RSS
на русском en in english
17.01.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

პარლამენტი შესაძლოა კვლავ ოპოზიციის გარეშე დარჩეს

19.11.2009  |  10:36

4609.jpegქართველმა პარლამენტარებმა ისტორიაში გარკვევა ვერ შეძლეს. საპარლამენტო კომისია, რომელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სიკვდილის გარემოებებს იძიებს, დაიწყო თუ არა მუშაობა, უკვე ჩიხში აღმოჩნდა. მმართველი პარტიის დეპუტატმა ბეჟან ხურციძემ განაცხადა, რომ შეწყვეტს კომისიაში მუშაობას, თუ კი კომისიას საგამოძიებო სტატუსი არ მიენიჭება. ანალოგიური მოთხოვნა დააყენა გუშინ, პირველი პრეზიდენტის შვილმა კონსტანტინე გამსახურდიამ.

ჯერ კიდევ რამოდენიმე დღის წინ, კონსტანტინე გამსახურდია - ოპოზიციური პარტია "თავისუფლების" ლიდერი, ფრიად ოპტიმისტურად იყო განწყობილი. ის პარლამენტში დაბრუინდა და სათავეში ჩაუდგა მისი მამის - საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების გამომძიებელ დროებით კომისიას. მაშინ მან ჟურნალისტებსაც გაუზიარა სამომავლო გეგმები.

მისი სიტყვებით, კომისიის მუშაობა სამ ეტაპად დაიყოფა. დასაწყისში ის გამოითხოვს პირველ პრეზიდენტთან დაკავშირებულ ყველა იფიციალურ დოკუმენტს და ასვე აუდიო და ვიდეო მასალას. შედგენილი იქნება იმ პირების სია, ვისაც შეუძლია ამ სქმესთან დაკავშირებით, რაიმე ინფორმაციის მიწოდება. შემდეგ, შედგენილი იქნება საქათველო პირველი პრეზიდენტის სიკვდილი მიზეზების შესახებ დასკვნა

თუმცა, უკვე ერთი კვირის შემდეგ, კომისიამ მხოლოდ ერთხელ მოასწრო სხდომის ჩატარება, კონსტანტინე გამსახურდიამ კი განაცხადა, რომ შესაძლებელია არა ამარტო კომისიაში მუშაობაზე თქვას უარი, არამედ პარლამენტიც დატოვოს. ამის შესახებ, საქართველოს მასმედიის შეტყობინებით, განცხადება სანდრო ბრეგაძემ გააკეთა. მისი თქმით, კონსტნტინე გამსახურდია კვლავ უარს იტყვის სადეპუტატო მანდატზე, თუ კი კომისიას რეალური გამოძიების საშუალება არ მიეცემა.

საქმე იმაშია, რომ შექმნილი კომისია დროებითია და მას არ აქვს საგამომძიებო სტატუსი. ანუ მას არ აქვს შესაძლებლობა გამოიძახოს და დაკითხოს მაღალი თანამდებობის ჩინოვნიკები. "ჩვენ გვინდა, რომ დაიკითხოს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები. აღნიშნული კაზუსით უკვე ისარგებლა ექს-პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ და უარი განაცხადა კომისიისათვის ჩვენების მიცემაზე. ჩვენ ერთი თვის განმავლობაში დავაკვირდებით სიტუაციის განვითარებას, შემდეგ კი, დავაყენებთ დროებითი კომისიის საგამოძიებოდ ტრანსფორმაციის საკითხს. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, პიარ-კომპანიისთვის გამოგვიყენოს",- განაცხადა ბრეგაძემ.

ცოტა უფრო ადრე, დროებითი კომისიის სტატუსის შეცვლა, საპარლამენტო კომისიის სხვა წარმომადგენელმაც მოითხოვა - დეპუტატი მმართველი პარტიიდან ბეჟან ხურციძე. მან განაცხადა, რომ შეწყვეტს მუშაობას თუ კი კომისიას საგამოძიებო სტატუსი არ მიენიჭება. ის თვლის, რომ უნდა დაიკითხოს შევარდნაძის დროის საქართველო უშიშროების ორი ყოფილი მინისტრი - შოთა კვირაია და იგორ გიორგაძე.

როგორც GeorgiaTimes-ი იტყიბინებოდა კვირაიასა და გიორგაძის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სმარათლის საქმე და მათ საქართველოი შემოსვლა არ შეუძლიათ.

რაც შეეხება საქართველო ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს, მან ადრე განაცხადა, რომ მზად არის მისცეს ჩვენებები კომისიას. "მე ვიყავი ექსპერტიზის ჩატარების მომხრე ზვიად გამსახურდიას სიკვდილის გარემოებების გასარკვევად და ამიტომაც ვაპირებ ამ კომისიასთან თანამშრომლობას".- განუცხადა ცოტა ხნის წინ შევარდანძემ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ შევარდანაძის ზოგიერთი თანამებრძოლი თვლის, რომ "ჭაღარა მელას" აქვს შეხება გამსახურდიას სიკვდილთან. როგორც, ქართული მასმედია იტყობინება, აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე შეგვახსენებს, რომ შევარდნაძემ როგორღაც თქვა, რომ მას არაფერში არ სჭირდება ცოცხალი გამსახურდია, რის შემდეგაც პირველი პრეზიდენტი მოკლეს და თვითმკვლელობის ინსცენირება მოახდინეს.

მაგრამ, საქართველოში უმეტესობა თვლის, რომ შევრდნაძეს არაფერში სჭირდებოდა დამარცხებულ კონკურენტთან გასწორება. იმ დროს, ახალ პრეზიდენტს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ისედაც უამრავი პრობლემა ჰქონდა: ქუჩებში ავტომატებით მოსეირნე ადამიანებით დაწყებული, გაღატაკებული მოქალაქეებით დამთავრებული. ასე რომ, მას გამსახურდიასთან გასსწორებლად არ ეცალა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100