RSS
на русском en in english
28.07.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

პოლიტიკური ცუნგ-ცვანგი

27.10.2009  |  18:39

4393.jpegოპოზიციური პარტია "თავისუფლების" ლიდერმა კონსტანტინე გამსახურდიამ პარლამენტში დაბრუნება გადაწყვიტა. დღეს საპარლამენტო ბიური განიხილავს სადეპუტატო მანდატების აღდგენის საკითხს. დადის ჭორები, რომ კიდევ ორი ოპოზიციონერი არის მზარ გააგრძელოს სამსახური უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. დაპირისპირების ეს რაუნდი მმართველი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვებით დასრულდა?

ჭორები იმის შესახებ, რომ კონსტანტინე გამსახურდია პარლამენტში დაბრუნებას აპირებდა თბილისში უკვე ბოლო თვეა მთელ ქალაქს მოედო. საქართველოს დედაქალაქი უნკალურია: ნებისმიერი ინფორმაცია აქ პრაქტიკულად წამიერად ხვდება გაზეთების ფურცლებზე. შემდეგ საჭიროა მოცდა, რათა მოისმინოთ ამა თუ იმ ინფორმაციის დადასტურება ან უარყოფა.

გამსახურდიას პარლამენტში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია პრესაში სექტემბრის დასაწყისში გაჩნდა. სახელდებოდნენ ასევე სხვა პოლიტიკოსებიც, რომლებსაც იგივე გეგმები ჰქონდათ. რადიოსადგური "კომერსანტი" ვარაუდობდა, რომ პარლამენტის კედლებში დაბრუნების შემდეგ არეულ-დარეული ოპოზიცია თავის ბლოკს შექმნიდა. საუბარი იყო იმ გაერთიანებაზე, რომელშიც შეიძლება შესულიყვნენ ლიდერები პარტიის "ჩვენ თვითონ", პარლამენტის დეპუტატი პაატა დავითაია, ტრადიციონალისტების ლიდერი აკაკი ასათიანი და პარტია "თავისუფლების" ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია.

პოლიტიკოსებმა კატეგორიული უარი თქვეს ამ ინფორმაციის კომენტირებაზე. თუმცა გასული კვირის ბოლოს ჟურნალისტების ვარაუდებმა გამართლება დაიწყო.

თბილისში გამართულ პრეს-კონფერენციაზე გამსახურდიამ ჟურნალისტებს შეატყობინა, რომ პარლამენტში ბრუნდება. რით არის განპირობებული ასეთი გადაწყვეტილება? როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა და ჩვენს კორესპონდენტთან ინტერვიუში დაადასტურა, ასეთი გადაწყვეტილება განპირობებულია იმ საპარლამენტო კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღების სურვილით, რომელიც მისი მამის სიკვდილს იძიებს.

შეძლებენ თუ არა დეპუტატები ქვეყნის პირველი პრეზიდენტის სიკვდილში რაიმეს გარკვევას? ჯერჯერობით ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძნელია. შეიძლება, ამ კომისიის შემნა არის პიარ-სვლა, რომელიც იმისთვის არის ჩაფიქრებული, რომ საბოლოოდ შეარყიოს ისედაც დასუსტებული ოპოზიცია. პოლიტიკაში ხომ მიზნის მისაღწევად ყველა ხერხი გამართლებულია.

უნდა შეგახსენოთ, რომ ბევრმა ოპოზიციურმა მოღვაწემ 2008 წელს უარი თქვა სადეპუტატო მანდატებზე, რომლებიც 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში მიიღეს. ახლანდელი საგაზაფხულო აქციების შემდეგ სააკაშვილმა მათ პარლამენტში დაბრუნება შესთავაზა. მაშინ ოპოზიციონერებმა კატეგორიული უარი უთხრეს. სექტემბერში საქართველოს პარლამენტმა მიიღო სკაონსტიტუციო შესწორებები, რომელიც საპარლამენტო მანდატების აღდგენის უფლებას იძლევა. ოპოზიციონერებმა კვლავ უარი თქვეს.

გამსახურდია ახლანდელი ნაბიჯი იმ ფაქტის კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ოპოზიციის რიგებში განხეთქილება და აზრთა სხვადასხვაობა იზრდება. ანუ ხელისუფლების ოპონენტებს გამარჯვების ნაკლები შანსები რჩებათ. ოპოზიციონერების აზრები გამსახურდიას პარლამენტში დაბრუნებასთან დაკავშირებით გაიყო.

ოპოზიციურმა "მოძრაობამ ერთიანი საქართველოსთვის", რომლის ლიდერიც არის საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, თავი ვერ შეიკავა კრიტიკისგან. "მიუხედავად ჩემი პატივისცემისა, მე არ შემიძლია გამსახურდია გადაწყვეტილების მოწონება. ხელისუფლება იყენებს ბევრ ფაქტორს თავის სასარგებლოდ. ერთ-ერთი არის საპარლამენტო კომისიის შექმნა ზვიად გამსახურდიას სიკვდილის გამოძიებისთვის",- თქვა ეკა ბესელიამ და ხაზი გაუსვა, რომ პირადად ის, მორალური პრინციპებიდან გამომდინარე, თავის გადაწყვეტილებას არ შეცვლის.

პეტრე მამრაძემ კი აღნიშნა, რომ გამსახურდიამ კონსულტაციები გაიარა თავს პარტიაში. "ის, ისევე როგორც ჩვენ, არის საპარლამენტო რესპუბლიკის მომხრე და მე ვთვლი სიმბოლურად, რომ სწორედ პირველი პრეზიდენტის ვაჟი უჭერს მხარს მოცემულ მოდელს. რაც მეტი პარტიის წარმომადგენელი იქნება პარლამენტში, მით უკეთესი",- აღნიშნა მამრაძემ.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100