RSS
на русском en in english
23.09.2018
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ქართველი პოლიტპატიმრების სასოწარკვეთილების ჟესტი

14.12.2009  |  10:16

ასეთ არასაიმედო ხალხს, ხელისუფლება ოფიციალურად შიმშილობის უფლებასაც კი არ აძლევს. სასჯელაღსრულებისა და იურიდიული დახმარების სამინისტროში, თავად საპროტესტო აქციის ფაქტიც კი უარყვეს.

თუმცა, როგორც GeorgiaTimes-ს განუმარტა არასამთავრობო ორგანიზაციის "ყოფილი პოლიტპატიმრები, ადამიანის უფლებებისთვის" წარმომადგენელმა, ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილმა, ციხეების ადმინისტრაციებმა უბრალოდ არ მიიღეს განცხადებები, შიმშილობის დაწყების შესახებ.

ეს ადამიანები, არც ახალი ომბუდსმენის გიორგი ტუღუშის მოხსენებაში მოხვდნენ, რომელიც, დღეს წარსდგა პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის წინაშე. ის იუწყებოდა წლის პირველ ნახევარში დაფიქსირებული დარღვევების შესახებ, როდესაც სახალხო დამცველი ჯერ კიდევ სოზარ სუბარი გახლდათ.

მაგრამ, ამჟამინდელი მოხსენება - მთლიანად ტუღუშის შექმნილია, როგორც მან თავად განაცხადა და არა მისი წინამორბედის. ოპოზიცია, ტუღუშის დანიშვნისას გამოთქვამდა ეჭვს, რომ ის არ იქნებოდა სუბარივით პრინციპული, ხელისუფლებასთან წინააღმდეგობის საკითხში, რომელიც ასე ხშირად არღვევს ადამიანის უფლებებს.

და მართლაც, ახალმა უფლებების დამცველმა უკვე დაიმსახურა კოლეგების გაკიცხვა. ადვოკატებმა მას უსაყვედურეს იმის გამო, რომ მან არ დაუთმო საკუთარი ოფისი იურისტ მალხაზ ჯანგირაშვილის ბრიფინგის მოსაწყობად, რომელიც იძულებული გახდა ომბუცმენის აპარატის ეზოში მოეყოლა, ერთერთი საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფის საქმის დეტალები. სოზარ სუბარის დროს უფლებათა დამცველები ამგვარ პრობლემებს არ შეაჯახებიან, მაშინაც კი, როდესაც მათი განცხადებები მმართველი წრეების ინტერესებს ეხებოდა.

დღეს დასმულ შეკითხვზე, თუ რატომ არ იყო ნახსენები მოხსენებაში გაზაფხულის საპროტესტო აქციების დროს დაპატიმრებული პოლიტპატიმრები, ტუღუშმა უპასუხა, რომ მას დროულად არ მიაწოდეს მათი სისხლის სამართლის საქმეები. მაგრამ, მან პირობა დადო, რომ ორი ამგვარი შემთხვევა ნახსენები იქნება შემდეგ მოხსენებაში, იტყობინება Civil.ge.

თუმცა, სიმართლე რომ ითქვას, ამის გარეშეც სახელისუფლებო ინსტიტუტების საკმარის კრიტიკას შეიცავს, სახალხო დამცველის მოხსენება.

ტუღუშმა განაცხადა, რომ 6 მაისს პოლიციის სამმართველოსთან, სამართალდამცავებმა უკანონოდ გამოიყენეს რეზინისა და პლასტიკური ტყვიები. რის შედეგადაც მომიტინგეებმა ძლიერი დაზიანებები მიიღეს, ერთერთმა მათგანმა კი, თვალი დაკარგა. მაგრამ, იმის მაგივრად, რომ განესაჯათ ამგვარი პრაქტიკა, პარლამენტმა 17 ივლისს კანონპროექტი შემოიღო, რომელმაც ლეგიტიმური გახადა დემონსტრანტების წინააღმდეგ, არალეტალური იარაღის გამოყენება. ომბუდსმენი ამ ნორმას, საქართველოს კონსტიტუციის და ადამიანის უფლებების საერთაშორისო დეკლარაციის საწინააღმდეგოდ მიიჩნევს.

სახალხო დამცველმა, პარლამენტარებისაგან ასევე დაუყოვნებლივ მოითხოვა, 15ივნისს მიტინგის დარბევისასს, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების გამოძიება. მაშინ პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა და აქციის დაშლა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაიწყო.

"პოლიციის მიერ ძალის გამოყენება, სისტემატიურ ხასიათს იღებს",- აღნიშნა ტუღუშმა და დაამატა, რომ ამ ფაქტების გამოძიება, პროკურატურის მხრიდან მუხრუჭდება და როგორც წესი არასაკმარისად ეფექტურია.

საქართველოს ციხეები, როგორც ნათქვამია მოხსენებაში, კვლავ გადატვირთულია, პატიმრები კი უმეტეს შემთხვევაში ისეთ პირობებში იმყოფებიან, რომ მათ ფორმულირება "არაადამიანური მოპყრობა" მიესადაგება.

სასამართლო სისტემაზე საუბრისას, უფლებათა დამცველმა აღნიშნა, რომ საქართველოში ირღვევა სამართლიანი სასამართლოს პრინციპები. ადვოკატთა უფლებები შეზღუდულია და ბრალდებისათვის სასარგებლო პირობები იქმნება. ამასთან დაკავშირებით, სომეხი აქტივისტის ვააგან ჩახალიანის საქმის გახსენებაც კი, საკმარისი იქნება.

თუმცა კი, ნაციონალურ უმცირესობებთან დამოკიდებულებაში, ომბუდსმენის აზრით, "პოზიტიური ძვრები" შემიჩნევა. სომხების, აზერბაიჯანელების და სხვა ნაციონალური უმცირესობებისათვის, მთავარ პრობლემად, ქართული ენის არ ცოდნა რჩება.

1 
2
 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100