RSS
на русском en in english
30.03.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ხელისუფლება ოპოზიციას გატეხილ ვარცლთან ტოვებს

23.11.2009  |  09:04

4637.jpegსაქართველოს პოლიტიკა დიდი ხანია ვითარდება პარადოქსების საფუძველზე, რომელბსაც კონფლიქტებამდე მივყავართ. ახლაც პოლიკუტი სიმშვიდის ფონზე ახალი დაპირისპირება მწიფდება. გაზაფხულისგან განსხვავებით, ახლა ოპოზიცია მმართველ უმრავლესობას მოუწოდებს მოლაპარაკები მაგიდასთან დაჯდომისკენ, რათა გნიხილონ საამომრჩევლო კოდექსის რეფორმირება და უკვე ადანაშაულებს ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების ახალი სქემის შემუშავებაში.

ერთის მხრივ,ქვეყანა თითქოსდა გამოვიდა პოლიტიკური კრიზისიდან, ყოველ შემთხვევაში, მწვავე ფაზიდან მაინც. მეორეს მხრივ, ოპოზიცია არ აპირებს თეთრი დროშის აფრიალებას. თანაც ხელისუფლებამ, ამ რაუნდში გამარჯვების გაცნობიერების შემდეგ, საერთოდ აღარ მოისურვა მანამდე დაპირებულ დათმობებზე წასვლა. სიტუაცია პარადოქსულია.

საგაზაფხულო აქციების შუაგულში ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა, რათა ოპონენტები მოლაპარაკების მაგიდასთან დაესვა. მიხეილ საააშვილიც ხვდებოდა თავის ყოფილ მოკავშირეებს, რომლებიც ოპოზიციაში გადავიდნენ. მმართველი უმრავლესობის წევრებიც დიდი მონდომებით საუბრობდნენ ყველანაირ დემოკრატიულ დათმობებზე.

ხელისუფლებამ დედაქალაქის მერის პოსტიც კი გასწირა. ოპოზიციამ ეს ფაქტი კომენტარის ღირსადაც კი არ ჩათვალა. ყველა ოპოზიციური ფორმირების ლიდერს ხომ პრეზიდენტობის პრეტენზია აქვს. თუმცა თბილისის მერის თანამდებობაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, მის ხელში იქნება დედაქალაქის ელექტორატი.

შედეგად მოხერხდა გარკვეული კომპრომისის მოძებნა. ოპოზიციამ გადაწყვიტა ჯერჯრობით მცირე ლუკმას დაჯერდეს - თბილისის მერობის პირდაპირ არჩევნებს და საამომრჩევლო კოდექსის რეფორმირებას, რამაც უნდა დაიცვა მომავალი მუნიციპალური არჩევნები გაყალბებისგან.

ამ რეფორმირების კომისიის შექმნა კი რამდენჯერმე შეფერხდა. რადიკალები მაინც არ დათანხმდნენ მასში მონაწილეობის მიღებაზე, "ალიანსი საქართველოსთვის" და შუალედური ოპოზიციის იდევ რამდენიმე წარმომადგენელი კი უკვე რამდენიმე თვეა მუშაობს მმართველ გუნდთან ერთად.

ოპოზიციონერებმა უკვე დაასახელეს მერობის საკუთარი კანდიდატები. ამის შესახებ პირველმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა. "სახალხო პარტიიდან" კობა დავითაშვილი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. არაოფიციალური ინფორმაციით, ქრისტიან-დემოკრატების კანდიდატია გია ჭანტურია. ახლახან ზვიად ძიძიგურმაც წამოაყენა თავისი კანდიდატურა. ერთიანი კანდიდატის წარდგენა ოპოზიციის მხრიდან დღემდე აუხდენელ ოცნებად რჩება.

მმართველი უმრავლესობის ერთადერთი წარმომადგენელია თბილისის მოქმედი მერი გიგი უგულავა.

ექსპერტები არაერთხელ გვაფრთხილებდნენ: თუკი ოპოზიცია არ წარადგენს ერთ კანდიდატს, გამარჯვება მმართველი უმრავლესობის ადამიანის მხარეს იქნება. მაგრამ ამ პროგნოზების გათვალისწინებითაც კი, ხელისუფლებას არ სურს თუნდაც რაიმე შანსი დაუტოვოს ოპოზიციას.

კამათი ატყდა არჩევნების საპროცენტო ბარიერის თაობაზე. ოპოზიცია ითხოვს 50%-ანი ბარიერის დაწესებას, ხელისუფლება კი ჯიუტად იცავს 30%-ს. ანუ, ამგვარად მეორე ტურის ჩატარება გამოირიცხება.

როგორც მასმედია იუწყება, ამ დღეებში შედგა დავით ბაქრაძისა და ირაკლი ალასანიას შეხვედრა. ამ უკანასკნელმა ითხოვა 50%-ანი ბარიერის დაწესება, წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარი კანდიდატურის მოხსნით დაიმუქრა. ამან არც ისე ძალიან დაადარდიანა ბაქრაძე, რომელმაც ოპონენტს განუცხადა, რომ ხელისუფლებისთვის სულ ერთია მიიღებს თუ არა ის მონაწილეობას არჩევნებში.

შედეგად კონფლიქტი აღმასვლით წავიდა. მმართველმა უმრავლესობამ უარი თქვა კოდექსის რეფორმირებაზე მუშაობაზე, ახლა უკვე "ალიანსი საქართველოსთვის" მოუწოდებს მმართველ გუნდს პროექტში დაბრუნებისკენ.

რამდენიმე დღის წინ კი ოპონენტები, მოცემულ შემთხვევაში კოლეგები, კვლავ შეუდგნენ მუშაობას, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. მხარეები ვერ შეთანხმდნენ თბილისის მერის არჩევნების წესებზე, რის გამოც მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

"ალიანსი საქართველოსთვის" დათმობაზე წავიდა და 45%-ამ საპროცენტო ბარიერზე თანახმა იყო. თუმცა მაინც არ დათანხმდა ამას არავინ.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100