RSS
на русском en in english
20.09.2017
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

ქართველი პოლიტპატიმრების სასოწარკვეთილების ჟესტი

14.12.2009  |  10:16

4840.jpegადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს საქართველო, 35 პოლიტპატიმრის სამდღიანი შიმშილობით აღნიშნავს. მთავრობამ, რომელიც ასე თავმომწონეა სამართალდამცავ ორგანოებში წესრიგით, საკუთარი ოპონენტები ჩასვა ციხეში, ვინც კი გაბედა მათი გაკრიტიკება. სხვაგვარად მოაზროვნეთა დადუმების მეთოდები გახდა, ომბუცმენის მოხსენების მთავარი თემა, რომელსაც დღეს მოუსმენს ადამიანის უფლებების დაცვის საპარლამენტო კომიტეტი.

დღეს, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველოში 35 პატიმარი შიმშილობს. ფსევდოდემოკრატიულმა რეჟიმმა, მათი უმეტესი ნაწილი მხოლოდ იმისთვის ჩასვა ციხეში, რომ მათ, მთავრობის წინააღმდეგ კრიტიკის გამოხატვა გაბედეს.

მოშიმშილეებს შორის რამოდენიმე სამხედრო მოსამსახურეა, რომლებსაც ანტისამთავრობო აჯანყებაში ედებათ ბრალი, არასამთავრობო ორგანიზაციის "თანასწორობის ისტიტუტის" წევრი ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "სამართლიანობის" ლიდერის, უშიშროების ექს-მინისტრის იგორ გიოგაძის მომხრეები.

გუშინ აქციას შეუერთდნენ, სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია და პროფესორო ომარ ქუცნაშვილი.

როგორც ადრე წერდა GeorgiaTimes-ი საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ვახტანგ მაისაია 5 მაისს დააპატიმრეს - სწორედ იმ დღეს, როდესაც თბილისთან ახლოს მდებარე მუხროვანის ბაზის სატანკო ბატალიონმა, დაუმორჩილებლობა გამოუცხადა ხელისუფლებას. საქართველოს შსს-მ მაშინ განცხადება გააკეთა, რომ თავიდან აიცილა შეიარაღებული გადატრიალება.

მაისაიას საქმე არ ყოფილა პირდაპირ დაკავშირებული აჯანყებასთან, მაგრამ "მუხროვანის ისტორიის" ლოგიკური გაგრძელება გახდა. მას ბრალი დასდეს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში, საქართველოს სისხლის სამართლი 314 მუხლის თანახმად, რომელიც 12 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება ცდილობს დაამტკიცოს, რომ თითქოს და ის სპეცსამსახურების დავალებას ასრულებდა და დაშიფრული სახით, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით აგზავნიდა საიდუმლო მონაცემებს.

შსს-ს მიერ გავრცელებული, დაკითხვის ვიდეოჩანაწერში მან აღიარა დანაშაული. მაგრამ, სექტემბერში ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა. ის აიძულეს საკუთარ თავზე აეღო ბრალი და ცილი დაეწამებინა საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელისთვის, გაეროში ყოფილი მუდმივი წარმომადგენლისთვის და კიდევ რამდენიმე ადამიანისათვის.

მაისაიას ადვოკატებმა და სამართალდამცავებმა დღეს, მოითხოვეს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების წინააღმდეგ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, კერძოდ კი, გამომძიებლების ლადო დათაშვილისა და ვახტანგ ზუმბაძის წინააღმდეგ, რომლებიც აიძულებდნენ მაისაიას ამგვარი ჩვენებების მიცემას. თუმცა, ექსპერტი მაინც მოხვდა ბრალდებულის სკამზე და დღეს თბილისში მისი საქმის მორიგი მოსმენა ჩატარდა.

ომარ ქუცნაშვილი დაახლოებით წელიწადნახევარია რაც ციხეში იმყოფება. ამის შესახებ კავკაზ-პრესს მისმა ადვოკატმა შეტყობინა. პროფესორი ითხოვს მისი საქმის, ხელახალი განხილვის დაჩქარებას უმაღლეს სასამართლოში. მას ბრალს სდებენ არამიზნობრივად ფულის გახარჯვაში და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. თუმცა, ის ამტკიცებს, რომ მისი ხელმოწერა საკრედიტო დოკუმენტაციაზე გაყალბებული იყო.

ყველა მოშიმშილე, ევროპის საბჭოს ექსპერტებთან შეხვედრას ითხოვს. ცოტა ხნის წინ ევროპელებმა, ქართველი უფლებათა დამცველების მიერ მიწოდებული, რამდენიმე საქმე განიხილეს. 19 მსჯავრდებულიდან 5 ამ თბილისისადმი სიმპათიით განმსჭვალულმა მოსმართლეებმაც კი, პოლიტპატიმრებად სცნეს.

დღეს, სხვათაშორის კვლავ შეიკრიბა რიგგარეშე ვადამდელი გათავისუფლების კომისიის სხდომა, რომელიც განიხილვას პირობითი-ვადამდელი გათავისუფლების საკითხს იმათთვის, ვინც ნახევარი სასჯელი მოიხადა და კარგი დახასიათება აქვს. მაგრამ, საეჭვოა მათ შორის, პოლიტპატიმრები მოხვდნენ.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100