RSS
на русском in english
21.11.2009
არხივი ანალითიკა
  • ბავშვები სამხრეთ ოსეთშიც ბავშვები არიან 20.11.2009 10:39 ქართველ მოზარდებს ახალი წლის შეხვედრა ოსეთის ციხეში მოუწევთ. თუკი რა თქმა უნდა საერთაშორისო საზოგადოება, რომელიც მათ გამალებით იცავს, არ მიაღწევს დათმობებს. უცხოელი პოლიტიკოსების უსამართლობით აღშფოთებულები არიან ოსების დედები. მათი ბავშვებიდან ყველა უმცროსი, რომელიც ქართველებმა ერთი წლის წინ გაიტაცეს, 15 წლის იყო და მას შემდეგ არც გაეროს და არც ევროკავშირის საპარლამენტო ასამბლეას ამაზე რეაგირება არ მოუხდენია. როგორც ჩანს, თანაგრძნობა დასავლეთში ამორჩევითი ხასიათისაა.
  • აფხაზეთის უპასუხო ქრისტეს სიყვარული 19.11.2009 10:50 ქართული და რუსული ეკლესიებისადმი, აფხაზეთის ეკლესიის გაზვნილი, უგულებელყვეს. რუსეთის მართლამდიდებლურ ეკლესიას, შეხედულებები არ შეუცვლია, ქართველი პატრიარქის ტერიტორიების მიმართ,. საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში ფიქრობენ, რა უპასუხობ ამ ”ბოდვას”. ნუთუ, შველას ”აფხაზეთის ეკლესიის კანონიკური სტატუსის აღსადგენად” ამაოდ ითხოვდნენ აფხაზი მღვდლები ?
  • პარლამენტი შესაძლოა კვლავ ოპოზიციის გარეშე დარჩეს 19.11.2009 10:36 ქართველმა პარლამენტარებმა ისტორიაში გარკვევა ვერ შეძლეს. საპარლამენტო კომისია, რომელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სიკვდილის გარემოებებს იძიებს, დაიწყო თუ არა მუშაობა, უკვე ჩიხში აღმოჩნდა. მმართველი პარტიის დეპუტატმა ბეჟან ხურციძემ განაცხადა, რომ შეწყვეტს კომისიაში მუშაობას, თუ კი კომისიას საგამოძიებო სტატუსი არ მიენიჭება. ანალოგიური მოთხოვნა დააყენა გუშინ, პირველი პრეზიდენტის შვილმა კონსტანტინე გამსახურდიამ.
  • გოჩა ძასოხოვი: ბავშვების გულისთვის აუცილებელია კეთილი ნების გამოვლენა 17.11.2009 10:46 სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაკავებული ქართველი მოზარდების ისტორია ახალ დეტალებს იძენს. როგორც ჩვენს კორესპონდენტს ოსური წარმოშობის ქართველმა ბიზნესმენმა გოჩა ძასოხოვმა უთხრა, რომელიც ახლა საქართველოს ხალხის მსოფლიოს ასაბმლეას უდგას სათავეში, მან დაიწყო მოლაპარაკებები სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებასთან ამ საკითხთან დაკავშირებით.
  • დებატების პროცესში მყოფი პოლიტიკა - ახალი გამოცდა 16.11.2009 08:56 საქართვლოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სარგებლობს რა პოლიტიკური სიმშვიდით, ყოველ ღონეს ხმარობს, რომ სიტუაცია, კიდევ უფრო დაამუხრუჭოს. ამ დღეებში მან, განათლების მინისტრს დაავალა საპარლამენტო ოპოზიციის ინიციატივის გაცნობა. არასაპარლამენტო ოპოზიცია კი, უფრო სწორედ მისი რადიკალური ფრთა, ბრძლის ახალი ეტაპისთვის ემზადება.
  • ქართული პოლიტიკის ბლიც-თამაშები 13.11.2009 11:22 ახლახანს წამოწყებული, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამომძიებელი კომისიის მუშაობა, უკვე შეფერხდა. ერთერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ის უარს აცხადებს უფლeბამოსილებებზე თუ კომისიას არ მიანიჭებენ საგამოძიებო ორგანოს სტატუსს. რაც, ორი ყოფილი სახელმწიფო უშიშროების მინსტრის - იგორ გიორგაძისა და შოთა კვირაიას დაკითხვის საშუალებას მისცემს მათ.
  • საქართველოს ისტებლიშმენტის პოლიტიკური ფობიები 12.11.2009 10:51 საქართველო გამოირჩევა საჯარო სკნდალებისადმი, განსაკუთრებული მისწრაფებით. ასე რომ, პოლიტიკური მიჩუმბის ფონზეც კი, მორიგი სკანდალი ატყდა. ამჯერად საინფორმაციო. აჭარის ექს-ლიდერი ასლან აბაშიძე უკრაინულ მასმედიას ადანაშაულებს პროვაკაციაში. მათ გამოაქვეყნეს ინტერვიუ, რომლეიც სინმდვილეში არ შემდგარა.
  • ოპოზიცია სასამართლოთი ემუქრება სააკაშვილს 11.11.2009 18:39 ქართველები - არტისტული და გამჭრიახი ხალხია. ამას ვერ შეედავბი, მაგრამ ახლა შემოქმედებით პოტენციალზე მოთხოვნა არ არის. კრეატიულობის დემონსტრირება მხოლოდ პოლიტიკაში უწევთ. ამ დარგში კონკურენცია დიდია. ვროპა და ამერიკა პერიოდულად, გაოგნებულია ხოლმე ქართველი პოლიტიკოსების "შემოქმედებით". მაგალითად, ახლახანს ლეიბორისტულმა პარტიამ გაეროს სთხოვა გამოიძიოს ქვეყნის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის მოღვაწეობა. თუ რამდენად რეალურია ეს, GeorgiaTimes-ის კორესპონდნტი არკვევდა.
ანალიტიკა
ბრძოლა მერის სავარძლისთვის 03.11.2009  |  18:32

