RSS
на русском en in english
30.03.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ქართული პრივატიზაცია: მიაფრინდით, გაიაფდა!

23.10.2009  |  08:41

4354.jpegსაქართველოს ხელისუფლებას სავაჭროდ გამოაქვს სახელმწიფო ობიექტები. მართალია ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გათავისუფლებული ხელმძღვანელობა ირწმუნებოდა, რომ პრივატიზაციის გეგმა წელს შესრულებულია, პრეზიდენტმა მაინც მოახერხა გაყიდვის ტემპების გაზრდა. დროულად? საქართველოში უძრავი ქონბის ფასები ხომ კვლვ ძალიან დაბალია.

საქართველოში იწყება პრივატიზაციის ახაი ტალღა. როგორც იუწყება სახელისუფლებო პრეს-რელიზი, უახლოეს დროში სავაჭროდ დაიდება სახელმწიფოს 100%ანი წილი რკინიგზის სადგურის "ტელეკომში", ასევე სასტუმრო "გუდაური", "საქართველოს ფოსტა" და სხვა ობიექტები.

საპრივატიზაციო ობიექტების სია დაიდება ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საიტზე, განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა ზურაბ პოლილიკაშვილმა. იქ იქნება მითითებულები ლოტების პარამეტრები, ფასი, აუქციონის თარიღი და ფოტო.

პირველი რიგში დგას სასტუმრო "გუდაური", რუსთაველის გამზირზე იუსტიციის სამინისტროს ყოფილი შენობა, აბაშიძის ქუჩაზე ფინანსთა სამინისტროს ყოფილი შენობა და სხვები.

უნდა ითქვას, რომ პრივატიზაციის საკითხი საბედისწერო აღმოჩნდა ზაფხულის ბოლოს პოსტიდან მოხსნილი ეკონომიკის მინისტრი ლაშა ჟვანიასთვის. "ამ წლის საბიუჯეტო შემოსავლებში წერია, რომ ქვეყანამ უნდა აიღოს 77 მლნ ლარი ქონების და მიწის პრივატიზაციიდან, თუმცა ამ დროისთვის ბიუჯეტში მხოლოდ 15,6 მლნ ლარი არის შემოსული", - განაცხადა აგვისტოს ბოლოს ფინანსთა მინისტრმა პაპუნა პეტრიაშვილმა.

ფინანსთა სამინისტრომ საპრივატიზაციო გეგმის 2009 წლის ბოლომდე შესრულება მოითხოვა. ამასთანავე გათავისუფლებული ჟვანია მტკიცებდა, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ისედაც დაგეგმილი 77 მლნ ლარის მაგივრად 177 მლნ ამოიღო. მოგვიანებით ეს ციფრები დაამტკიცა ეკონომიკის სამინისტროს პრივატიზაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე არაყიშვილმა.

როგორ ითვლიან შემოსავლებს ქართულ ხელისუფლებაში გამოცანად რჩება.

იქნებ საქმე ბოროტად მოხმარებაშია? 10 სექტემბერს ქართულმა მასმედიამ განაცხადა, რომ შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს პრივატიზაციის კახეთის რაიონული სამმართველოს წარმომადგენლები გოჩა ხოხონიშვილი და ალექსანდრე ციკარიშვილი, მათთან ერთად კი საგარეჯოს რაიონის წარმომადგენელი ნიკა შაქარიშვილი. კომენტარები ძალოვანი სტრუქტურებიდან ამას არ მოჰყოლია.

მოკლედ ფინანსთა სამინისტროს ეკონომიკის სამინისტროზე "თავდასხმის" მიზეზი შეიძლება იყოს ბიუჯეტის მწვავე დეფიციტი, რომელსაც ზაფხულის დასაწყისში შეეჯახა საქართველოს ხელისუფლება. ხაზინის შესავსებად გამოართვეს კრედიტების მორიგი ტრანშები საერთაშორისო ბანკებს და გამოუშვეს სახაზინო ქაღალდები შიდა ფულადი რესურსების მოზიდვისთვის.

რა თქმა უნდა, გაახსენდათ წამგებიანი "საქართველოს ფოსტა", ასევე სადავო გამომცემლობა "სამშობლოს" სადავო შენობა და ჯეროვანი გამოყენების გარეშე გაყინული სარკინიგზო "ტელეკომი". ამ ყველაფრის გაყიდვა საკმაოდ სარფიანად შეიძლება.

ეკონიმიკის განვითარების სამინისტროში კადრების ცვლილების გამო სექტემბერში დაგეგმილი პროვატიზაცია გადაიდო. გაყიდვისთვის გამიზნული იყო 33 მსხვილი ობიექტი, მათ შორის გამომცემლობა "სამშობლო", სპორტკომპლექსი "ქარიშხალა", სპორტული აკადემია, კოპიტნარის აეროპორტი და სხვა ობიექტები.

თუმცა სექტემბერში თავად პრეზიდენტმა მოითხოვა პრვატიზაციის პროცესის დაჩქარება. მიხეილ სააკაშვილმა ხაზი გაუსვა,რომ ეს ქონების უბრალო გაყიდვა კი არა ინვესტიციების მოზიდვაა.

გასაყიდად გამოტანილ ზოგიერთ ობიექტს მართლად სჭირდება "დონორუი დახმარება" ფინანსების მხრივ. ძირითადად "საქართველოს ფოსტას", რომლის თანამშრომლებსაც გაზაფხულზე შეუკავეს ხელფასები საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო, ზაფხულში კი თავად დაწესებულების გაუქმებასაც კი აპირებდნენ.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100