RSS
на русском en in english
21.01.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

პოლიტპატიმრები SOS სიგნალს აგზავნიან ქართული ციხეებიდან

08.12.2009  |  23:47

4806.jpegსაქართველოში 35 პატიმარმა, რომელთა დაკავებაც პოლიტიკურად მოტივირებული იყო, დღეს შიმშილობა დაიწო. ეს ფაქტი GеorgiaTimes-ს ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილმა დაუდასტურა. ამავდროულად, სრულიად საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ასოციაციამ, საერთაშორისო უფლებათა დამცველებს მიმართა მოწოდებით, გავლენა მოახდინონ ქართულ მართლმსაჯულებაზე. ქვეყნანაში გრძელდება გასახურდიას, ბესელიას და მთავრობისათვის სხვა არასაურველ პიროვნებათა დევნა.

10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველო ცოტა რა იყოს, უხეხულ სიტუაციაში აღმოჩნდება. თუ კი, გარკვეულ დარგებში საქართველოს ხელისუფლებამ ვერ დაამყარა თანამედროვე წესრიგი, სამაგიეროდ სასამართლო და გამოსასწორებელ სფეროში, ის განსაკუთრებით მოხერხებული მეთოდებით სარგებლობს, პოლიტიკურ ოპონენტებთან გასასწორებლად.

დღეს, 35 პატიმარმა, საქართველოს სხვა და სხვა ციხეებში, გამაფრთხილებელი შიმშილობა წამოიწყო. მათ განცახდებები დაწერეს ციხის ადმინისტრაციაში, მაგრამ ყველგან არ ჩაიბარეს ეს გზავნილები. მაგალითად, რუსთავის ციხის მეორე ზონაში, ხელმძღვანელობამ არ ისურვა პატიმტრების გაფიცვის დაფიქსირება.

ამი შესახებ GеorgiaTimes-ს მოუთხრო არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამინის უფლებებისათვის" წევრმა, ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შიმშილობა სპეციალურად დაამთხვიეს ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, რომლესაც 10 დეკემბერს აღნიშნავენ.

ნიკოლეიშვილის თქმით, პატიმრები ერთადერთ რამეს მოითხოვენ: ქვეყნის ხელისუფლებამ მისცეს მათ, ევროპის საბჭოს ექსპერტებთან შეხვედრის საშუალება.

საქმე იმაშია, რომ ამა წლის გაზაფხულზე ევროპელებმა 19 საქმე შეისწავლეს, რომელთა შესახებაც მათ ქართველმა უფლებათა დამცველებმა შეატყობინეს. აქედან 8 ადამიანი პოლიტპატიმრად იქნა აღიარებული საერთაშორისო დონეზეც. ევროპის საბჭომ, ამ საქმეების გადახედვის, რეკომენდაცია მისცა საქართველოს მთავრობას. მაგრამ ამ სიიდან მხოლოდ სამი ადამიანი იქნა განთავისუფლებული - ერთი, იმიტომ რომ მისი პატიმრობის ვადა გავიდა, ორი სხვა კი - პრეზიდენტის შეწყალების ბრძანებულებით, რაც ამ პატიმრებს არც კი უთხოვიათ, აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.

ამ წლის განმავლობაში სრულად გამოშვებული იქნა 16 პოლიტპატიმარი, ოპოზიციის შეფასებით ამ ადამიანების საერთო რაოდენობამ 56 მიაღწია.

ინფორმაცია 50 „შავზე თეთრი ძაფით ნაკერი" საქმეების შესახებ, ოპოზიციური პარტიების ერთმა ნაწილმა 7 დეკემბერს გადასცა, საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლებს. დიპლომატებთან შეხვედრა, სასტუმრო „ძველ მეტეხში" შედგა.

როგორც განაცხადა კონსერვატორმა კახა კუკავამ, ოპოზიცია სთხოვს საერთაშორისო დამკვირვებლებს, შემოუერთდნენ სასამრთლო მოსმენების მონიტორინგს. „ვიმედოვნებთ, რომ დიპლომატიურ კორპუსთან ერთად, ჩვენ როგორღაც შევძლებთ მათ გაკონტროლებას".-განაცხადა მან.

მისი თქმით, არასაპარლამენტო ოპოზიცია სასამართლო სხდომების თანადროულად, მიტინგებს ჩაატარებს. აქცია მოეწყობა 9 დეკემბერს ქუთაისში, სადაც დაიწყება პოლიტპატიმრის, რუსეთის მოქალქის - ვლადიმერ ვახანიას საქმის სასამართლო განხილვა. 10 დეკემბერს მიტინგი ჩატარდება ბათუმში, სადაც იწყება ოპოზიციური პარტიის „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერის, ეკა ბესელიას ოჯახის წევრების საქმის, სასამართლო მოსმენა. 11 დეკემბერს კი, პროტესტი თბილისში გადმოინაცვლებს, სადაც „მუხროვანის აჯანყების" საქმეს განიხილავენ.

მართლაც თავლის მიდევნებაა საჭირო, პოლიტიკური საქმეების მოსამართლეებზე. ისინი ხშირად ახდენენ, ბარლადებულებისთვის სასარგებლო აშკარა მტკიცებულებების იგნორირებას. უკანასკნელი მაგალითია - ეკა ბესელიას ძმის სერგო ბესელიას, შვილის რატი მილორავას და მათი ორი მეგობრის საქმის მოსმენა. მათ ბრალი ედებათ ხულიგნობაში და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევაში, კაფე-ბარ „ელზაში" მომხადრი ჩხუბის დროს. მათ საშუალოდ 4 -დან 7- წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100