RSS
на русском en in english
20.01.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

საქართველო დაკარგულ ოცნებას მისდევს

26.11.2009  |  09:23

4681.jpegმიხეილ სააკაშვილის მთავარი ოცნება და მთავარი დაპირება - ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლა - აუსრულებელია. თუკი მთელი ამ წლის განმავლობაში ქართველი ექსპერტები და ანალიტიკოსები მხოლოდ ვარაუდებს გამოთქვამდნენ, რომ საქართველო აგვისტოს ომის შემდეგ ვეღარ ეღირსება ნატოს წევრობას, ახლა ეს აშკარა გახდა.

ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, რომ ნატოს სამინისტროების შეხვედრაზე ბრიუსელში, რომელიც 4 დეკემბერს ჩატარდება, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის ჩართვა არ განიხილება. ამის შესახებ მან განაცხადა ვიდეო პრეს-კონფერენციაზე.

თანაც, როგორც გამოცდილმა დიპლომატმა, რომელმაც აშკარად კარგად იცის კავკასიური ხასიათის თავისებურებები, ნატოს გენერალურმა მდივანმა ბოლომდე არ დაანგრია საქართველოს ხელისუფლების სანუკვარი ოცნება.

მან დატოვა ალიანსში შესვლის იმედი. ის ხომ ბოლოს კვდება. აპატურაის თქმით, კომისიის სხდომაზე განიხილავენ, თუ რამდენად არიან თანახმა წევრი ქვეყნები საქართველოსა და უკრაინის ალიანსში მიღებაზე, მაგრამ ამის რეალიზება მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როდესაც ეს ქვეყნები მზად იქნებიან.

ანუ სურვილი ყველას აქვს, მაგრამ რეალობას ვერ შეედავები. საუბრები იმის შესახებ, რომ საქართველო და უკრაინა შეიძლება ალიანსში მაპის წარდგენის გარეშე მიიღონ, აბსოლუტური სიცრუე აღმოჩნდა. ყოველ შემთხვევაში, არავინ გაიხსენა ალიანსის წარმომადგენლების ეს დაპირება, რომელმაც რამდენიმე თვის წინ გაიჟღერა.

მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მთავრობა გამუდმებით ამტკიცებდა, რომ რუსეთთან გადატვირთვის გამო ამერიკა უარს არ იტყოდა საქართველოს მხარდაჭერაზე და ეს უკანასკნელი მაინც გახდებოდა ალიანსის წევრი, პოლიტოლოგებს მაინც ეჭვი ეპარებოდათ. ბი-ბი-სისთან ინტერვიუში ქართველმა ექსპერტმა ირაკლი ალადაშვილმა აღნიშნა, რომ ნატოს წარმომადგენლებმა მხოლოდ ის თქვეს, რომ მიესალმებიან საქართველოსა და უკრაინის სწრაფვას ალიანსში შესვლისადმი.

"მაგრამ ეს როფის მოხდება, არავინ აზუსტებს. აგვისტოს ომის სემდეგ კი ეს საკითხი კიდევ უფრო გართულდა. რაც შეეხება საქართველოს მოსახლეობის განწყობას, უნდა იტქვას, რომ უკვე იგრძნობა გარკვეული იმედგაცრუება. რა თქმა უნდა, არავის სურს დაძაბულობა. პირიქით, პოლიტიკურად უნდა დარეგულირდეს რუსეთთან და სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობები, რადგანაც არაფრით არ შეიძლება კიდევ ერთი ომი",- გამოთქვა ექსპერტმა სახალხო აზრი.

დღეს აპატურაის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ საქართველოს ნატოში შესვლის საკითხს ალიანსი არ განიხილავს დეკემბერში, ოფიციალურ თბილისს არანაირი რეაგირება არ მოუხდენია.

ალბათ, რაიმე ტრადიციულს გაიმეორებენ. ნაგალითად ისეთ ფრაზას, როგორსაც თემურ იაკობაშვილი არასოდეს უშურებს თავისი გამოსვლებისას - "ნატოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზევის ერთ-ერთი პირობა აუცილებლად იქნება საქართველო", "საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს რუსეთმა", "ეს ის საკითხი არ არის, სადაც დათმობაა საჭირო, რადგანაც ეს ჩვენი არჩევანია".

მოკლე ვაშინგტონში, სადაც საკმაოდ პროფესიონალურად ეხერხებათ ახალაგაზრდა დემოკრატიის ეროვნულ პოლიტიკურ თავისებურებებზე თამაში, საქართველოს ხელისუფლებას დაუტოვეს მორიგი პიარ-ნაბიჯის გადადგმის საშუალება.

"ნატოს წევრების პოზიცია საქართველოსა და რუსეთის კონფლისტთან დაკავშირებით არ შეცვლილა. ძველებურად ერთსულოვნად უჭერს ნატო მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ არანაირად არ დავეთანხმებით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას. ჩვენ ვისურვებით შესრულდეს ყველა შეთანხმება, რომლებიც მიღწეული იყო მედვედევისა და სარკოზის შეხვედრისას",- განაცხადა აპატურაიმ.

ამასთანავე მან აღნიშნა, რომ ალიანსი ისურვებდა, რომ იმ წინააღმდეგობებმა, რომლებიც არსებობს ნატოსა და რუსეთს შორის საქართველოსთან დაკავშირებით, "არ დაჩრდილოს მოსკოვთან ურთიერთობები".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100