RSS
на русском en in english
24.10.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ნაციონალებმა ”ჩონჩხები კარადაში ჩაკეტეს”

03.12.2009  |  10:03

4750.jpegსაპარლამენეტო უმრავლესობამ საქართველოში უარყო ქრისტიან-დემოკრატების მიერ წამოყენებული ინიციატივა გახმაურებული მკვლელობების გამოძიების შესახებ. საუბარი იყო ზურაბ ვაზაგაშვილის, ამირან რობაქიძის, სანდრო გირგვლიანის, გიორგი გამცემლიძის და სხვა ახალგაზრდა ხალხის ეგრეთ წოდებულ "შემთხვევით" სიკვდილზე. ეს ყველა ადამიანი პოლიციელებმა მოკლეს.

როდესაც ამბობენ, რომ სააკაშვილის რეჟიმი ძლივსღა ცოცხლობს, გულისხმობენ არა მხოლოდ ოპოზიციური აქციების დარბევას. უკანონობასა და კორუფციაზე გამარჯვებას, რითაც ასე ამაყობს სააკაშვილი, უდანაშაულო ხალხის სისხლისღვრაც მოჰყვა.

ფორმიამების მიერ უმიზეზოდ მოკლულთა რიცხვმა 2003 წლის შემდეგ უკვე მიაღწია 70 ადამიანს. ეს ციფრი ახლახან გამოაქვეყნა მოკლული ჯამბულ გამცემლიძის მამამ.

მისი 32 წლის შვილი ბრალდებული იყო მხოლოდ იმაში, რომ გადაჭარბებული სიჩქარით გაიარა თბილისის ცენტრში. პატრულებმა სცადეს ბე-ემ-ვეს გაჩერება, მაგრამ ბიჭი არდაემორჩილა. ის ცდილობდა გაქცეოდა სამართალდამცავებს, საჭე ვეღარ დაიმორჩილა და მანქანა ბორდიურს შეეჯახა. ზანდუკელის ქუჩაზე ერთ-ერთ ეზოსთან მას პოლიციელი ვახტანგ აბუაშვილის მიერ გასროლილი ტყვია მოხვდა.

დამნაშავეს მისცეს ყველაზე მცირე ვადა "უნებლიე მკვლელობის" მუხლით და დააპატიმრეს 2 წლით.

ასევე ახლახან ციხიდან გამოვიდნენ სანდრო გირგვლიანის მკვლელები.

თავისი სიკვდილის დღეს ახალგაზრდას სელაპარალება მოუვიდა საქართველოს შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსთან ფურამ დონაძესთან თბილისის ერთ-ერთ კაფეში. იმ მომენტში დაწესებულებაში იმყოფებოდა შსს-ს კონსტიტუციუტი უსაგრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დათა ახალაია (ახლანდელი თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას ძმა), ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია და კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანი.

ღამით სანდროს გვამი აღმოაჩინეს თბილისის მახლობლად, მას ძალადობის კვალი აღენიშნებოდა. გამოძიების შედეგად სასამართლოში აღმოჩნდენ პოლიციელები გია ალანია, ავთანდილ აფციაური, ალექსანდრე კაჭავა და მიხეილ ბიბილური. მათ უმცირესი ვადა მოიხადეს და ამ წლის გაზაფხულზე ამნისტიაც შეეხოთ.

მოკლულის ნათესავები დარწმუნებულები არიან, რომ სანდროს მკვლელობა "შეკვეთილი" იყო.

იყო სხვა მკვლელობებიც. ზურაბ ვაზაგაშვლი და ალექსანდრე ხუბულოვი ჩაცხრილეს სპეცოპერაციის დროს, რის შემდეგად ისინი დაადანაშაულეს შეიარაღებული თავდასხმის მზადებაში. ამირან რობაქიძე მოკლეს ვარდების რევოლუციის პირველ წლისთავზე, როდესაც ის ვითომდა აპირებდა ცეცხლის გახსნას ავტომობილიდან. ორივე შემთხვევაში, როგორც ადვოკატებმა დაამტკიცეს, პოლიციამ ჩადო იარაღი შემთხვევის ადგილზე, რათა გაემართლებინათ თავიანთი საქციელი, რამაც ახალგაზრდების სიკვდილი გამოიწვია.

მათი მშობლელი არასოდეს შეურიგდებიან დანაკარგს და არ აპატიებენ ხელისუფლებას ფორმიანებზე ხელის დაფარებას. ისინი ითხოვენ გამოძიებას, რათა დასაჯონ ისინი, ვინც პატრულებს ადამიანის მოკვლის უფლება მისცა.

საპარლამენტო ოპოზიცია მხარს უჭერს მათ მოთხოვნებს. ქრისტიან დემოკრატებმა წამოაყენეს წინადადება, რომ შექმნილიყო საპარლამენტო კომისია ამ გახმაურებული მკვლელობების გამოსაძიებლად.

ამირან რობაქიძის, ზურაბ ვაზაგაშვილის და გიორგი გამცემლიძის მშობლები, რომლებიც სხდომაზე იყვნენ მიწვეულები, არ შეუშვეს პარლამენტის შენობაში. ეს ყველაფერი მიაწერეს საშვების პრობლემას, ისინი შეუკვეთა დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ, თუმცა დაზარალებულების გვარები გადასცეს დაცვას იმ ადამიანების სიასთან ერთად, ვინც თავის დროზე დეპუტატებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ამ დროს პარლამენტში გაცხარებული დავა მიმდინარეობდა. "ჩვენ უნდა გამოვავლინოთ პოლიტიკური ნება და ჩავხედოთ სიმართლეს თვალებში",- აცხადებს გიორგი ახვლედიანი, ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელი. მას მხარს უჭერდა გიორგი თარგამაძეც, რომელიც თვლის, რომ ასეთი კომისიის შექმნის შემდეგ შესაძლებელი გახდება ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპებისა და წესრიგის აღდგენა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100