RSS
на русском en in english
27.07.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ვროკავშირმა არ დასაჯა საქართველო, მაგრამ არც შეაქო

28.10.2009  |  09:50

4396.jpegლუქსემბრგში, ტალიავინის მოხსენების გამოქვეყნების შემდეგ, საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის პირველი სხდომა ჩატარდა. მას მერე, რაც მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო სამართლის დამრღვევად სცნეს, ცხინვალზე თვადასხმის გამო, წესით ქვეყანა აგრესორის მიმართ დამოკიდებულება, უნდა შეცვლილიყო. თუმცა ოფიციალურ დონეზე საქართველო, ევროპაში არავის გაუკიცხავს.

ეცროპელებმა, წაიკითხეს ჰაიდი ტალიავინის მოხსენება შარშემდელი ომის მიზეზების შესახებ და ოდნავაც კი არ შეშფოთდნენ იმის გამო, რომ მთელი წლის განმავლობაში მხარს უჭერდნენ ერთი წლის წინანდელი სისხლისღვრის მოთავეს. საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის სხდომამ, ჩვეულ რეჟიმში ჩაიარა.

და რა ვუყოთ მოხსენებას? ან მშვიდობიანი ქალაქის ღამით დაცხრილვას? რას იზამ, ევროკავშირმა გაითვალისწინა საერთაშორისო დამოუკიდებელი კომისიის დასკვნა, როგორც განაცხადა 26 ოქტომბერს ევროკავშირში თავმჯდომარე შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრმა კრალ ბილდტმა. ის თვლის, რომ საქართველომ და რუსეთმა მისი წაკითხვა ფრაგმენტულად მოსინჯეს და უყურადღებოდ დატოვეს, მათთვის არასასურველი მომენტები.

როგორც ცნობილია, სამშვიდობოების და ოსსების რუსეთის არმიის მიერ დაცვა, დამოუკიდებელმა ექსპერტებმა კანონიერად სცნეს, ქართველი არტილერიისტების თავდასხმა კი - საერთაშორისო სამართლის დარღვევად. მაგრამ, რუსეთის ჯარების შემდგომი გადაადგილება, სამხრეთ ოსეთის ფარგლებს გარეთ, ტალიავინის კომისიამ გაუმართლებლად მიიჩნია.

ბილდტერმა აქედან დასკვნა გამოიტანა, რომ: "ევროკავშირი მეტად ჩართული უნდა იყოს რეგიონში. ეს ყოველმხრივ ურთიერთობებს გულისხმობს რეგიონის ქვეყნებთან და ასევე კონფლიქტის დარეგულირების საკითხებსაც".

ასე რომ, ევროპისა და საქართველოს ურთიერთობებში, ყველაფერი ძველებურად დარჩა. ევროკავშირი მხარს უჭერს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, რაც კმაყოფილებით აღნიშნეს ლუქსემბურგის ვიზიტის შედეგების მიხედვით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

საქართველო, თავის მხრივ იმდენად გათამამდა, ევროკავშირის მამობრივი ყურადღების გამო, რომ კვლავ წამოწია ევროპელი დამკვირვებელების აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დასწრების საკითხი, ასევე მათი მისიის გაძლიერება და აღნიშნა "რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობა".

მხედველობაში ჰქონდათ "მედვედევ-სარკოზის გეგმა", რომელიც რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების და მათთან სამხდრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელოწერის შემდეგ, მოძველდა. ასევე ისაუბრეს "რუსეთის არაკონსტრუქციულ მოქმედებებზე, ჟენევის მოალპარაკებებისას".

ლუქსემბურგში განიხილეს საქართველოს დემოკრატიული განვითარების საკითხებიც და სააკაშვილის მიერ გატარებული რეფორმები. ევროკავშირმა ამ შემთხვევაშიც წაახალისა საქართველოს მთავრობა, რომელსაც საქართველოს ოპოზიცია სხვათაშორის ავტორიტარულ ხელისუფლებად თვლის. თანაც, ევროპელებმა რაიმე სხვა კი არა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლება შეაქეს, რომელსაც თავად საქართველოს დამოუკიდებელი ტელეარხები და გაზეთები, ვერ გრძნობენ.

საერთო ჯამში, ბრიუსელმა გადაწყვიტა კვლავაც გააღრმავოს თბილისთან თანამშრომლობა, მათ შორის ხელი მოეწეროს ახალი ასოციაციის შეთანხმებას, საქართველოსა და ევროკავშირს შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. ეს საკითხი სხვა პოსტსაბჭოთა სივრცის რესპუბლიკებსაც ეხება, რომლეთა შენახვაც ადრე საბჭოთა კავშირს ჰქონდა საკუთარ თავზე აღებული, ახლა კი ამის გაკეთება ამერიკელ გადასახადბის გადამხდელებს უწევთ.

"ბებერი ევროპის" ქვეყნები ამგვარი "ბალასტის" წინააღმდეგენი არიან. მათ სურთ ყველაფერს, საკუთარი სახელი დაარქვან. შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ გერმანელი ექსპერტები გამოვიდნენ ტალიავინის კომისიაში სააკაშვილის კრიტიკით და მხარი დაუჭირეს რუსეთის პოზიციას. მართალია ამის გამო, ისინი ქართულ პრესაში "გაზპრომის" მიერ მოსყიდულებად გამოაცხადეს, რის გამოც გერმანიის საელჩომ ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100