RSS
на русском en in english
25.09.2018
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

არჩევნები აფხაზეთში: თბილისი წინასწარვე წინააღმდეგი იყო

15.12.2009  |  11:00

ბეკმანი „ფინეთის ანტიფაშისტური კომიტეტის" წარმომადგენელია ანუ არასამთავრობო ორგანიზაციის, ისევე როგორც დელეგატების უმეტესობა, მსოფლიოს 20 ქვეყნიდან. ოფიციალურად საკუთარ ქვეყანას, მხოლოდ რუსი სტუმრები წარმოადგენდნენ. შედეგების შეჯამებისას, დამკვირვებელმა აშშ-დან, ადვოკატების ნაციონალური გილდიის წევრმა კურტის კუპერმა არჩევნები გახსნილად და ლეგიტიმურად გამოაცხადა.

„აფხაზეთის პრეზიდენტის არჩევნების უცხოელ დამკვირვებელთა მისია თვლის, რომ ჩატარებული არჩევნები შედგა, ქვეყანაში მმოქმედი საარჩევნო კანონმდებლობის ნორმების შესაბამისად და საერთაშორისო დემოკრატიული სტანდარტების დაცვით, თანასწორუფლებიანი პოლიტიკური კონკურენციის პირობებში".- ნათქვამია მისიის ოფიციალურ განცხადებაში.

თუმცა, დამარცხებულმა ოპოზიციონერები, რომლებსაც მეორე ტურის იმედი ჰქონდათ, სადაც ისინი შეძლებდნენ ბაღაფშის წინააღმდეგ გაერთიანებას, კენჭისყრის რეზულტატებს არ დაეთანხმნენ და საჩივარს ამზადებენ ცსკ-ოში და უმაღლეს სასამართლოში შესატანად. ამასთან ართად, ხალხის ქუჩაში გამოყვანით იმუქრებიან.

რაულ ხაჯინბას მონაცემებით, ბევრ საარჩევნო უბანზე, არჩევნრბში დამატებითი სიით მონაწილეთა რიცხვი, მრავალჯერ აღემატება ძირითად სიაში შეტანილი ამომრჩევლების რაოდენობას, ბიულეტენების დიდი ნაწილი კი გაფუჭებულია. ამას გარდა, კანდიდატები ამტკიცებენ, რომ „აფხაზური პასპორტები მასიურად გაიცემოდა გუშინ ღამის ჩათვლით და არჩევნების დღესაც კი".

ოპოზიციურმა კანდიდატმა არძინბამ, რომელმაცა ხმათა 10,8 პროცენტი მოიპოვა, საკუთარ ინტერნეტ-საიტზე გამოქვეყნა, არჩევნების 16 დარღვევის სია - პიცუნდაში,სოხუმში, გულრიფშში და სხვა რაიონებში.

იტყობინებიან, რომ დაკავებული იქნა ავტომობილი, ერთერთი კანდიდატის სასარგებლოდ შევსებული 500 ბიულეტენით. ზოგიერთ ადგილებში თითქოს და ცდილობდნენ, ბიულეტენების რეკვიზიტების გარეშე გაცემას, რათა შემდგომ გაეუქმებინათ ისინი. ადგილობრივი ადმინისტრაციის ერთერთი ჩინოვნიკი, როგორც ოპოზიცია ირწმუნება, ბიულეტენის ბლანკებს საარჩევნო უბნის ფარგლებს გარეთ არიგებდა.

სხვა მხრივ, ბაღაფშის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელმა ვლადიმერ ხიშბამ, პროვოკაციებში ბრალი დასდო ბუტბასა და ხაჯინბას მომხრეებს. მისი თქმით, 12 დეკემბერს მათ რამოდენიმეჯერ სცადეს აფხაზურ ტელეკომპანიაში შეჭრა, მაგრამ მილიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

მიუხედავად ოპოზიციის კრიტიკისა, აფხაზეთის ცსკ-ოს თავმჯდომარემ ბატალ ტაბაღუამ განაცხადა, რომ არსებითი დარღვევები არ ყოფილა, რასაც შეეძლო გავლენა მოეხდინა კენჭისყრის რეზულტატებზე.

რუსმა დამკვირვებლებმა, რომლეთა რიცხვშიც ყოფილი შრომის მინისტრი ალექსანდრე პოჩინკოც იყო, მაღალი შეფასება მისცეს აფხაზურ დემოკრატიას, რომელიც ასე განსხვავდებოდა მოსკოვის საქალაქო საკრებულოში ჩატარებული არჩევნებისგან, საიდანაც ოპოზიციაზე მინიშნებაც კი გამოდევნეს. რუსეთის ფედერაციის ცსკ-ოს თავმჯდომარემ ვლადიმერ ჩუროვმა, რომელმაც რამდენიმე უბანი მოინახულა, აღნიშნა, რომ აფხაზეთში არჩევნები „მძაფრი კონკურენციის პირობებში ტარდება და მათ შეიძლება გამჭვირვალე უწოდო".

როგორც უკვე ვთქვით, რუსეთს ყველა კანდიდატი აკმაყოფილებდა, ვინაიდან ვერცერთი მათგანი ვერ ხედავს საკუთარი ქვეყნის მომავალს, მოსკოვის მხარდაჭერის გარეშე. მაგრამ, ბაღაფშთან ურთიერთობა, რომელთან თანამშრომლობაც უკვე დიდი ხანია აწყობილია, რუსი პოლიტიკოსებისთვის უფრო იოლი იქნებოდა. ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით განსაკუთრებული აგიტაცია არ ყოფილა, მმოქმედი პრეზიდენტის შტაბმა მაინც გამოიყენა რუსული კოზირი და სოხუმის შესასვლელებში დააყენა ბილბორდები დიმიტრი მედვედევისა და სერგეი ბაღაფშის გამოსახულებითა და სლოგანით:"აფხაზეთი და რუსეთი - მუდამ ერთად". ასე რომ, რუსეთის კონსტიტუციის დღეს 12 დეკემბერს, „ჩრდილოელმა მეზობელმა", მანდარინის რესპუბლიკისგან განსაკუთრებული საჩუქარი მიიღო.

1 
2
 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100