მთავარი | აზრები | სტატიები | ვიდეო | არქივი |
- გამარჯვების დღე, რომელიც წარსულში რჩება. 23.05.2013 13:29 როგორ აღნიშნავენ საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს? რა იცის ახალგაზრდა თაობამ მე–20 საუკუნის უდიდესი ტრაგედიის შესახებ? საქართველოდან ფრონტზე 700 ათასი ადამიანი წავიდა და ნახევარზე მეტი დაიღუპა, ეს დღესასწაული კი თანდათან დავიწყებას მიეცა. და ეს მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვების დღე 9 მაისს ოფიციალურად აღინიშნება, ხოლო ქვეყნის ხელისუფლება დიდი სამამულო ომის ვეტერანებისთვის „ღირსეული პირობების“ შექმნის შესახებ ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს.
- საქართველო მეზობელ ქვეყანას აიარაღებდა? 23.05.2013 13:27 საქართველოს ოფიციალური სტრუქტურები 2008 წლის აგვისტოს ომის დროს იარაღს და ტყვია–წამალს ყიდდნენ. ამ სენსაციურ ინფორმაციას ექსპერტი მამუკა არეშიძე აქვეყნებს. არეშიძის მტკიცებით, იარაღი რამდენიმე სამხედრო ბაზიდან გაქრა, ხოლო მოგვიანებით თავდაცვის რამდენიმე საწარმოს ანგარიშზე დიდი ოდენობით ფულადი თანხა იყო ჩარიცხული. ექსპერტი არ ასახელებს იმ ქვეყანას, საიდანაც ეს თანხები შემოვიდა.
- სომხების გენოციდის არაღიარების პოლიტიკა 16.05.2013 18:17 ამ დღეებში საქართველოში მოქმედმა სომხურმა საზოგადოებრივმა და სასულიერო ორგანიზაციებმა მოუწოდეს პარლამენტის სპიკერსა და დეპუტატებს, აღიარონ 1915–1923 წლებში მომხდარი სომხების გენოციდი. მიხეილ სააკაშვილის მმართველოდის დროს ამ საკითხის წამოწევას აზრი არ ჰქონდა: „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობების გაფუჭება კატეგორიულად არ სურდა. შეუძლიათ კი სომხებს ჰქონდეთ იმის იმედი, რომ „ქართული ოცნება“ გენოციდის თემას სხვაგვარად მიუდგება?
- სტალინის კულტი დედოფლისწყაროში 13.05.2013 11:05 მსოფლიოში ყოველთვის არსებობს ქალაქები, რომლებიც დროს არ ემორჩილება. ისინი სასწაულებრივად ინარჩუნებენ პირვანდელ იერს, ცხოვრების თანამედროვე წესი მათ არ ეხებათ. ერთ-ერთი მათგანი დედოფლისწყაროა, თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ 130 კილომეტრის მოშორებით მდებარე კახეთის ქალაქი. აქ ისინი უნდა ჩამოვიდნენ, ვისაც მარტოობა და სიწყნარე სურს, ვისაც კომუნისტური წარსული ენატრება.
- ქართული კომპრომატის ინტიმური დეტალები 13.05.2013 11:02 სოციალურ ქსელებში ერთ-ერთი ქართველი ჟურნალისტის გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების ასმახველი კადრები გამოჩნდა. მსგავსი მასალები გავრცელება, შეიძლება, მასმედიაზე ზეწოლის მოხდენის ერთ-ერთ მეთოდად ჩაითვალოს. მეზობელ აზერბაიჯანში, მაგალითად, ამ მეთოდს რადიო ”სვობოდას” თანამშრომლის ხადიჯა ისმაილოვას წინააღმდეგ იყენებდნენ, რომელიც პრეზიდენტის ოჯახის წევრების ბიზნესთან დაკავშირებით ჟურნალისტურ გამოძიებას ატარებს. რისთვის ”მიეზღვა” გიორგი ფარესაშვილს?
