RSS
на русском en in english
19.01.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

„ვარდების რევოლუცია“- სამწუხარო შედეგები

24.11.2009  |  10:03

4650.jpegსაქართველო „ვარდების რევოლუციის" მეექვსე წლისთავს აღნიშნავს. ეს - დიდი ვადა არ არის. მომხდარის სრულფასოვნად შეფასებას, ალბათ მხოლოდ ჩვენი შვილები შეძლებენ. ჯერჯერობით კი, მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ: უსისხლოდ ხელისუფლების შეცვლით მოხიბლულმა მოქალაქეებმა, რომლებიც ცვლილებებს ელოდნენ, სწრაფადვე იგრძნეს „ვარდების რევოლუციის" ეკლებიც. ზოგიერთისთვის დღევანდელი დღესასწაული გულისამაჩუყებელია, ზოგისთვისაც ტრაგიკული, უმეტესობისთვის კი ეს - რელიგიური დღესასწაული გიორგობაა, რომელსაც ეთაყვანებიან მიუხედავად პოლიტიკური მისწრაფებებისა.

ექვსი წლის წინ საქართველოში „ვარდების რევოლუცია" მოხდა. ან შემთხვევით და ან რაღაცის ნიშნად ის, საქართველოს მრთლამადიდებლური ეკლესიის მთავარ დღესასწაულს - გიორგობას დაემთხვა. წმინდა გიორგი მრავალი საკუნეა საქართველოს მფარველად ითვლება.

მიხეილ სააკაშვილი არაერთხელ აცხადებდა, რომ „უფლის ნიშანია" ის რომ თბილისის და ბათუმის 2004 წლის 6 მაისის რევოლუციები წმინდა გიორგის დღეს მოხდა. ამჟამად მოქალაქეთა უმეტესობა ამჯობინებს, ამ დღეს პოლიტიკა დაივიწყოს და ძველი კეთილი ტრადიციის მიხედვით, ოჯახურ წრეში აღნიშნოს დღესასწაული.

საქმე იმაშია, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში „დემოკრატიის შუქურის" იმიჯი საქართველოს ძიერ შეელახა და ამ ექვსი წლის მანძილზე იმედგაცრუებული ქართველები რომლებმაც, დაკარგეს ოცნება საურველ თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე, დამოუკიდებლობაზე და კეთილდღეობაზე, ამჯობინებენ მათთვის საჭირბოროტო შეკითხვებზე პასუხი, ეკლესიაში ეძებონ. „ვარდების რევოლუციის" მეექვსე დაბადების დღის გარკვეული ტრაგიკომიზმის შემჩნევა, უკვე დაანონსებულ ღონისძიებებში შეიძლებოდა. ჩვეულებრივ, საქართველოში ამ დღეს სადღესასწაულო კონცერტები ტარდებოდა და დედაქალაქში მაღალი რანგის სტუმრები იკრიბებოდნენ. ოფიციალურამ უწყებამ კი, ამგვარი გეგმების შესახებ არაფერი არ გამოაცხადა. მხოლოდ იმის შესახებ იტყობინებოდნენ, რომ სააკაშვილი ორ ახალ ადგილს გახსნის. ცნობილია ასევე, რომ ოპოზიციური მოძრაობა „7 ნოემბერი „ აპირებს პრეზიდენტის კვალდაკვალ იაროს და დისკომფორტი შეუქმნან მას. ალბათ „ვარდების რევოლუციის" ამგავრი აღნიშნვა, ყველაზე უკეთესად ახასიათებს მის საორჭოფო შედეგებს.

როდესაც, ფერადი რევოლუციების შედეგებზე ვასაუბრობთ - ამაშიც როგორც ყოველთვის საქართველო პირველი იყო პოსტსაბჭოთა სივრცეში, ( მხოლოდ ერთი წლის შემდეგ მოხდა ნარინჯისფერი რევოლუცია უკრაინაში, შემდგომ კი ყირგიზეთში იყო იგივეს მცდელობა) - ზედმეტი არ იქნება გავიხსენოთ იოჰან ვოლფგანგ გოეთე: „მეზიზღება ყოველგვარი რევოლუციები, იმიტომ რომ ის არანაკლებ კეთლიდღეობას ანადგურებს, ვიდრე ქმნის".

XXI საუკუნეში არაფერი შეცვლილა. რევოლუციამ მოიტანა გარკვეული კეთილდღეობა, მაგრამ გარდაუვალი ნგრევაც. შემთხვევითი არ ყოფილა, რომ „ვარდების რევოლუციის" მეორე წლისთავისთვის, უკვე დაიწყო ქვეყანაში ოპოზიციური მიტინგები და პროტესტი.

რაც შეეხება კეთილდღეობას, ამის შესახებ დღევანდელ სადღესასწაულო ღონისძიებებზე ყველაზ უკეთესად, ალბათ მათავარი რევოლუციონერი - პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იტყვის, რომელიც დღესდღეობით პრაქტიკულად ყველა ყოფილმა მოხრემ მიატოვა. თუ კი 2004 წელს მას ხმა მოსახლეობის 96-მა პროცენტმა მისცა, ახლა ხალხი მის წასვლას ელოდება მოუთმენლად.

თუმცა, ალბათ უსამართლობა იქნება, რომ არ ვთქვათ - ამ ექვსი წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა ქვეყანაში. ის ვინვ ყოფილა დედაქალაქში 90-იან წლებში, გაოცებული დარჩება. ქალაქი თითქოს და ახლიდან დაიბადა. მოვლილი, მწვანე სკვერები შადრევნებით, ბავშვების სათამაშო ადგილებით, ლამაზი სკამებით. ბარებში და კაფეებში ახალგაზრდები ხმაურობენ, შეყვარებულები ხეივნებში სეირნობენ. ილუმინაცია თვალებს გჭრის - სრული კონტრასტია შევრდნაძის მმართველობის პერიოდთან, როდესაც მოსაღამოვებასთან ერთად ქალაქი იძინებდა, ვინაიდან ელექტროენერგია დღესასწაული იყო. მაგრამ სწორედ აქ ჩნდება მრვალმნიშვნელოვანი მაგრამ...

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100