RSS
на русском en in english
28.03.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

როდესაც უმწიკვლოების ნიღბები შორდებათ

04.12.2009  |  11:11

4765.jpegსაქართველოში გუშინ საიდუმლო, გაცხადადა. ცნობილი გახდა, რომ დაკავებული ხუთი ოსი, რომლებიც ჯერ კიდევ აგვისტოში გაათავისუფლეს პატიმრობიდან, ახლა გადასცეს სამხრეთ ოსეთს. ეს სწორედნ ის მძევლები არიან, რომელთა არსებობაზეც კომენტარს არ აკეთებდა საქართველოს შსს, ისინი ევროპის ადამიანთა უფლებების კომისარმა თომას ჰამარბერგმა დააბრუნა. საპასუხოდ, ყველა ელოდა ოსეთის სასამართლოს კეთილგანწყობას, ქართველი მოზარდების მიმართ. ცხინვალმა კი მხოლოდ ორი მათგანი გამოუშვა, მაგრამ პირობა დადო, რომ ათი დღის განმავლობაში დანარჩენ ორსაც გაათავისუფლებს.

საქართველო ერთგვარ შოკშია: გაცვლა კომისრის შუამავლობით, არათანაბარი აღმოჩნდა. გორის პოლიციამ ხუთი ოსი გაათავისუფლა, სახლში კი, მხოლოდ ორი ქართველი დაბრუნდა.

არასრულწოვანმა გიორგი რომელაშვილმა და ალეკო ცაბაძემ, ერთ წლიანი პირობითი პატიმრობა დაიმსახურეს და ისინი სასამართლოს დარბაზშივე გაათავისუფლეს. ლევან ხმიადაშვილს და ვიქტორ ბუჩუკურს კი, რეალურად ერთი წელით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

სკოლის მოსწავლეებს, ბრალად ედებათ სამხრეთ ოსეთის საზღვრის გადაკვეთა და ასაფეთქებელი ნივთიერებების შენახვა. გამოძიების მომაცემებით, ისინი მაშინ დააკავეს, როდესაც ოსურ სოფელში ნათესავის მოსანახულებლად მიდიოდნენ. მათ მიუთითეს სამალავზე, სადაც მალავდნენ პროდუქტებით სავსე ტომარას, მაგრამ ამ ტომარაში ტროტილი აღმოჩმდა. ბიჭებმა განაცხადეს, რომ მხოლოდ საჭმელი ჰქონდათ თან და არ იციან საიდან გაჩნდა იქ ასაფეთქებელი ნივთიერება.

სასამართლოში ბრალდებულებმა, მხოლოდ საზღვრის გადაკვეთა აღიარეს. თანაც მათ ეს იმიტომ გააკეთეს, როგორც ამას რომელაშვილის ცხინვალელი ნათესავი ამბობს, პოლიციელის ცემის გამო, ემალებოდნენ ქართულ სამართალდამცავ ორგანოებს.

ორი გამოშვებული ახალგაზრდა ამბობს, რომ ასაფეთქებლები მათ ჩაუდო რუსმა ჯარისკაცმა. საქართველოში სხვა ვერსიას არც იხილავდნენ, ქართველი სამართალდამაცავები ხომ ზუსტად ასეთი მეთოდით სვამენ ციხეში რადიკალურ ოპოზიციას, ნაციონალური უმცირესობების ლიდერებს, რუსებს და ჯაშუშობაში ეჭვმიტანილებს.

სასამართლომდე ცოტა ხნით ადრე თომას ჰამარბერგმა, რომელიც საქართველოს დაჟინებული მოთხოვნის გამო ცდილობდა ქართველების დახსნას ოსური ციხიდან, პირობა დადო, რომ მიიღებდა ნებისმიერ ზომებს.

თუმცა სასამართლოს ვერდიქტმა ჰამარბერგი განარისხა. მან თავიდან უარიც კი განაცხადა, საქართველოში მოზარდების გარეშ დაბრუნებაზე.

"ეს მოახდენს სამხრეთ ოსეთთან მიმართებით მტრული დმაოკიდებულების პროვოცირებას. მომეცით შანსი, მე მზად ვარ ვიმუშაო. თუკი ხელს შემიშლით, ვერაფერს გავაკეთებ. მე იმ მცირერიცხოვანი ევროპელების რიცხვს მივეკუთვნები, ვისაც კარგად ესმის თქვენი პრობლემები",- აცხადებდა ის.

4766.jpegთუმცა, ოსები დიდი ხანის წინ მიხვდნენ, რომ არ უნდა ენდონ ევროპელებს და მით უმეტეს, ქართველებს. როგორც ბორის ჩოჩიევმა განაცხადა: ჯერ საქართველოს უნდა შეესრულებინა დაპირება - როგორც გივი თარგამაძემ თქვა, სამუდამო პატიმრობა-მისჯილებს, გაცვლიდა აგვისტოს ომის მძევლებში. ხოლო მას შემდეგ რაც გამოიხსნა თანამემამულეები, მან უბრალოდ გათიშა მობილური ტელეფონი.

ჩოჩიევმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა ოსების შეწყალების საშუალება გიორგობის დღესასწაულზე, მაგრამ 50 იღბლიანთა შორის, არც ერთი ოსი არ აღმოჩნდა.

მაგრამ, კოკოითთან საუბრისას ჰამარბერგმა, მიუხედავად ყველა სირთულისა, მაინც მიაღწია დაპირებას: პრეზიდენტმა თქვა, რომ შეიწყალებს და გამოუშვებს ლევან ხმიადაშვილსა და ვიქტორ ბუჩუკურს 10 დღის განმავლობაში. შეიძლება ეს დრო კომისარს იმისთვის მისცეს, რომ როგორმე შეამსუბუქოს საქართველოს ციხეში მყოფი 40 ოსის ბედი. გუშინ ჰამაბერგმა, მოახერხა ცხინვალში ხუთი ტყვე ჩაეყვანა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100