- ევროპელები ივანიშვილს არ ენდობიან? 25.04.2013 19:00 ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ვილფრედ მარტენსი საქართველოში კიდევ ერთ წერილს აგზავნის. მარტენსი აღნიშნავს, რომ დღევანდელ სიტუაციაში საქართველოს არანაირი შანსი არა აქვს ევროკავშირთან ასოცირებული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს, რადგანაც ქვეყნის ხელისუფლება ევრპულ ფასეულობებს და პრინციებს პატივს არ სცემს. რა ჰქონდა მხედველობაში ვილფრედ მარტენსს და როგორია საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის პერსპექტივები?
- ბურჯანაძე სააკაშვილს პირდაპირ ეთერში დებატებში იწვევს 25.04.2013 18:58 პარტია „დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელედებატებში მიიწვია. „ჯერ კიდევ 2008 და 2009 წლებში ვაცხადებდი, რომ მზად ვიყავი პრეზიდენტთან ერთად მონაწილეობა მიმეღო ტელედებატებში და პირდაპირ ეთერში ნებისმიერ კითხვაზე გამეცა პასუხი. მანაც უპასუხოს კითხვებს და საზოგადოება რეალურად დაადგენს მტყუან–მართალს, ასევე იმას, ვინ ემსახურება ქვეყნის ინტერესებს და ვინ ზრუნავს მხოლოდ საკუთარ სკამსა და გუნდზე“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. საუბარი იყო, პირველ რიგში, 2008 წლის აგვისტოს ომზე. ახალი მთავრობის მიერ ცოტა ხნის წინ შექმნილი კომისია აპირებს ომის გაჩაღების მიზეზებისა და დამნაშავე პირების დადგენას. გამოძიება უკვე დაწყებულია.
- რუსეთი და საქართველო – არაფერი პირადი, მხოლოდ ბიზნესი 18.04.2013 12:37 პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, რომ ეკონომიკური კავშირები საქართველოსა და რუსეთს შორის უფრო აქტიური გახდება ქვეყნებს შორის პოლიტიკური პრობლემების გადაჭრის პარალელურად. რა სფეროებით შეიძლება დაინტერესდნენ საქართველოში რუსი ბიზნესმენები და რას ფოქრობენ ამაზე ქართველი ეკონომისტები?
საქართველოს საზოგადოებრივ ტელევიზიაში ჰარმონია სუფევს?
07.12.2009 | 10:09საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზია ცვლილებების მოლოდინშია. როგორც ჩანს, სააკაშვილი დათმობაზე წავიდა და, როგორც იქნა, სამეურვეო საბჭოში შევლენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც. მოკლედ, გადამწყვეტი სიტყვა მაინც მმართველი უმრავლესობის იქნება.
საქართველოს პარლამენტი თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ მოუწიდა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციასაც, რომ მოილაპარაკონ საბჭოში შესვლის ერთიანი კანდიდატის წამოყენების შესახებ.
"ოპოზიციის თანხმობის შემთხვევაში, ჩვენ, როგორც უმრავლესობა, მხარს დავუჭერთ ოპოზიციის მიერ შემოთავაზებულ კანდიდატურებს",- პირობა დადო ბაქრაძემ ბრიფინგზე.
თუმცა ბოლო სიტყვა მაინც პარლამენტზეა, სადაც მმართველ პარტიას შეუძლია გააქარწყლოს ოპოზიციის ყველა იმედი.
ზაფხულში ოპოზიციის ზეწოლის შედეგად საზოგადოებრიცი მაუწყებლის გენერალურა დირექტორმა თანამდებობა დატოვა და მისი ადგილი გიორგი ჭანტურიამ დაიკავა.
