RSS
на русском en in english
29.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

პოსტრევოლუციური მარტოობა

25.11.2009  |  09:25

4667.jpegთბილისში ჩაიარა ვარდების რევოლუციის მეექვსე წლისთავის აღნიშვნამ. ამჯერად ის ტრადიციული ქართული ფუფუნებისა და პომპეზურობის გარეშე ჩატარდა, უცხოელი სტუმრების გარეშეც კი. ახლა, ვარდების რევოლუციის დღის ზეიმის შემდეგ, შეიძლება მხოლოდ ის აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება.

თანაც ეს თავად სააკაშვილმა აღიარა. "ჩვენს ქვეყანაში ნამდვილი რევოლუცია არ დასრულებულა 2003 წლის 23 ნოემბერს; ის დაიწყო ექვსი წლის წინ და დღეს ისე სწრაფად მიმდინარეობს, როგორც არასდროს",- განაცხადა პრეზიდენტმა სტუდენტების ჯგუფთან შეხვედრისას. ლიბერალური, თავისუფალი და დემოკრატიული რევოლუცია დროშების ქნევა არ არის, თქვა მან.

"რევოლუცია ემსახურება იმას, რომ ხალხმა კიდევ უფრო მეტად აიღოს კონტროლი ლიდერებზე, რათა ხალხი გახდეს ქვეყნის მეპატრონე, რათა ხალხი გახდეს რომელიმე ცალკეულ ისტორიულ ფიგურაზე უფრო მნიშვნელოვანი",- განმარტა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, რევოლუცია ნიშნავს ღია ეკონომიკის საზოგადოების შექმნას, თავისუფალს ყოველგვარი კორუფციისგან, სადაც ბიუროკრატიული აპარატი ხალხის სამსახურში დგას. "ეს იყო ერთადერთი სწორი გზა, რომელიც მაშინ ქართველმა ხალხმა აირჩია... ამ გზიდან უკვე ვეღარ გადავუხვევთ",- დაასრულა სააკაშვილმა.

რევოლუციის მთავარი მიღწევა, პრეზიდენტის აზრით, არის კორუფციასთან ბრძოლა და ძლიერი პოლიციის შექმნა. ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა პრეზიდენტის ბოლო სიტყვებს ეთანხმება. კორუფციასთან ბრძოლას ხალხი მართლაც წარმატებულად მიიჩნევს. სხვა დანარჩენი კი ნამდვილად არ გამოუვიდა ხელისუფლებას.

სხვაგვარად დღესასწაულზე არ მოუწევდათ ოპოზიციონერების დაპატიმრება, რომლებიც იმუქრებოდნენ, რომ ყველგან გაყვებოდნენ სააკაშვილს და სტვენით გააცილებდნენ. შედეგად ახალგაზრდა რევოლუციონერებმა უბრალოდ ვერ მიაღწიეს თავისუფლების მოედნამდე, სადაც აქციის გამართვა იყო დაგეგმილი.

ოპოზიციონერები რუსთაველის გამზირზე მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი მიემართებოდნენ პროტესტის გამომხატავი პლაკატებით პარლამენტისკენ.

დღეს გაჩნდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა ოპოზიციონერებს სასამართლომ 500 ლარიანი ჯარიმების გადახდა დააკისრა. სასამართლომ განაცხადა, რომ ოპოზიციონერებმა დაარღვიეს კანონი "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ", რომელიც კრძალავს საპროტესტო აქციების ჩატარებას სახელმწიფო დაწესებულებებთან და ცენტრალური ავტომაგისტრალების გადაკეტვას. ამ კანონში შესწორებები საქარტველოს პარლამენტმა რამდენიმე თვის წინ მიიღო, მას შემდეგ რაც თბილისში შეწყდა მასობრივი საპროტესტო აქციები.

ჯერ კიდევ ზაფხულში პარლამენტმა პირველივე მოსმენით მისცა ხმა შესწორებების შეტანას, რაც მმართველის პარტიის მიერ იყო მომზადებული. გატვალისწინებული იყო მიტნგების ჩატარების წესების გამკაცრება, ადმინისტრაციული ჯარიმებისა და დაკავების ვადების გაზრდა. ხელისუფლების მიერ ინიცირებული შესწორებები კრძალავს ნებისმიერი პოლიტიკური აქციის ჩატარებას ადმინისტრაციული და სახელმწიფო შენობების 20 მეტრის რადიუსში.

დაზუსტებულია ასევე გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის წესები: ეს დაშვებულია მიტინგზე მხოლოდ საკმარისი რაოდენობის ხალხის ყოფნისას, როდესაც მანიფესტაციის ჩატარება სხვაგვარად შეუძლებელია. პატიმრობაში ყოფნის ვადა რიგი დანაშაულების გამო, მათ შორის პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის, წვრილი ხულიგნობის და მიტინგების კანონის დარღვევის, გაზრდილია 30-დან 90 დღემდე.

ოპოზიცია, რა თქმა უნდა, აპროტესტებდა, მაგრამ არავინ მოუსმინა. ასე რომ ქართველებისთვის ასეთი საყვარელი აქციები ფაქტიურად კანონით აკრძალულია. ბიუჯეტის შევსებაც ადვილად შეიძლება კრიზისულ პერიოდებში, თუ ყოველ ოპონენტს, რომელიც ტრადიციისამბერ გადაწყვეტს საპროტესტო აქციების ორგანიზებას, დააჯარიმებენ 500 ლარით.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100