RSS
на русском en in english
26.05.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ხალხი ცვლილებებს მოითხოვს და არა ლოზუნგებს

30.11.2009  |  22:59

4722.jpegექსპერტების პროგნოზი, რომ ქართველი ხალხი საპროტესტო აქციებით დაიღალა, არასწორი გამოდგა. მართალია ხალხმრავლობით არ გამოირჩეოდა საშემოდგომო გამოსვლები, მაგრამ საკმაოდ ხშირად ტარდებოდა. თანაც, აქცენტებმა პოლიტიკური მოთხოვნებიდან, ეკონომიკურზე გადაინაცვლა. ოპოზიციამ ბოლოს და ბოლოს შეძლო სოციალური და ეკონომიკური პროგრამების შემოთავაზება. ნინო ბურჯანაძემ, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერმა, ეკონომიკის გადასარჩენად საკუთარი გეგმა წარმოადგინა. ამის შესახებ ესაუბრა GeorgiaTimes ექსპერტი თეიმურაზ მურღულია.

გასულ კვირას, საქართველოს პარლამენტის წინ მდებარე მოედანი, ცარიელი არ ყოფილა. საპროტესტო აქციებისთვის, მნიშვნელოვანი საბაბი არსებობდა - „ვარდების რევოლუციის" იუბილე, რომლის შედეგებიც ოპოზიციამ კრიტიკულად გაანალიზა.

23 ნოემბერს მერიამ აკრძალა ანტისამთავრობო ღონისძიებების ჩატარება, მაგრამ ხელისუფლების სიფრთხილემ, ახალგაზრდული მოძრაობის „7 ნოემბრის" აქტივობას, მხოლოდ მხნეონა შემატა. რუსთაველის პროსპექტზე პლაკატებით ხელში გამოსული ახალგაზრდები, პოლიციამ დააპატიმრა და მათ სოლიდური ჯარიმების გადახდაც დააკისრა.

ახალგაზრდა ოპოზიციონერების დასჯამ, ახალი საბაბი მისცა მათ მომხრეებსა და უფლებათა დამცველებს ორი დღის შემდეგ პარლამენტის წინ, კიდევ ერთი მიტინგის ჩასატარებლად. ის კი თავის მხრივ, უკვე „სახალხო პარტიის" მიერ წამოყენებული ეკონიმიკური მოთხოვნებით, შემდეგ საპროტესტო აქციაში გადაიზარდა,

ამ საპროტესტო აქციას „ხალხის" პარტიის ლიდერი კობა დავითაშვილი ოქტომბრიდან ამზადებდა. მას მერე, რაც საგადასახოდო სამსახურებმა წვრილი მეწარმეების წინააღმდეგ რეიდი მოაწყვეს, იმ მიზნით რომ საკასო აპარატების ყიდვა აიძულონ მათ. „სახალხო პარტია" მოითხოვს წვრილი ბიზნესისთვის საგადასახადო ვალდებულებების შემსუბუქებას, ისინი აღრიცხვის პრობლემის მოგვარებას, ფიქსირებული გადასახადის შემოღებით სთავაზობენ ხელისუფლებას.

ასევე დავითაშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას: საპენსიო ასაკი შეამცირონ ქალებისათვის 55 წლამდე, ხოლო მამაკაცებისათვის 60 წლამდე. „ვარდების რევოლუციამდე" ქვეყნის მოქალაქეები სწორედ ამ ასაკში ტოვებდნენ სამსახურს, მაგრამ სააკაშვილის მთავრობან მოისურვა 5 წლით უფრო მეტი ამუშაოს ისინი. ამგვარად მათ შემაცირეს ბიუჯეტის დატვირთვა, ვინაიდან პენსიონერთა რაოდენობა ნაკლები გახდა. მაგრამ, მომუშავე ადამიანების რაოდენობა არ გაზრდილა, პარალელურად ხომ ჩინოვნიკების მასიური შემცირება და საწარმოების გაკოტრება მიმდინარეობდა.

დავითაშვილის მომხრეების მიერ შემუშავებულ კანონპროექტში, გათვალისწინებულია პენსიის გადახდა სტაჟის მიხედვით და ყოველ სამუშაო წელზე 1 ლარის დამატება. როგორც უკვე წერდა GeorgiaTimes-ი, შრომის წიგნაკის გაუქმების და მსახურობის წლების მიხედვით პენსიის გადახდის წინააღმდეგ გამოდის, ლეიბორისტული პარტიაც.

რაც შეეხება მცირე და საშუალო ბიზნესს, ისინი არა მარტო საგადასახდო სამხაურების მხრიდან განიცდიან ზეწოლას, არამედ ლიკვიდობის უკმარისობის პრობლემაც დგას მათ წინაშე. საქმე იმაშია, რომ ბანკებმა რომლებმაც დასავლეთის დონორული დახმარების ლომის წილი მიიღეს, თავისუფალი ფული სახაზინო ვალდებულებების შესყიდვას მოახმარეს. მათ ხარჯზე გაუმკლავდა ხელისუფლება ბიუჯეტის დეფიციტს და ინფრასტრუქტურის განვითარება დაიწყო. ხოლო, ისედაც მცირერიცხოვანმა მწარმეებმა, ევროპიდან შემოსული თანხებით, ვერ შეძლეს თავიანთი საწარმოების მხარდაჭერა.

მეწარმეთა მხარდაჭერის არარსებობა აწუხებს ნინო ბურჯანაძის მოძრაობის მომხრეებსაც. ეს პარტიის ეკონომიკურ პროგრამაშიც აისახა, რომლის პრეზენტაციაც ამ დღეებში შედგა „ქორთიარდ მერიოტში".

„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერმა განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკას გადარჩენა ესაჭიროება. „ჩვენ მრავალი მიმართულებით გვაქვს მინუსები. შესაძლოა, რამოდენიმე წელიწადში ქვეყნის ეკონომიკა გაიზარდოს, მაგრამ ჩვენ ძალიან ჩამორჩენილები ვიქნებით მსოფლიო ეკონომიკისგან".- განაცხადა მან.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100