მთავარი | აზრები | სტატიები | ვიდეო | არქივი |
- გამარჯვების დღე, რომელიც წარსულში რჩება. 23.05.2013 13:29 როგორ აღნიშნავენ საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს? რა იცის ახალგაზრდა თაობამ მე–20 საუკუნის უდიდესი ტრაგედიის შესახებ? საქართველოდან ფრონტზე 700 ათასი ადამიანი წავიდა და ნახევარზე მეტი დაიღუპა, ეს დღესასწაული კი თანდათან დავიწყებას მიეცა. და ეს მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვების დღე 9 მაისს ოფიციალურად აღინიშნება, ხოლო ქვეყნის ხელისუფლება დიდი სამამულო ომის ვეტერანებისთვის „ღირსეული პირობების“ შექმნის შესახებ ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს.
- საქართველო მეზობელ ქვეყანას აიარაღებდა? 23.05.2013 13:27 საქართველოს ოფიციალური სტრუქტურები 2008 წლის აგვისტოს ომის დროს იარაღს და ტყვია–წამალს ყიდდნენ. ამ სენსაციურ ინფორმაციას ექსპერტი მამუკა არეშიძე აქვეყნებს. არეშიძის მტკიცებით, იარაღი რამდენიმე სამხედრო ბაზიდან გაქრა, ხოლო მოგვიანებით თავდაცვის რამდენიმე საწარმოს ანგარიშზე დიდი ოდენობით ფულადი თანხა იყო ჩარიცხული. ექსპერტი არ ასახელებს იმ ქვეყანას, საიდანაც ეს თანხები შემოვიდა.
- სომხების გენოციდის არაღიარების პოლიტიკა 16.05.2013 18:17 ამ დღეებში საქართველოში მოქმედმა სომხურმა საზოგადოებრივმა და სასულიერო ორგანიზაციებმა მოუწოდეს პარლამენტის სპიკერსა და დეპუტატებს, აღიარონ 1915–1923 წლებში მომხდარი სომხების გენოციდი. მიხეილ სააკაშვილის მმართველოდის დროს ამ საკითხის წამოწევას აზრი არ ჰქონდა: „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობების გაფუჭება კატეგორიულად არ სურდა. შეუძლიათ კი სომხებს ჰქონდეთ იმის იმედი, რომ „ქართული ოცნება“ გენოციდის თემას სხვაგვარად მიუდგება?
- სტალინის კულტი დედოფლისწყაროში 13.05.2013 11:05 მსოფლიოში ყოველთვის არსებობს ქალაქები, რომლებიც დროს არ ემორჩილება. ისინი სასწაულებრივად ინარჩუნებენ პირვანდელ იერს, ცხოვრების თანამედროვე წესი მათ არ ეხებათ. ერთ-ერთი მათგანი დედოფლისწყაროა, თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ 130 კილომეტრის მოშორებით მდებარე კახეთის ქალაქი. აქ ისინი უნდა ჩამოვიდნენ, ვისაც მარტოობა და სიწყნარე სურს, ვისაც კომუნისტური წარსული ენატრება.
- ქართული კომპრომატის ინტიმური დეტალები 13.05.2013 11:02 სოციალურ ქსელებში ერთ-ერთი ქართველი ჟურნალისტის გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების ასმახველი კადრები გამოჩნდა. მსგავსი მასალები გავრცელება, შეიძლება, მასმედიაზე ზეწოლის მოხდენის ერთ-ერთ მეთოდად ჩაითვალოს. მეზობელ აზერბაიჯანში, მაგალითად, ამ მეთოდს რადიო ”სვობოდას” თანამშრომლის ხადიჯა ისმაილოვას წინააღმდეგ იყენებდნენ, რომელიც პრეზიდენტის ოჯახის წევრების ბიზნესთან დაკავშირებით ჟურნალისტურ გამოძიებას ატარებს. რისთვის ”მიეზღვა” გიორგი ფარესაშვილს?
