხედავთ ამ მკვლელობებში ერთ ხელწერას? ნუგზარ საჯაია არ იყო ისეთი ფსიქოლოგიის ადამიანი, რომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა. თანაც საჯაიაც პრორუსული ორიენტაციის იყო".

საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ბუგზარ საჯაიამ თავი მოიკლა 2002 წლის 25 თებერვალს 61 წლის ასაკში. როგორც მაშინ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, "იმ დილას საჯაიამ ჩაატარა სახელმწიფო კანცელარიის შენობაში თავის კაბინეტში თათბირი, შემდეგ კითხულობდა გაზეთებს, სადაც დაბეჭდილი იყო რამდენიმე სტატია მის შესახებ, შემდეგ საკუთარ კაბინეტში სავარძელზე მოიკლა იარაღით თავი". საქართველოში არ სჯერათ საჯაიას თვითმკვლელობის ამბავი, ისევე როგორც ზურაბ ჟვანიას უბედური შემთხვვეის.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100