მან პირობა დადო, რომ აუციებლად გააფრთოვებდა სამეურვეო საბჭოს უფლებებს და შექმნიდა მართვის უფრო ეფექტიან და მოქნილ სისტემას. თუმცა, ახლგამომცხვარმა ხელმძრვანელმა თავი აარიდა საკამათო საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის შეკვეთლ გადაცემებთან და ტელევიზიის ხარჯებთან. ჭანტურიამ განაცხადა, რომ მისთვისაც კი მიუწვდომელია ასეთი ინფორმაცია, იმიტომ კი არა, რომ მას მალავენ, არამედ იმიტომ, რომ ასე არის მოწყობილი კომპანიის მენეჯმენტი.
კანდიდატმა პირობა დადო, რომ ტელევიიზის ფინანსებს უფრო გამჭვირვალეს გახდიდა. ის ამბობდა, რომ ეთერში დაბრუნდებოდა ჟურნალისტური გამოძიებები.
თუმცა ჯერ კიდევ არ მომხდარა შესამჩნევი ცვლილებები არხზე. ნოემბრიც საპროტესტო აქციებზე კვლავ მოითხოვეს მისი გენერალური დირექტორის გადადგომა.
"ეს ტელევიზია ხალხის მიერ გადახდილი გადასახადებით ფინანსდება და ის ვალდებულია უპასუხოს საზოგადოების მოთხოვნებს და ასახოს მის ინტერესები",- საუბარი იყო მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილის მიერ წაკითხულ მიმართვაში.
ამასთანავე სექტემბერშ საქართველოს პარლამენტმა ხელი მოაწერა მაუწყებლობის კანონში ცვლილებების შეტაას, რაც გულისხმობს სამურევო საბჭოს წევრების რაოდენობის გაზრდას 15 ადამიანამდე, შვიდმა მათგანმა კი ოპოზიციის ინტერესები უნდა წარმოაგდინოს. შესწორებებზე მუშაობა ჯერ კიდევ 20 ივლისს დაიწყო. მაშინ სააკაშვილმა განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა ტელეეთერში საზოგადოებრივი ცხოვრების გაშუქება, ახლანდელი საბჭოს რეორგანიზაციის მეშვეობით. პავლე კუბლაშვილმა მოიწონა ეს წინადადება.
საბჭო არსებობს 2008 წლის თებერვლიდან. აპრილიდან ამა წლის აგვისტომდე ოთხი ადგილი ვაკანტური იყო, მას შემდეგ რაც რამდენიმე წევრმა დატოვა საბჭო იმ განცხადებით, რომ ამას პროტესტის ნიშნად აკეთებდნენ.
31 აგვისტოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა აირჩიეს საბჭოს სამი წევრი 9 კანდიდატიდან - დავით კანდელაკი, დავით აფრასიძე და ზურაბ დავითაშვილი. ამგვარად, საბჭო ახლა 8 ადამიანისგან შედგება, რომელთა შორისაც ლევან გაჩეჩილაძეც არის.
ახლა პარლამენტს უნდა წარუდგინო დარჩენილი შვიდი ადგილის სავარაუდო მფლობეეის სია. "ეს სია ყველა ჯგუფის ინტერესებს ითვალისწინებს",- აღნიშნა მიხეილ სააკავილმა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია მასში შემავალი გვარები.
პროცედურის თანახმად, ქვეყნის ხელისუფლებამ ყველა ვაკანტურ ადგილზე სამი კანდიდატი უდნა წარმოაგდინოს. შესაბამისაც, სულ 21 კანდიდატურა 7 ვაკანტური ადგილისთვის. შემდგომ, პარლამენტი თითოეული ადგილისთვის ხმის მიცემის მეტოდით შეარჩებს ერთ ადმიანას და ვაკანტირ ადგილზე დამოწმდება ის კანდიდატი,რომელიც ხმათა უმრავლეს რაოდენობას აიღებს.
ჯერჯერობით საზოგადოება მხოლოდ 24 ნოემბერს წარმოდგენილ სიას გაეცნო, რომელშიც 21-ის მაგივრად 24 კანდიდატი იყო.
მთავარი | ანალიტიკა | ინტერვიუ | სტატიები | ვიდეო | არქივი |
info@georgiatimes.info