- ევროპელები ივანიშვილს არ ენდობიან? 25.04.2013 19:00 ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ვილფრედ მარტენსი საქართველოში კიდევ ერთ წერილს აგზავნის. მარტენსი აღნიშნავს, რომ დღევანდელ სიტუაციაში საქართველოს არანაირი შანსი არა აქვს ევროკავშირთან ასოცირებული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს, რადგანაც ქვეყნის ხელისუფლება ევრპულ ფასეულობებს და პრინციებს პატივს არ სცემს. რა ჰქონდა მხედველობაში ვილფრედ მარტენსს და როგორია საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის პერსპექტივები?
- ბურჯანაძე სააკაშვილს პირდაპირ ეთერში დებატებში იწვევს 25.04.2013 18:58 პარტია „დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელედებატებში მიიწვია. „ჯერ კიდევ 2008 და 2009 წლებში ვაცხადებდი, რომ მზად ვიყავი პრეზიდენტთან ერთად მონაწილეობა მიმეღო ტელედებატებში და პირდაპირ ეთერში ნებისმიერ კითხვაზე გამეცა პასუხი. მანაც უპასუხოს კითხვებს და საზოგადოება რეალურად დაადგენს მტყუან–მართალს, ასევე იმას, ვინ ემსახურება ქვეყნის ინტერესებს და ვინ ზრუნავს მხოლოდ საკუთარ სკამსა და გუნდზე“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. საუბარი იყო, პირველ რიგში, 2008 წლის აგვისტოს ომზე. ახალი მთავრობის მიერ ცოტა ხნის წინ შექმნილი კომისია აპირებს ომის გაჩაღების მიზეზებისა და დამნაშავე პირების დადგენას. გამოძიება უკვე დაწყებულია.
- რუსეთი და საქართველო – არაფერი პირადი, მხოლოდ ბიზნესი 18.04.2013 12:37 პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, რომ ეკონომიკური კავშირები საქართველოსა და რუსეთს შორის უფრო აქტიური გახდება ქვეყნებს შორის პოლიტიკური პრობლემების გადაჭრის პარალელურად. რა სფეროებით შეიძლება დაინტერესდნენ საქართველოში რუსი ბიზნესმენები და რას ფოქრობენ ამაზე ქართველი ეკონომისტები?
ვის სჭირდება ქართველი ბიზნესმენების ”შავი სია”
26.10.2009 | 09:10საქართველოში კვლავაც "რუსულ კვალს" დაეძებენ. საქართველოს მამსედიამ გამოაქვეყნა იმ პირების სია, რომლბიც თითქოს და აფინანსებდნენ ოპოზიციის გამოსვლებს, ამა წლის აპრილ-ივლისში. ჩამოთვლილ პირთა უმეტესი ნაწილი, ცხოვრობს და მოღვაწეობს რუსეთში. GeorgiaTimes-ის კორსპონდენტი შეეცადა გაერკვია, თუ რაში დასჭირდა საქართველოს ხელისუფლებას, შიდაპოლიტიკური მიჩუმების ფონზე, კვლავ რუსეთი მხრაეს ქვების სროლა.
ვნებათაღელვა საქართველოში განელდა. ოპოზიციურმა მოძრაობამ დათმო პოზიციები. საერთო ჯამში ხელისუფლება თავს გამარჯვებულად გრძნობს. მაშ რით უნდა ავხსნათ ქართულ მასმედიაში ამ ავადსახსენებლი, საქართველოს ოპოზიციის "სპონსორების" სიის გამოჩენა?
როგორც ვზგლიადი იტყობინება, გამოქვეყნბულ სიაში 17 ბიზნესმენი და ყოფილი პოლიტიკური ჩინოვნიკი ფიგურირებს, რომლებმაც, გამოცემის მონაცმებით, გაზაფხული-ზაფხულის საპროტესტო აქციების ჩასატარებლად 47 მილიონი დოლარი გამოყვეს.
"მოღალატეების" სიის წაკითხვისასა, ერთადერთი აზრი გიტრიალებს თავში: რა ნაცნობი სახელებია. (ყველას, ვინც სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ გამოდის, ახლანდელ საქართველოში არც მეტი, არც ნაკლები მოღალატეებს უწეოდებენ). ყველა ვინც კი მოხსენიებულია სიაში, ხელისუფლების მიერ აქამდეც არაერთხელ იყო დადანაშაულებული ოპოზიციის მორალურ და მატერიალურ მხარდაჭერაში. თუმცა, ვერცერთ მათგანს მტკიცებულება ვერ წაუყენეს. მაგრამ ფიარის კანონებით, რომელიც ასე ძლიერ ეხერხებათ რევოლუციურ პოლიტიკოსებს, მთავარი ხომ ისაა, რომ პირველმა იყვირო და რაც შეიძლება ხმამაღლა.
