RSS
на русском en in english
24.10.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ბესლან ბუტბა: ძირითადი ინვესტიციები ადამიანურ რესურსებში უნდა ჩაიდოს

27.10.2009  |  00:00

4382.jpegაფხაზეთში წინასაარჩევნო კამპანიამ აიღო სტარტი. ქვეყანა რომელმაც, დეიურე ერთი წლის წინ მიიღო დამოუკიდებლობა, 12 დეკემბერს პრეზიდენტს აირჩევს. ახალგაზრდა რესპუბლიკის ოპოზიცია, პრეზიდენტის პოსტისათვის აპირებს ბრძოლას. აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების პარტიის (ერა) თავმჯდომარე ბესლან ბუტბა პასუხობდა GeorgiaTimes-ის კორესპონდენტის კითხვებს.

­­­- რა პროგრამით წარსდგებით საპრეზიდენტო არჩევნებზე?

- პარტიამ ერა უკვე დიდი ხანია შეიმუშავა აფხაზეთის ეკონომიკისა და სოციალური სფეროს მოდერნიზაციის პროგრამა. მასზე, რესპუბლიკის საუკეთესო ეკონომისტები მუშაობდნენ. საუბარია განვითარების ახალ სტრატეგიაზე, რომლის მთავრი მიზნია - თანამედროვე და კეთილმწყობილი აფხაზეთი.

- რით განსხვავდება თქვენი პროგრამა, თქვენი ოპონენტების პროგრამებისგან?

- ჩემი ოპონენტების პროგრამებზე, ჩემთვის ჯერ არაფერია ცნობილი. ვეჭვობ, რომ არც არანაირი პროგრამ არ აქვთ მათ. ყოველ შემთხვევაში, იმ აზით, რომელსაც პარტია ერა მოისაზრებს ტერმინ "პროგრამაში". რაც შეეხება სრეგეი ბაღაფშს, მის წინასაარჩევნო დაპირებებს აფხაზეთი, ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ გაეცნო. მათი განხორცილებება ამ ხნის განმავლობაში, როგორც ხედავთ ვერ მოხერხდა.

- თქვენ აკრიტიკებთ ამჟამინდელი ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკას. კონკრეტულად რა რეფორმებს სთავაზობთ თქვენ?

- ახლანდელ ხელისუფლებას, არ აქვს არანაირი ეკონომიკური პოლიტიკა - ერთი კუთხიდან, მეორე კუთხეს აწყდებიან. სწორედ ამას ვაკრიტიკებთ ჩვენ. მოგვწონს თუ არა ეკონომიკური პოლიტიკა, ამის და მიოუხედავად ის უნდა არსებობდეს. რაც შეეხება პარტია ერას, ჩვენ ვაპირებთ აფხაზეთში მაღალეფექტური, კონკურენტუნარიანი და დინამიურად განვითარებადი ეკონომიკის შექმნას. პირველ რიგში, მთავარი ინცესტიციები ადამიანურ კაპიტალში უნდა ჩაიდოს - განათლების დონის და ჯანდაცვის ხარისხის ამღლებაში.

ჩვენ ვაპირებთ მასშტაბური რეფორმების ჩატარებას დემოგრაფიისა და მოსახლეობის დასაქმების სფეროებში. ჩვენს მიერ შემუშავებულია სოფლის განვითარების კომპლექსური პროგრამა, რომელიც სოფლის ინფრასტრუქტურის აღდგენას გულისხმობს, სოფლად მეწარმეების მხარდაჭერას, ფერმერული მეურნეობების განვითარებას, ახალი ტექნოლოგიებისა და კულტურების დანერგვას. ჩვენს შევიმუშავეთ დასავლეთ აფხაზეთის განვითარების სპეციალური პროგრამა, რაც საშუალებას მოგვცემს, საგრძნობი მხარდაჭერა გავუწიოთ დეპრესიულ რაიონებს. ამას გარდა, ჩვენს პროგრამაში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა პენსიონერთა სოციალურ მხარდაჭერას. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ არ ვთავაზობთ იმის რეფორმიერაბას, რაც არ არსებობს, არამედ ვაპირებთ სახელმწიფო ეკონომიკური სისტემის ახლიდან შექმნას, პრაქტიკულად ნულიდან. ძირითადი მიზანია - საშუალო ხლფასი 20 ათასი რუბლი და მოსახლეობის მომუშავე ნაწილის საშუალო წლიური რაოდენობა 50 ათასი ადამიანი იყოს და ა.შ. ეს ყველაფერი სრულიად შესაძლებელია, თუ კი უბრალოდ გავათავისუფლებთ კერძო ინიციატივას და ეკონომიკას ჩამოვაცილებთ სახელმწიფოს მხრიდან ზედმეტ პატრონაჟს, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, გავათავისუფლებთ კორუფციისგან.

- თქვენ ხელი მოაწერეთ აფხაზეთის ოპოზიციის მიერ პუტინისა და მედვედევის მისამართით გაგზავნილ წერილ-მიმართვას, სადაც გაკრიტიკებული იყო ბაღაფში აფხაზეთის აეროპორტისა და რკინიგზის, რუსული კომერციული სტრუქტურებისათვის მართვაში გადაცემის გამო. როგორ განკარგავდით ამ ობიექტებს, თვქენ რომ ყოფილიყავით პრეზიდენტი?

1
 2 3 4
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100