RSS
на русском en in english
30.03.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

სხვებისთვის სამაგალითოდ ჩახალიანს ციხეში დატოვებენ

03.11.2009  |  10:09

4450.jpegსაქართველოს სააპელაციო სასამართლომ, ძალაში დატოვა ჯავახკის აქტივისტის ვააგან ჩახალიანის განაჩენი, რომელსაც 10 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. საქმეს ყურადღებით აკვირდებოდნენ საფრანგეთის სომხური ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს დამკვირვებლები. მაგრამ, მათ მიერ აღნიშნული ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, არავინ გაითვალისწინა. საქართველომ გადაწყვიტა, ყველა ძალის გამოყნებით ციხეში დატოვოს სომეხი, რათა ვინც შეეცდება ნაციოალურ უმცირესობათა უფლებების დაცვას, ეს იყოს მათთვის სამაგალითო.

საქართველოს სააპელაციო სასამართლოს  გადაწყვეტილება, მოსალოდნელი იყო. 10 წლით გასამარლებული ჯავახკის პოლიტიკური აქტოვისტის ვააგან ჩახალიანის და დაჯარიმებული მისი ოჯახის წევრების - მამისა და ძმის განაჩენი - ძალაში რჩება.

სხდომა  მაჯერად, ძალიან სწრაფად ჩატარდა. მოსამართლეებმა ჩახალიანის ადვოკატების - ქართველი ნინო ანდრიაშვილისა და სომხეთის მოქალაქის სტეპან ვოსკანიანის დასაცავ არგუმენტბს მოუსმინეს, შემდეგ ოციოდე წუთი ითათბირეს და გამოიტანეს ვერდიქტი. ახლა უკვე ადვოკატები მის გასაჩივრებას უზენაეს სასამართლოში აპირებენ, შმედგომ კი საჩივარს სტრასბურგის ადამიანის უფელაბათა სასამართლოში შეიტანენ.

შეგახსენებთ, რომ ვააგან ჩახალიანი გასამართლებულია არეულობების ორგანიზების, პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის და იარაღის შენახვის გამო.

ადვოკატები  დარწმუნებულები არიან, რომ  პისტოლეტი მას ჩაუდეს. პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეებმა, უარი განცხადეს იარაღის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარებაზე. საქართველოს სააპელაცი სასამართლოსაც სურდა მის გარეშე გამომძვრალიყო, ვინაიდან პირველი სხდომიდან ორი თვის განმავლობაში არ მოიძებნა ადამიანი, რომელიც ნივთმტკიცებას ლაბორატორიამდე მიიტანდა.

როგორც  გაზეთი "ერკრამას"-ი წერს, ადვოკატ ანდრიაშვილს არ დართეს უფლება დასწრებოდა ექსპერტიზას. შედეგად კი  გაირკვა, რომ ჩახალიანის "თითის ანაბეჭდები" პისტოლეტზე ვერ აღმოაჩინეს, რაც შენახვის სიძველით ახსნეს, აი  ბრალდებულის შარვალი და იარაღის ბუდე კი, ექსპერტების მტკიცებით ეხებოდნენ ერთმანეთს.

ბოლოს და ბოლოს, ანდრიაშვილმა გადაწყვიტა ექსპერტიზის მონაცემები არ ჩართოს მტკიცებულებების სიაში, ვინაიდან არ დაუჯერა მათ. მოსამართლეებმა ამის შესახებ გახსენებაც კი არ ინებეს. არადა სომეხი აქტივისტისთვის  იარაღის კუთვნილება - ბრალდების ერთერთი მთავარი პუნქტია.

ჩახალიანმა  ორი კვირის წინ, უარი განაცხადა სხდომებში მონაწილეობის მიღებაზე. მის გაგება ადვილია: მოსმენის თარგმანი, ქართულიდან სომხურად პრაქტიკულად არ ხორციელდებოდა.

როგორც  იტყობინება რადიო "გოლოს არმენიის" კორესპონდენტი, "მოსმართლეები და ქართველი - ადვოკატები რამოდენიმე წუთის განმავლობაში ლაპარაკობენ, თარჯიმანი უსმენს და ერთნახევარ ფრაზას წარმოთქვამს". როდესაც მას რამდენჯერმე ჩაეკითხნენ სხდომის სომხურ ენოვანი მონაწილეები, მან უპასუხა, რომ ეს "უმნიშვნელოა" ან თავიდან იცილებდა მათ ერთი-ორი სიტყვით. "ამსთან ერთად მოსამართლები ძალიან ხშირად ერთმანეთს შორის ხმამაღლა საუბრობდნენ და ამ ფონზე რაიმეს გაგონება შეუძლებელი იყო".

 ხელისუფლებამ  არ დაუშვა მოსმენებზე  ჩახალიანის ფრანგი ადვოკატი - პატრიკ არაპიანი. თუმცა,  კი ქართული სამაეთლიანობის  მოხიბლავ მხარეებს აკვირდებოდა  იურისტი, საფრანგეთის სომხური  ორგანიზაციების საკოორდინაციო  საბჭოს დამკვირვებელი, ევროპის საბჭოს სამართლებრივი საკითხების მართვის ექსპერტი ფილიპ კალფაიანი.

სწორედ  მისი კრიტიკის შედეგი იყო, რომ ბოლოს და ბოლოს ჩატარდა იარაღის ექსპერტიზა. თუმცა კი, პროცესის მიმდინარეობისას დაშვებულ დარღვევებზე მან გავლენის მოხდენა ვერ მოხერხა. კაფალიანმა ივარაუდა, რომ სომხების მიმართ ამაგვარი დამოკიდებულება, უკანასკნელ რუსეთ-საქარველოს ომთანაა დაკავშირებული, რომლის დროსაც ჯავხკის სომხებმა უარი თქვეს საქართველოს ჯარის შემადგენლობაში, მონაწილეობა მიეღოთ საომარ მოქმედბებში.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100