RSS
на русском en in english
26.03.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

დებატების პროცესში მყოფი პოლიტიკა - ახალი გამოცდა

16.11.2009  |  08:56

4566.jpegსაქართვლოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სარგებლობს რა პოლიტიკური სიმშვიდით, ყოველ ღონეს ხმარობს, რომ სიტუაცია, კიდევ უფრო დაამუხრუჭოს. ამ დღეებში მან, განათლების მინისტრს დაავალა საპარლამენტო ოპოზიციის ინიციატივის გაცნობა. არასაპარლამენტო ოპოზიცია კი, უფრო სწორედ მისი რადიკალური ფრთა, ბრძლის ახალი ეტაპისთვის ემზადება.

საქართველოს ოპოზიციის რიგებში, რომელიც არც არსოდეს გამოირჩეოდა ერთობით, მორიგი განხეთქილებაა. ამ დროისათვის მკაფიოდ გმოიკვეთა ორი ფრთა. პირველი - ისინი ვინც მზად არიან ხელისუფლებასთან დიალოგი აწარმოონ და დაელოდონ მორიგ არჩევნებს. მეორე კი რადიკალები - რომლებიც, თავს იტეხენ ახალი სტრატეგიის შემუშავებაზე, დასახული მიზნების მისაღწევად.

ოპოზიციაში განხეთქილება, მმართველი ელიტისთვის განსაკუთრებულად ხელსაყრელი გამოდგა. ხელისუფლება საკუთარი გამარჯვების დემონსტრირებას ახდენს და უარის თქმას აპირებს იმ დათმობებზეც, რომლებზედაც, სულ ცოტა ხნის წინ თითქოს და მზად იყო. მაგალითად, თუ კი ადრე ითვლებოდა, რომ მთავრობა მზადაა ოპოზიციას მუნიციპალურ დონეზე დაუთმოს ძალაუფლება, ამჟამად უკვე ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

როგორც წერდა GeorgiaTimes, "ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ არაერთხელ გამოთქვა, დედაქალაქის მერად ბალატირების სურვილი. რათა შემდგომ ამ პოსტიდან გაგრძელებინა ბრძოლა ხელისუფლებასთან. ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ ოპოზიციურ მოღვაწეებს, თავად მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური გზის განმეორება სურდათ. პრეზიდენტობამდე ის ხომ, საკრებულოს (ქალაქის სათათბირო) თავმჯდომარე იყო. თუმცა, ქართული მასმედია ახლა უკვე იტყობინება, რომ ირაკლი ალასანიამ შესძლოა უარი თქვას, თბილისის მერის პოსტისათვის ბრძოლაზე.

ქვეყნის ხელისუფლებას, საარჩევნო რეფორმის განხორციელების სურვილი გაუჩნდა. რის შესაბამისადაც, თბილისში მერის პირდაპირი არჩევნებისას შესაძლოა გაუქმდეს ეგერეთ წოდებული საარჩევნო ბარიერი, წერს გაზეთი "რეზონანსი". ოპოზიციისთვის ამგვარი პრინციპი იმდენად მიუღებელია, რომ შესაძლოა "ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, უარი თქვას მერის პოსტისათვის ბრძოლაზე.

ბარიერის მოხსნა ნიშნავს, რომ არჩევნებზე გაიმარჯვებს ის, ვინც უბრალოდ ყველაზე მეტ ხმას მოაგროვებს. ოპოზიციის აზრით, ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ოპოზიცია რამოდენიმე კანდიდატურას წარმოადგენს, რომლებიც ერთმანეთს ხმის გარკვეულ ნაწილს წაართმევენ და შედეგად მთავრობის ფავორიტო გაიმარჯვებს.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, მიხეილ სააკაშვილმა, იგრძნო თუ არა თავი გამარჯვებულად, ოპონენტებთან მინიმალურ დათმობებზე წასვლის სურვილიც კი გაუქრა. მაგრამ, როგორც პროფესიონალი "ფიარშიკი" ის "დემოკრატის" იმიჯზე კვლავაც მუშაობს. ამ დღეებში, როგორც სს GHN გადმოსცემს, სააკაშვილმა - განათლების მინისტრ ნიკა გვარამიას და ჯანდაცვის მინისტრ ალექსანდრე კვიტაშვილს დაავალა, გაეცნონ საპარლამენტო ოპოზიციის - ქრისტიან-დემოკრატების ინიციატივას.

"ორიოდე დღის წინ, მე ქრისტიან- დემოკრატების წარმომადგენლებთან მქონდა შეხვედრა და მათ სრულიად კონკრეტული საკითხები დააყენეს ჯანდაცვისა და განათლების სფეროში. - განაცხადა პრეზიდენტმა.- მე ვთვლი, რომ მრავალი მათი წინადადება მართებულია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციამ ბევრი რამ უფრო ზუსტად გათვალა, ვიდრე ჩვენ. მაგრამ, ჩვენ იმის აღიარებაც უნდა შეგვეძლოს, რომ ზოგიერთი მათი იდეა მართებული და სასარგებლოა სახელმწიფოსთვის".

სააკაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ მთავრობა ვალდებულია ყური მიუგდოს ოპოზიციურ პარტიებს და გაცვალოს ინფორმაცია. თუმცა კი, სააკაშვილს სასურველი სიმშვიდის მიღწევა არ გამოსდის.

წყალს რადიკალები ამღვრევენ, რომლეთ რიცხვსაც სააკაშვილის რევოლუციური მეგობარები მიეკუთვნებიან - პარლამენტის ყოფილი სპიკერი ნინო ბურჯანაძე, რომელიც ამჟამად ოპოზიციურ "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო"-ს ხელმძღვანელობს და საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი, ფრანგული წარმოშობის ქართველი სალომე ზურაბიშვილი - ამჟამად "საქართველოს გზის" ლიდერი.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100