RSS
на русском en in english
28.03.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ხამერბერგმა არ ისურვა მარიონეტი გამხდარიყო

01.12.2009  |  16:17

4730.jpegსაქართველოში, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარს ტომას ხამერბერგს, ყოვლისშემძლესავით ელოდნენ, იმ იმედით რომ ის შეძლებდა ცხინვალში დაპატიმრებული მოზარდების განთავისუფლებას. თავიდან მისი მისამართით ილანძღებოდნენ, შემდეგ ისტერიკა მოაწყვეს, იმის გამო რომ ის სამხრეთ ოსეთში არ შეუშვეს, ბოლოს კი თავიანთი ყველა იმედი მიანდეს. თითქოს და ერთი შეხედვით ისე ჩანდა, რომ თომას ხამერბერგი დადებითი რეზულტატის გარეშე თუ კი დაბრუნდებოდა - მას ნაწილებად დაგლეჯდნენ. მაგრამ ისიც ადამიანია - დაიღალა საქართველოს მხრიდან ზეწოლით და თანაც თანაგრძნობით განიმსჭვალა ოსი ოჯახების მიმართ.

ამჯერად, ხამერბერგი საქართველოში შეიძლება ითქვას, იძულებით ჩავიდა. მან ერთგვარი საყვედური მიიღო თბილისისგან: ოსებმა ჩვენ ბავშვები მოგვტაცეს და თქვენ ყურსაც არ იბერტყავთო.

სიტყვასიტყვით თუ გავიმეორებთ, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი მინაშვილმა, ტომას ხამერბერგი დაადანაშაულა „უმოქმედობაში, მიკერძოებულ მიდგომაში და რუსეთთან საეჭვო კავშირებში". ის აღშფოთებული იყო იმის გამო, რომ „ადამიანის უფლებების დაცვის, ერთერთი ყველაზე სერიოზული ორგანიზაცია დუმს, როდესაც ბავშვები ტყვეობაში იმყოფებიან".

ბატონ აკაკის საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, დიმიტრი ლორთქოფანიძემაც დაუჭირა მხარი: „ხამერბერგი - იმ სტატუსის მქონე ადამიანია, რომელიც ჩართული უნდა იყოს ქართველი მოზარდების განთავისუფლების საქმეში, თუმცა კი ის დუმილს ამჯობინებს".- აღნიშნა მან.

ევროკომისრის დაცვა, რომელსაც სავარაუდოდ საქართველოს გარეშეც საკმარისზე მეტი პრობლემები აქვს ევროპაში, საფრანგეთის საელჩომ აიღო საკუთარ თავზე. მათ შეწუხება გამოხატეს იმის გამო, რომ ქართველმა დეპუტატებმა, ევროპის საბჭოს კომისრის წინააღმდეგ, გამოხტომების უფლება მისცეს საკუთარ თავს.

თუმცა, მინაშვილმა მიაღწია რეზულტატს და ტომას ხამრებერგი მორიგი მივლინებით ჩამოვიდა საქართველოში. კვირას ის შიდა ქართლის რეგიონის ხელმძღვანელობას შეხვდა, მათ შორის გუბერნატორ ლადო ვარძელაშვილსაც და ცხინვალის დროებითი დაკავების იზოლატორში დაპატიმრებული ბიჭების მშობლებსაც.

ამავდროულად კი, ქართული მასემდია შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის სიტყვებზე დაყრდნოებით, გაჰკიოდა: ევროკომისარი ჯერ კიდევ დილით ჩავიდა სასაზღვრო სოფელ ერგნეთში, მაგრამ სამხრეთ ოსეთში მას არ უშვებენ. თითქოს და საზღვარზე ჩამოვიდა დელეგაცია ცხინვალიდან, მაგრამ ამ დროს სროლის ხმა გაისმა და კომისარი იძულებული გახდა უკან დაბრუნებულიყო.

ამ დროს რუსული მასმედია იტყობინებოდა, რომ ცხინვალში ხამერბერგს ორშაბათს ელოდებიან. და აი მოვიდა ჭეშმარიტების დრო: ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი კომისარი, დათქმულ დროს ჩავიდა სამხრეთ ოსეთის დედაქალაქში, სადაც უარყო ყველა ჭორები, მისი რესპუბლიკაში შეშვების აკრძალვის შესახებ და ეს, ქართველი ჟურნალისტების მიერ დაშვებული შეცდომით ახსნა.

აღვნიშნავთ, რომ ამ დროისათვის ხამერბერგი უკვე კარგად იყო შეიარაღებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროდან მიღებული „არგუმენტებითა" და „დარიგებებით": რათა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა გაენთავისუფლებინა ტირძნისელი ბიჭები. ეს დაპირება ჟურნალისტებმა სტუმარს, ჯერ კიდევ თბილისის აეროპორტში ჩამოსვლისას გამოსტყუეს.

მისი ჩამოსვლის წინ, საქართველოში მოზარდების მხარდასაჭერად ორი საპროტესტო აქცია ჩატარდა. 26 ნოემბერს ტირძნისში მიტინგი მოაწყვეს დაკავებულების კლასელებმა და მასწავლებლებმა. გიორგი რომელაშვილი, ალეკო საბაძე, ვიქტორ ბუჩუკური და ლევან ხმიადაშვილი ასაფეთქებელი ნივთიერების შენახვისთვის დააკავეს. მოერ დღეს კი, აქცია ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ჩაატარეს. აქციის ორგანიზატორები ოსების შესახებ რა სახის ჭეშმარიტებებს და მათ მიმართ ტოლერანტობაზე რა ლექციებს ატარებდნენ, ეს ძნელი გამოსაცნობი არ არის.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100