RSS
на русском en in english
23.10.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

არამარტივი საუბარი თანამემამულეებთან

27.11.2009  |  10:13

4695.jpegსაქართველოს ექს-პრემიერი, ამჟამად ოპოზიციური მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის„ ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი გუშინ, მოსკოვში თანამემამულეებს შეხვდა. ის, რუსეთის ქართველთა კავშირის პრეზიდენტმა მიხეილ ხუბუტიამ მიიწვია სადისკუსიო კლუბში „ღია საუბარი". შეხვედრა განხაკუთრებული გამოვიდა. თბილისელი სტუმრისათვის კითხვების დასმა არამხოლოდ ჟურნალისტებმა, არამედ უბრალო ადამიანებმაც შეძლეს, რომლებიც არ არიან მიჩვეულნი ფრაზების გადამოწმებას და არც დიპლომატისთვის აუცილებელ ჩვევებს ფლობენ.

უკანასკნელი თვის განმავლობაში, ეს უკვე ზურაბ ნოღაიდელის მეორე ვიზიტია მოსკოვში. ის პირველთაგანია იმ ქართველ პოლიტიკოსებს შორის, ვინც უნდობლობისა და გაუგებრობის კედლის გარღვევა სცადა, გასული წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ.

მისი მთავარი პოსტულატებია: „კონფრონტაცია რუსეთთან უპერსპექტივოა", „აუცილებელია რუსეთთან დიალოგის დაწყება, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე". მის პროგრამას, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ისახავს მიზნად, რასც საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის მთავარი ამოცანაა, ამგვარი დევიზი უდევს საფუძვლად:"პირველ რიგში აუცილებელია ადამიანების ნდობის მოპოვება - აფხაზების, ოსების, ქართველების - ერთმანეთის მიმართ, ერთობლივი ეკონომიკური პროგრამების განხორციელება და მხოლოდ ამას მერეა დასაშვები საუბარი ტერიტორიების გაერთიანებაზე".

სწორედ ამის შესახებ საუბრობდა ნოღაიდელი, მოსკოვში თავისი პირველი ვიზიტის დროს და ახლაც იგივე გაიმეორა. რათქმაუნდა, პოლიტიკოსებსა და დიპლომატებს კარგად ესმით, რომ არ უნდა ველოდეთ, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში მყისიერ გარღევევას, ვინაიდან დაკარგული ნდობა არც ისე ადვილი აღსადგენია, ამას წლები დასჭირდება და ამიერიდან ამ საკითხზე აუჩქარებელი და თანამიმდევრული მუშაობაა აუცილებელი,

თუმცა კი, უბრალო ადამიანები, რომლებიც დაიღალნენ ომისა და უთანხმოებებისაგან,

რომლებმაც საცხოვრებელი დაკარგეს, მათ სურთ დაუყოვნებლივ გაიგონ პასუხი კითხვაზე:"რა იქნება შემდეგ?" , სწორედ ამ შეკითხვას უსვამდნენ ნოღაიდელს სხვადასხვა ვარიაციაში თანამემამულეები, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაშ ცხოვრობდნენ რუსეთში და საკუთარ სახლში დაბრუნებაზე ოცნებობენ. მაგრამ... ხან კონფლიქტებია, ხან ომები და ხანაც კრიზისი.

შეხვედრა სადისკუსიო კლუბში „ღია საუბარი", მართლაც გულახდილი გამოვიდა. მისი დაწყებიდან, უკვე რამოდენიმე წუთშივე შეიძლებოდა იმის შეგრძნება - თუ როგორია საქართველო: ემოციური, ხმაურიანი, რომელიც პასუხებს დღეს, ახლავე - აქვე ითხოვს და არ სჭირდება თავისდაძვრენის დიპლომატიური ფანდები „ვნახოთ და მოვიფიქრებ".

დარბაზში შეკრებილნი უმეტესწილად ლტოლვილები იყვნენ. ისინი, ვინც უკეთესი ცხოვრების საძიებლად რუსეთში აღმოჩნდა, აფხასზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჯერ კიდევ 90-იან წლებში დატრიალებული კონფლიქტების გამო. მათი უმრავლესობა ამ დრომდე არალეგალია რუსეთში, საქართველოში დაბრუნებას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ, არც სამსახური აქვთ იქ და არც სახლი.

ასე რომ, ყოფილ პრემიერს სამკმაოდ მწვავე შეკითხვები დაუსვეს ამ ადამიანებმა:"თქვენ ოთხი წლის განმავლობაში იყავით პრემიერი სააკაშვილის ხელისუფლებაში, ახლა კი აკრიტიკებთ მას. მაშინ რატომ არ ახორციელებდით დამარეგულირებელ გეგმებს? როგორ აპირებთ აფხაზებისა და ოსების ნდობის დაბრუნებას, თუ კი ახლა იქ რუსეთის ჯარი დგას და ქართველებთან ლაპარაკი არავის სურს? სააკაშვილი კრემლის აგენტია? რატომ ადანაშაულებთ ყველაფერში სააკაშვილს და არაფერს ამბობთ არც რუსი პოლიტიკოსების და არც შევარდნაძის მთავრობის მიერ დაშვებულ შეცდომებზე?"

ეს იმ მწვავე შეკითხვების მხოლოდ მცირე ნაწილია, რომლებსაც ხალხების ბედთა განმგებელი პოლიტიკოსები, ალბათ არ დაუსვამენ ერთმანეთს შეხვედრებსა და მოლაპარაკებებზე. ასე რომ, დაფასების ღირსია თბილისელი სტუმარი.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100