ამ საქმიანობით თბილისში, შესაშური რეგულარობით არიან დაკავებულნი. სწორედ რუსეთში მცხოვრებ და მოღვაწე ბიზნესმენებს ადანაშაულებდნენ ოპოზიციის დაფინანსებაში. მაგალითად, "დემოკრატიული მოძრაობა- ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე არარერთხელ "ამხილეს" "რუსეთის ქართველების კავშირის" პრეზიდენტ მიხეილ ხუბუტიასთან კავშირში. თუმცა, თუ კი სიმართლს ვიტყვით, ნინო ანზორის ასული თავადაც საკმაოდ მდიდარი ქალბატონია. მისი მამა - ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მეგობარი და თანამებრძოლი, პურპროდუქტების სახელმწიფო კორპორაციის პრეზიდენტი იყო და საქართველოში ერთერთ უმდიდრეს ადამიანად ითვლებოდა.
შემდეგ გამოჩნდა კადრები იმის შესახებ, თუ თითქოს და როგორ სთხოვენ ფულს, ოპოზიციური ლიდერები ქართული წარმოშობის რუს ოლიგარქებს. ზაფხულში სქართველოს ტელარხებმა ინტერნეტიდან გადმოწერილი ვიდეოჩანაწერი გაავრცელეს, სადაც ოპოზიციის ლიდერები ლევან გაჩეჩილაძე და დავით გამყრელიძე ("ახალი მემარჯვენეების" ლიდერი) ხვდებიან საქართველოს შინაგან საქმეთა ექს-მინისტრს კახა თარგამაძეს. პარლამენტარები სხდომებზე დაუნდობლად არცხვენდნენ ოპონენტებს, ეგერეთ წოდებული რუსული ფულის გამო. თუმცა ეს სკანდალიც მალევე, არაფრამდე მივიდა.
შემდგომ, ქართული წარმოშობის პეტრებურგელი ბიზნესმენი ალექსანდრე ებრალიძე დაადანაშაულეს: მუხროვანის ბაზაზე მოხდარ აჯანყებაში მონაწილეობასა და დაფინანსებაში. თუმცა სულ ცოტა ხნის წი GeorgiaTimes -ის კორესპონდენტთან საუბრისას ებრალიძემ აღნიშნა, რომ არანაირი ოფიციალური ბრალდება საქართველოს მარლმსაჯულებას მისთვის, არ წარუდგენია.
აქამდე, ოპოზიციასთან კავშირებში მხლოდ სკულპტორი ზურაბ წერეთელი არ დაუდანაშაულებიათ. მან 2006 წელს, საქართველოს აჩუქა წმინდა გიორგის სკულპტურა. შესაძლოა, ოფიციალურმა თბილისმა გადაწყვიტა, რომ ეს მცირედი ძღვენია სახელოვანი თანამემამულისგან? და ახლა მისი გვარიც ჩართეს ხსენებულ სიაში.
როგორც ვზგლიადი იტყობინება, ქართველი სხვაგვარად მოზროვნეების "სპონსორების" სიას, ადგილობრივი მასმედისს აზრით, სწორედ ცნობილი სკულპტორი ზურაბ წერეთელი და "რუსეთის ქართველთა კავშირის" თავკაცი მიხეილ ხუბუტია ხელმძღვანელობენ. თითქოს და მათ, მიტინგების ორგანიზებისათვის თითოეულმა შვიდ-შვიდი მილიონი დოლარი გაიღო. აჭარის ექს-ლიდერს ასლან აბაშიზეს 6 მილიონი "მიაწერეს", ოთხ-ოთხი მილიონი დოლარი კი, ყოფილ შსს-ს მინსტრს კახა თარგამაძეს და ქართული წარმოშობის რუს ბიზნესმენს ალექსანდრე ებრალიძეს.
მთავარი | ანალიტიკა | ინტერვიუ | სტატიები | ვიდეო | არქივი |
info@georgiatimes.info