RSS
на русском en in english
25.03.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

საქართველოში მედიცინა მომგებიანი ბიზნესია

02.11.2009  |  12:58

4440.jpegსაქართველოში  ავადმყოფობა არ შეიძლება. ასეთ დასკვნამდე მიხვალთ  თუკი გააანალიზებთ ქართული  ჯანდაცვისა და სამედიცინო განათლების სისტემების მდგომარებას.

უკანასკნელი,ახლახან მომხდარი ამბავი ამ აზრს ადასტურებს. თბილისის მეოთხე სამშობიარო სახლში გარდაიცვალა ახალშობილა. როგორც თავად მშობიარემ უპასუხა ჟურნალისტებს, სამშობიარო სახლში მისვლილას მას უთხრეს, რომ აუცილებელიიყო საკეისროს კვეთის გაკეთება, სხვანაირად ვერ გააჩენდა. ანალოგიოური რჩევა მისცა მას რაიონის გინეკოლოგმაც.

"მაგრამ მშობიარობის მიმღებმა ექიმმა და მეანმა არ გამიკეთეს საკეისრო. მშობიარობის შემდეგ კი მითხრეს, რომ ბავშვი დაიღუპა",- განუცხადა  ჟურნალისტებს ქალმა. ექიმები  ამტკიცებენ, რომ ბავშვი ცოცხალი  დაიბადა, მას პულსი ესინჯებოდა, მაგრამ არ გაიხსნა ფილტვები და სწორედ ამიტომ დაიღუპა.

რით დასრულდება ეს შემთხვევა და იკისრებენ  თუ არა პასუხისმგებლობას ექიმები, ძნელი სათქმელია, მაგრამ ანალოგიური შემთხვევები  არც ისე იშვიათია და ჯერჯებით არცერთი ექიმი არ დასჯილა  სერიოზულად.

ფაქტები თავად მეტყველებენ. კიევ ერთი მაგალითი მოიყვანა გარდაბანის რაიონის ერთ-ერთი სოფლის მოხუცმა აზერბაიჯანელმა მაცხოვრებელმა. მისი რძალი თავის ტკივილებს უჩიოდა და ის თბილისის სარაჯიშვილის სახელობის ნევროლოგიური კლინკის ექიმს აჩვენებს. კლინიკაში მას ოპერაციის გაკეთება ურჩიეს და ისიც დათანხმდა, მაგრამ ოპერაციის შემდეგ ქალი ვეღარ ადგა ლოგინიდა. ის ჯერ კიდევ რანიმაციის განყოფილებაში და მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ახლობლებმა სცადეს ექიმებისგან ახსნა-განმარტების მიღება, მაგრამ მათ უარი თქვეს ავადმყოფობის ისტორიის ჩვენებაზე.

ნათესავებმა ბევრჯერ მიმართეს ჯანდაცვის  სამინისტროს, ითოხვდნენ  ავადმყოფის დამოუკიდებელ გამოკვლევას სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ლაბორატორიაში, მაგრამ დაზარალებულთა მიმართვებზე  ჯანდაცვის სამინისტროს  არანაირი რეაგირება არ მოუხდენია. ნათესავებმა კი ავადმყოფის მკურნალობაზე უკვე დახარჯეს 50 000 ლარი. ისინი ხომ არა მხოლო ოპერაციისთვის იხდიან. ყოველდღიურად საავადმყოფოში ყოფნისთვის, მით უმეტეს, რეანიმაციულ განუოფლებაში, სადაც მკურნალობა ბევრად უფრო ძვირი ღირს.

უნებურად  ჩნდება აზრი, რომ ექიმები კოლეგიალურობის გამო ერთმანეთს გამომუშავების საშუალებას აძლებენ. საკმარისია პაციენტმა გარკვეული ჩივილებით მიმართოს კონკრეტულ სპეციალისტს, რომ ის, ავადმყოფის გასინჯვისა და გამოკვლევის ჩატარების შემდეგ აგზავნის მას სხვა სპეციალისტთან, თანაც უსახელებს "ძალიან კარგი ექიმის" სახელმსა და გვარს და ურჩევს, რომ სწორედ მას მიმართოს.

ასე ავადმყოფი  ჯაჭვისებურად მოივლის უამრავ სპეციალისტს და საბოლოოდ ან მიიღებს ზუსტ დიაგნოზს, ან ვერა. სამაგიეროდ მისი საფულე, ჯიბე და საბანკო ანგარიშები ცარიელდება, ან სულაც ვალებში  ვარდება, საიდანაც ვერასოდეს გამოძვრება. ეს ნოუ-ჰაუ უკვე დიდი ხანია გამოცდილია "ცივილიზებულ" დასავლეთში და იქ "წრეზე გაშვებას" ეძახიან. როგორც ჩანს, ქართველი მედიკოსები ძალიან მალე გაცივილურდნენ და სრულყოფილად ფლობენ პაციენტის ჯიბის გასუფთავების პრაქტიკას.

წყლის ორი წვეთივით ერთმანეთის მსგავსი შემთხვევა მოხდა თბილისში ორ საბავშვო კლინიკაში. იაშვილის სახელობის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიიყვანეს პატარა ბიჭი "აპენდიციტის შეტევის" დიაგნოზით. იგივე ეჭვები ჰქონდა 6 წლის ბიჭის ბებიას, განათლებით მედდას. მაგრამ საავადმყოფოს მიმღებ განყოფილებაში რატომღაც ეჭვი შეიტანეს, გამოიძახეს მორიგე ქირურგი, რომელმაც ასევე დაადასტურა, რომ ბავშვს შეიძლებოდა აპენდიციტი ჰქონოდა.

ქირურგს არ მოუსმინეს, მშობლებს უთხრეს, რომ ეს უფრო მუცლის ვირუსს გავდა და ბავშვი თერაპიულ განყოფილებაში დააწვინეს. იქ მას გაუკეთეს კუჭის  გამორეცხვა და ვენაში ფიზიოლოგიური ხსნარი გაუკეთეს. შემდეგ ბიჭი სახლშუ გაუშვეს. სახლში ის ბუარესად გახდა, კვლავ მიიყვანეს იმავე საავადმყოფოში. მორიგე უკვე სხვა ექიმი იყო, რომელმაც მშობლებს შეატყობინა, რომ აპენდიციტი უკვე გასკდა და დაიწყო პერიტონიტი.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100