RSS
на русском en in english
23.03.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ნოღაიდელი: საჭიროა რუსეთთან დალოგი ყოველგვარი წინაპირობის გარეშე

30.10.2009  |  14:15

4426.jpegუკვე წელიწადზე მეტია საქართველოს ოპოზიციური მოღვაწეები საუბრობენ რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის აუცილებლობის შესახებ, თუმცა, ისევე როგორც მმართველი უმრავლესობის წარმომადგენლები, ისინიც ხშირად დადიან ვიზიტებით ამერიკაში. პირველი, ვინც აგვისტოს ომის შემდეგ გარისკა რუსეთის დედაქალაქში ჩასვლა, არის ოპოზიციური "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ნოღადელი. მან ჩვენი კორესპონდენტის კითხვებს უპასუხა.

როგორც ცნობილია, საქართველოში ბევრი ოპოზიციური მოღვაწეა. მხოლოდ ოპოზიციური პარტიების რიცხვი 20-ს აჭარბებს. მათ შორის არ არსებობს პოლიტიკოსი, რომელიც არ აკრიტიკებს სააკაშვილს აგვისტოს ავანტურის გამო და არ ცდილობს ამომრჩევლის დარწმუნებას, რომ მისი პარტია ნამდვილად შეძლებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და მოსკოვთან ურთიერთობების მოწესრიგებას. ბოლოსდაბოლოს, ორივე დაპირება საქართველოს მოსახლეობის სურვილს შეესაბამება.

მოსკოვთან დიალოგის აღდგენის პირობის შესრულებნას პირვეილ ზურაბ ნოღაიდელი შეეცადა. ის ჩავიდა მოსკოვში, შეხვდა ქართული, ოსური და აფხაზური დიასპორის წარმომადგენლებს.

ჯერ კიდევ დედაქალაქში ვიზიტამდე მან განაცხადა, რომ აპირებს იმუშაოს სახალხო დიპლომატიის ხაზით. როგორც ქართველი პოლიტიკოსების უმეტესობა, ნოღაიდელი თავისი ქვეყნის პრიორიტეტად დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას მიიჩნევს. მაშინ რით გამოირჩევა ეს მოღვაწე მიხეილ სააკაშვილისგან, რომელმაც უკვე სცადა ამ რეგიონების დაბრუნება, ახლა კი ვერ ეგუება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას?

ზურან ნოღაიდელი გვთავაზობს არა ტერიტორიების, არამედ ხალხის დაბრუნებას. ამისთვის, მისი აზრით, პირველ რიგში არის საჭირო ხალხს ერთმანეთს ნდობა დაუბრუნდეს, განხორციელდეს ერთობლივი ეკონომიკური პროგრამები და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ტერიტორიების შეერთებაზე ფიქრი.

როგორია რუსეთის როლი კავკასიის ხალხებს შორის ამ დიალოგში? ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვარაუდობს, რომ, რუსთთან კონფრონტაციის დროს შეუძლებელია აფხაზებთან და ოსებთან დიალოგის წარმოება. თავისი აზრები ნოღაოდელმა ვიდეო-ხიდის დროს გადმოსვა და ქართველ და რუს ჟურნალისტებს საკმადო ბევრი კითხვა ჰქონდათ დაგროვილი.

ნოღაიდელმა მაშინვე მკაფიოდ აღწერა თავისი ვიზიტის ვითარება. მოყვა, რომ ოსურ და აფხაზურ დიასპორასთან შეხვედრების ორგანიზებაში მას დაეხმარა საქართველოს ერების ასამბლეის ხელმძღვანელი გოჩა ძასოხოვი. რატომ არის აუცილებელი ასეთი დიალოგი? რომ მოილაპარაკონ იმის გარანტიებზე, რომ ომი აღარ განმეორდება, განარტა პოლიტიკოსმა.

ნოღაიდელლის აზრით, შეხვედრებმა კონსტრუქციულად ჩაიარა. ჟურნალისტის კითხვებზე, თუ რატომ არ შესთავაზა მან ეკონომიკური პროგრამები, რომელბიც აფხაზებთან და ოსებთან ურთიერტობის დალაგებაში მოეხმარებოდა, როდესაც ის ხელისუფლებაში იყო, ნოღაიდელმა უპასუხა:

-მე ვამაყობ წლებით, რომლებიც პოლიტიკაში გავატარე. ეს იყო ძალინ რთული პერიოდი ეკონომიკისა და ფინანსების მხრივ. ხალხი ამას გაგებით ეპყრობა. ახლა მოვიდა ამ საკითხვების ეკონომიკურ ჭრილში გადაწყვეტის დრო. ხალხის უმეტესობა დარწმუნებულია, რომ საჭიროა მომავლით დავკავდეთ და არა - წარსულით.

გუშინ ოპოზიციონერი შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს. იმის გათვალისწინებით, რომ აგვისტოს მოვლენების შემდეგ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილია, რუსეთის ხელისუფლებამ კი არაერთხელ განაცხადა, რომ არ აპირებს საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასთან არანაირი დიალოგის წარმოებას, ოპოზიციონერთან შეხვედრა საკმაოდ შესამჩნევი მოვლენა იყო. ეს იმის დასტურია, რომ ქართულ-რუსულ ურთიერთობები ყინული შეიძლება დაიძრას.

ნოღაიდეილ თვლის, რომ მთავარია რუსეთთან მოლაპარაკებები რაიმე წინაპირობის გარეშე. ქართველმა სტუმარმა აღნიშნა, რომ როგორც ოპოზიციონერს მშვენივრად ესმის: საქართველოში არის სააკაშვილის კანონიერი ხელისუფლება და მოლაპარაკებები სახელმწიფო დონეზე შესაძლებელია მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100