RSS
на русском en in english
19.06.2018
არხივი ანალითიკა
ანალიტიკა

არჩევნები აფხაზეთში: თბილისი წინასწარვე წინააღმდეგი იყო

15.12.2009  |  11:00

თბილისი არაერთგზის აცხადებდა, რომ აფხაზეთის არჩევნები - ეს „პაროდიაა დემოკრატიაზე", „ფარსი", რომელსაც არანაირი „იურიდიული ძალა არ ექნება". საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტრომ ეს მოვლენა, ჩვეული სტილის განცხადებით აღნიშნა: „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ კი აფხაზეთში დამკვიდრებული საოკუპაციო რეჟიმი, მორიგ სპექტაკლს აწყობს, სახელით „საპრეზიდენტი არჩევნები", რომლის ჩარჩოებშიც, მოსკოვის მიერ წინასწარ არჩეულ კანდიდატურას, „პრეზიდენტად" გამოაცხადებენ".

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა პაატა დავითაიამ, რომელიც აფხაზეთს პოლიტიკურ კრიზისს უწინასწარმეტყველებდა, დაახლოებით ისეთივეს, როგორშიდაც უკანასკნელი წლების განმავლობაში, პერმანენტულად იმყოფება საქართველო, განაცხადა, რომ ბუტბას ხმები, რომელმაც საკუთარი კამპანია. ბაღაფშის კრიტიკაზე ააგო, - ეს იმ აფხაზთა ხმებია, რომლებიც უკმაყოფილონი არიან რუსეთის გავლენის გაძლიერებით.

ამ განცხადებებს, მსოფლიოსთვის იმის დემოსტრირება უნდა მოეხდინათ, რომ საქართველო არ შეეგუა არსებულ მდგომარეობას და რომ, თავად აფხაზეთშიც არიან აღიარებით უკმაყოფილო ადამიანები. მაგრამ შემოწმებისას გამოდი, რომ ყველა ამ თბილისურ შეგონებას, არანაირი ფაქტიური გავლენის მოხდენა არ შეუძლია, საკუთარი დამოუკიდებელი კურსით მიმავალ აფხაზეთზე. თანაც, ბუტბა იმით კი არ იყო აღშფოთებული, თუ ვისთან თანამშრომლობს აფხაზეთის მთავრობა, არამედ იმით - თუ როგორ აკეთებენ ისინი ამას. ამას გარდა, ქართველზე დაქორწინებული სერგეი ბაღაფში, ალბათ გაცილებით უფრო მეტად უნდა აწყობდეს თბილისს, ვიდრე მოსკოვში ბიზნესის მქონე ბუტბა.

ასე რომ, მიუხედავად საქართველოს ამბიციებისა, აფხაზეთმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ აქვს უფლება იყოს დამოუკიდებელი. როგორეც პოლიტოლოგმა იგორ ზაველოვმა განაცხადა „ამერიკის ხმის" რუსეთის სამსახურის ეთერში, „ახლანდელი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, შეიძლება კიდევ ერთ თანამიმდევრულ ნაბიჯად განვიხილოთ, რომელიც ადგილობრივმა პოლიტიკურმა ელიტამ გადადგა, საკუთარი ხელისუფლების ლეგიტიმიზაციის და აფხაზეთის საერთაშორისო აღიარების სამომავლო გზაზე".

 

სალომე ბატიანი

1 2 
3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100