RSS
на русском en in english
25.03.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

პასუხი ქართულ ექსპორტზე

01.12.2009  |  09:39

4726.jpegმიხეილ სააკაშვილმა ქართველი დევნილის ედუარდ ღურწკაიას მკვლელობა რუსეთის მიერ ეთნიკურ წმენდასთან გააიგიავა. შეიძლება ეს გამოდგეს კიდევაც კონტრპროპაგანდისტულ ლოზუნგად.

საქართველოს პრეზიდენტს არაერთხეულ უტრაბახია, რომ ქვეყნიდან კანონიერი ქურდების ექსპორტი მოახდინა. ის მართალია, კრიმინალური ავტორიტეტების უმეტესობა მოახერხა დაპატიმრებისგან გაქცევა, თუმცა დაკარგა მთელი ქონება სამშობლოში.

კანონიერ ქურდების 90% რუსეთშია გაქცეული. მხოლოდ მცირე ნაწილი გაემგზავრა უკრაინასა და ევროპაში.

თუმცა დამნაშავეების გამგზავრებამ ქართველებისთვის მხოლოდ დადებითი შედეგები არ მოიტანა. იმ ქვეყნებში, სადაც ჩავიდნენ ეს კრიმინალური ავტორიტეტები, საკმაოდ ცუდი რეპუტაცია შეექმნათ ქართველებს.

რუსეთში, შსს-ს მონაცემებით, კანონიერი ქურდების მესამედი ქართველია. საკმაოდ ბევრი "უგვირგვინო" კრიმინალიც დადის და ამას ყოველდღიურად ადასტურებს კრიმინალური აღრიცხვები.

სულ ახალი მაგალითი: იარისლავსკის მხარეში განაჩენი გამოუტანეს თენგიზ ლუარსაბიშვილს, რომელსაც ბრალი ედება რეგიონის ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით ნარკოტიკის შენახვასა და გასაღებაში. რამდენიმე დღის წინ დააკავეს ქართველი, რომელიც ვაჭრობდა მობილური ტელეფონებით. ერთი კვირის წინ მოსკოვში დააკავეს ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელიც უცხოური მარკის ავტომობილების გატაცებით იყო დაკავებული. ეს სია კი უსასრულოდ შეგვიძლია გავაგრძელოთ.

საქართველოში ამბობენ, რომ რუსული მასმედია სპეციალურად ახდენს საქართველოს იმიჯის შელახვას რუსების თვალში. თურმე, ამის გამო მოკლეს ედუარდ ღურწკაია.

მიხეილ სააკაშვილმა 19 წლის მეგრელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "რუსეთში გრძელდება ქართველების დევნა".

რაშია ის მართალი? მართლაც, გაგება ქართველების შავი ბიზნესისა და რუსეთში ორგანიზებულ დანაშაულებებში ლიდერობის შესახებ ძლიერ გავრცელებულია. თავად სააკაშვილიც არ უშვებდა კანონიერი ქურდების ექსპორტით ტრაბახის შანსს.

პრეზიდენტს უყვარს იმის შეხსენება, რომ კანონიერ ქურდების გარდა, გამკაცრებულ კანონმდებლობას მისი პოლიტიკური ოპონენტები და ყოფილი მოკავშირეებიც გაექცნენ საზღვარგარეთ. ანუ, საქართველოდან წასული ნებისმიერი ემიგრანტი პირველ რიგში იმაში არის ეჭვმიტანილი, რომ მშობლიურ ქვეყანაში მთლად კარგი ურთიერთობა ვერ ჰქონდა კანონთან.

ეს კი იმის მთავარი მიზეზია, რატომაც აქცევენ განსაკუთრებულ ყურადღებას რუსეთსა და სხვა ქვეყნებში ქართველ ემიგრანტებს სამართალდამცავები. სხვათა შორის, მათთვის წაყენებული ბრალდებები უმეტეს შემთხვევაში მართლდება. ეს კი ქართული პრობლემაა.

როგორ უნდა გადაწყდეს ის? მაგალითად, მიხეილ სააკაშვილმა უნდა მოუწოდა ყველა ემიგრანტს საქართველოში დაბრუნებისკენ იმის გამო, რომ თურმე, მათთვის რუსეთში ყოფნა სახიფათოა. საქართველოში უკეთესი იქნევა? ნუთუ თბილისში უფრო უსაფრთხოდ იქნებიან, სადაც აქციებზე ხალხს ცემენ და პატრიარქი მრევლს მოუწოდებს, რომ არ ატარონ იარაღი?

კანონმორჩილი ქართველებისთვისაც უფრო ადვილია სამშობლოსგან მოშორებით ცხოვრება. საქართველოს ხელისუფლება ხომ ეკონომიკას უცხოური კრედიტების ხარჯზე ავითარებს, ადამიანურ რესურსებს კი საერთოდ არ აქცევს ყურადღებას აგერ უკვე რამდენი ხანია.

როგორც რუსეთში ქართველთა კავშირის ლიდერმა მიხეილ ხუბუტიამ განაცხადა, არავინ დევნის ქართველებს ეროვნული ნიშნით. "რუსეთი მრავალეროვანი ქვეყანაა, სადაც ყველა ეროვნების წარმომადგენელ თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლშო",- ხაზი გაუსვა მან.

მოსკოვის ადამიანთა უფლებების დაცვის ბიუროში შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ გასულ წელს მოხდა 168-ჯერ ადამიანზე თავდასხმა ქსენოფობიისა და ეროვნული ზიზღის ნიადაგზე. ამის შედეგად გარდაიცვალა 58 ადამიანი და 218 დაშავდა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100