4464.jpegქართული ოპოზიცია ამ შაბათს აპირებს  საპროტესტო აქციის ჩატარებას. თუმცა, საქართველოში უკვე ყველა  დარწმუნებულია, რომ ქუჩის  პოლიტიკის ადგილი დღევანდელობაში აღარ არის. მიტინგი, ალბათ, უბრალო ტრადიციაა. სინამდვილეში კი ოპოზიციამ მთელი ძალები გადართო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. თუმცა აქაც საკმაოდ ნაცნობი სურათია. თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია აპირებს საკუთარი კანდიდატის წამოყენებას თბილისის მერის პოსტზე.

რადიკალური  ოპოზიციის ნაწილი აპირებს  მორიგი საპროტესტო ტალღის დაწყებას 7 ნოემბერს. ეკა ბესელია თვლის, რომ ყველა ოპოზიციური გაერთიანება მხარს დაუჭერს ქუჩის საპროტესტო აქციების ინიციატივას. მისი თქმით, ეს დღე ოპოზიციის ყველა ძალას აერთიანებს. ოპოზიციის ღონისძიებები ჩატარდება რუსთაველის გამზირზე, შსს-სა და ტელეკომპანია "იმედის" შენობების წინ.

თუმცა ტრადიციულ ქუჩის პოლიტიკასთან შეერთებას ჯერ არ აპირებენ რესპუბლიკელები, "ახალი მემარჯვენეები" და არც ზურაბ ნოღაიდელის მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის". ექსპერტები ერთმანეთს ეთანხმებიან, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ძირითადი ბრძოლა მოსალოდნელია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე.

ირაკლი  ალასანიამ უკვე განაცხადა, რომ აპირებს თბილისის მერის  პოსტზე კენჭისყრას. არავის ეეჭვება, რომ ოპოზიციონერები აპირებენ თავად სააკაშვილის  პოლიტიკური გზის გამეორებას. პრეზიდენტობამდე ის ხომ საკრებულოს თავმჯდომარე იყო.

თუმცა კანდიდატები, როგორც ყოველთვის, ბევრია. დღეს ქართულ მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ  არასაპარლამენტო ოპოზიცია გაჩეჩილაძეზე დებს ფსონებს.

გაჩეჩილაძეს ემხრობა ოპოზიციის რადიკალური ფრთა - "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო" ნინო ბურჯანაძის ლიდერობით, ირაკლი ოქრუაშვილის პარტია "ერთიანი საქართველოსთვის",კონსერვატორები და პარტია "საქართველოს გზა", რომელსაც სათავეში უდგას საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი.

არასაპარლამენტო ოპოზიციაში უკმაყოფილება გამოიწვია ირაკლი ალასანიას კანდიდატურის წამოყენებამ. თუკი ალასანია გაიმარჯვებს, ის გახდება საქართველოს პრეზიდენტობის პოტენციური კანდიდატი. ამიტომაც, ისეთ ოპოზიციურ მოღვაწეებს როგორიც ბურჯანაძე და ოქრუაშვილი არიან, არ აწყობთ პოლიტიკური პროცესების მიღმა აღმოჩენის პერსპექტივა.

თავად ირაკლი ალასანია და მისი მომხრეები  ჯერჯერობით თავს იკავებენ ოპოზიციის რადიკალური ნაწილის  გაერთიანების თაობაზე კომენტარების გაკეთებისგან.

ახლახან კონსერვატიულმა პარტიამ  პრაიმერიზის მეთოდიც კი შესთავაზა ოპოზიციონერებს ერთიანი კანდიდატურის გამოვლენისთვის. განხილვის შემდეგ თითქოსდა ყველა პარტია დათანხმდა  ამას.

"მერობის  კანდიდატი "სახალხო პარტიიდან" ვარ მე,- განაცხადა ამ პარტიის  ლიდერმა კობა დავითაშვილმა,- მოვუწოდებ ყველა კანდიდატს, ვინც დასახელებულია უკვე, ვგულისხმობ ალასანიას ან მას, ვისაც არჩევნებში სურს მონაწილეობის მიღებას, აქტიურად ჩაერთოს ოპოზიციისგან ერთიანი კანდიდატის გამოვლენის პროცესში პარიმერიზის გზით".

მაგრამ  საერთო კანდიდატი ჯერ არ დაუსახელებია ოპოზიციას. იმედი გვაქვს, რომ ეს საკითხი მალე მოგვარდება.

თუკი  ოპოზიციის ნაწილი გაერთიანდება და მერის პოსტზე წამოაყენებს  ლევან გაჩეჩილაძეს, არავინ იცის როგორ მოიქცევა ირაკლი ალასანია.

ამასობაში, არც საპარლამენტო ოპოზიციაა  უმოქმედოდ. საპარლამენტო უმცირესობისა და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაპბის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ მისი პარტია აქტიურ კონსულტაციებს ატარებს თბილისის მერის პოსტზე წამოსაყენებელი კანდიდატურის შესარჩევად.

"ჩვენი  მიზანია არჩევნებზე წარვადგინოთ  ისეთი ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, რომლის სახელიც დაკავშირებული იქნება შენებასთან და არა ნგრევასთან",- განაცხადა თარგამაძემ.

Print version

საკუთარ ბლოგზე განთავსება
ასლის გადაღება -კოდი ბლოგში ჩასასმელად
1
 2
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link :
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100