RSS
на русском en in english
24.01.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

გაუმარჯოს ქართული სცენის მეფეებსა და დედოფლებს

08.12.2009  |  12:39

4794.jpegქართველ ხელოვანებზე, რომლებიც ყოველთვის ხიბლავდნენ რუსებს შესანიშნავი ხმებითა და კავკასიური აქცენტით, საქართველოში ნადირობა დაიწყო. "რუხი კარდინალი" ლევან რამიშვილი ღიად უწოდებს ქვეყნის საუკეთესო მომღერლებს "აგენტებს", "მოღალატეებს" და "ბოროტმოქმედებს".მისი ბრალდებები დაიმსახურეს თამარ გვერდწითელმა, სოსო პავლიაშვილმა, ნანი ბრეგვაძემ და თინა კანდელაკმა.

აგვისტოს ომმა გაიარა ქართულ საზოგადოებაზეც და ის ორად გაყო. ერთი მხარე, ყველაზე მრავალრიცხოვანი, ვერ იტანდა რუსეთს. თავისი დამარცხების გამო, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამო, იმის გამო რომ საქართველო ჩიხში მოექცა. მეორე ნაწილი ნანობს, რომ რუსეთთან კავშირი გაწყდა და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შენარჩუნდეს რუსეთთან სულიერი ავშირი მანამ, სანამ ხელისუფლებები არ შერიგდებიან.

ამ ორ მხარეს შორის კი გამუდმებით პრეტენზიები და ბრალდეები ისმის.

ერთ-ერთ ქართულ გამოცემაში გამოჩნდა სტატია, სადაც ეწერა საშინელი ბრალდებები ხელისუფლებასთან დაახლოვებული "თავისუფლების ინსტიტუტის" მხრიდან ქართული სცენის ერთ-ერთი მარგლიტის წინააღმდეგ, რომელიც თავს უფლებას აძლევს იცხოვროს რუსეთში და იქ იმოღვაწეოს.

ამ ორგანიზაციის დირექტორმა ლევან რამიშვილმა განაცხადა, რომ თამარ გვერდწითელი და სოსო პავლიაშვილი მოღალატეები არია, ისინი მტერზე მუშაობენ იმიტომ, რომ მათი მოსმენა არსად მოინდომეს.

"ის მომღერლები, რომლებიც რუსეთში მთღერიან და ადიდებენ რუსულ ჯარს, არ არიან რუსეთის აგენტები? არ შეიძლება მათი საქართველოში შემოშვება. იცხოვრონ თავის საყვარელ რუსეთში, რასი სჭირდებათ საქართველო? ისინი მტერს ემსახურებიან. როდესაც მოღალატე ღალატში აღწევს წარმატებას, ეს ვის უნდა გაუხარდეს? ეს ჩემი ქვეყნის წარმატება არ არის, მათი პირადი წინსვლა კი სულ არ მაინტერესებს",- გაუსვა ხაზი ადამიანმა, რომლის პირადი კეთილდღეობა პირდაპირ არის დამოკიდებული ამერიკისა და სოროსის ფონდის მიერ გამოყოფილ თანხებზე.

მანამდე მსგავსი ბრალდებები თავს დაატყდა სქველმოქმედო ფონდი "იავნანას" დამფუძნებელსა და მსოფლიოში ცნობილ საოპერო მომღერალს პაატა ბურჭულაძეს. ამის მიზეზი კი გახდა ის, რომ მომღერალმა მონაწილეობა მიიღო მოსკოვში გამართულ კონცერტზე.

ამას გარდა, ქართული საზოგადოების ნაწილის რისხვა დაიმსახურა ნანი ბრეგვაძიოს გამოსვლამ ცნობილი რუსი პოლიტიკოსის ევგენი პრიმაკოვის დაბადების დღეზე. მომღერლის "ამორალური" საქციელი საქართველოს ყველა ტელევიზიამ განიხილა.

რამიშვილმა კი სასწრაფოდ უწოდა ყველა "მოღალატეს" უნიჭო. მან მოიყვანა რუსეთზე გაბოროტებული ბუბა კიკაბიძის მაგალითი. "არ მესმის, რატომ უყვართ მოღალატეებსა და უნიჭოებს რუსეთი ასე ძალიან, თუკი ისინი იქ რამეში არ არიან საჭირო? დიახ, მათ ისინი ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლისთვის სჭირდებათ. მათთვის უკეთესი იქნება, თუ შეწყვეტენ ანტიამერიკულ აგიტაიას",- თვლის "თავისუფლების ინსტიტუტის" დირექტორი.

ისე რაც მართალია უნდა ითქვას: იოს კარგად ამუშავებს თავისი მფლობელების ფულს, თუმცა ყოველთვის არ პასუხობს საქართველოს ინტერესებს.

განსაკუთრებით დიდი "საყვედურები" მისგან თინა კანდელაკმა დაიმსახურა, რომელიც დარწმუნებულია, რომ მამაკაცების ჟურნალებში გამოქვეყნებული მისი ფოტოები სულაც არ უშლის მას ხელს წაიყვანოს საბავშვო ტელევიქტორინა და იმუშაოს რუსეთის საზოგადობრივ პალატაში. რამიშვილი ამტკიცებს, რომ მან თავისი კარიერა პროსტიტუციით გაიკეთა. "კანდელაკი მეძავია. სხვა სიტყვას ის არ იმსახურებს",- განაცხადა მან.

შეიძლება მას დაეთანხმოს ქართველი მამაკაცების დიდი ნაწილი, რომლებიც დღემდე აფასებენ კდემამოსილებას და სიმორცხვეს. თუმცა თინა კანდელაკის კრიტიკის მოსმენა ადამიანისგან, რომელიც იცავდა სექსუალური უმცირესობების უფლებებს, ცოტა არ იყოს გასაკვირია.

სხვათა შორის, სწორედ ეს არასამთავრობო ორგანიზაცია იყო გარეული ილია მეორესთან დაკავშირებით აგორებულ სკანდალში.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100